საბადურის ტყე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და შედის თბილისის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. თბილისის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია საქართველოში. იგი 1973 წელს შეიქმნა და კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე ზღ.დ-დან 600-1,700 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. საბადურის ტყეში მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურა, საპიკნიკე, საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილები. ასევე, განთავსებულია საინფორმაციო დაფები.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და იმერეთის , ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს მოიცავს. მისი საერთო ფართობი 107 083 ჰა-ს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 1%-ზე მეტია. ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ბორჯომსა და ხარაგაულში .
თუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. მდებარეობს კახეთის მხარის, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 900 - 4800 მ სიმაღლეზე. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო . თუშეთი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
საგურამოს ნაკრძალი მცხეთა-მთიანეთის მხარეში , მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, საგურამოს ქედზე. დღესდღეობით იგი თბილისის ეროვნული პარკის შემადგენლობაშია. ნაკრძალის უდიდესი ნაწილი ტყითაა დაფარული. საოცარი გარმოთი და ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით იგი მრავალ ბუნებისა და ლაშქრობის მოყვარულს იზიდავს. აქ შეგიძლიათ დაგეგმოთ, როგორც საპიკნიკე გასვლები, ასევე უფრო დიდი სალაშქრო მარშრუტები. ნაკრძალის ტერიტორიაზე გავრცელებულია უთხოვარი, კოლხური ბზა, წიფელი, რცხილა, მუხა, თელა, ნეკერჩხალი, პანტა და სხვა. აქაურ ტყეებში შეხვდებით კავკასიურ ირემს, შველს, დათვს, მელას, ფოცხვერს, ტყის კატას, მგელს და ა.შ. ულამაზესი ტყეები, ხედები, ზღაპრული ბილიკები, ფლორისა და ფაუნის ენდემური და რელიქტური სახეობებიძალიან საინტერესო და მიმზიდველია ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. საგურამოს ნაკრძალის ტერიტორიაზე რამდენიმე კულტურული ძეგლის მონახულებაც შეგიძლიათ, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზედაზნის მონასტერი .
ისპანის უნიკალური ჭაობი - მსოფლიოში ერთადერთი მფილტრავი სფაგნუმური ჭაობი 1997 წლიდან ისპანი II რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიაა აჭარაში , ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე , შავი ზღვის სანაპიროდან სამასიოდე მეტრში. ტორფნარი ინახავს მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ღირსშესანიშნაობებს, ნამოსახლარებს, რომელიც თარიღდება IV და III საუკუნეებით ჩვენს ერამდე.
თიკერის აღკვეთილი აჭარაში , ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე დაცული ტერიტორიაა. იგი ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით ხასიათდება. ნაკრძალის ტერიტორია შესანიშნავია პიკნიკისა თუ მცირე გასვლების მოსაწყობად. თიკერის რელიქტური კოლხური ტყე ულამაზეს გარემოს ქმნის. თიკერის აღკვეთილს სამხრეთით ისპანის დაცული ტერიტორიები ესაზღვრება. თუკი ბუნების სიმშვიდეში დასვენება და განტვირთვა გსურთ ეს ნამდვილად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. თიკერის აღკვეთილთან ფუნქციონირებს თიკერის სანერგე მეურნეობა.
კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია და ვიზიტორთა ცენტრი - ვიზიტორტა ცენტრის ერთ-ერთი ფილიალი მდებარეობს ქალაქ ფოთში , ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სხვადასხვა სერვისებით, მათ შორის გაეცნონ ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის ნიმუშებს, მიიღონ ინფორმაცია პარკის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემის და ლანდშაფტების შესახებ. ასევე ვიზიტორთა ცენტრში მოწყობილია საგამოფენო დარბაზი.
თბილისის დენდროლოგიური პარკი - 250 ჰექტარ ფართობზე გადაჭიმული დენდროპარკი, სადაც სამასამდე ჯიშის იშვიათი ხე და ბუჩქი ხარობს. მდებაროებს თბილისში , დედაქალაქის უდიდესი წყალსაცავის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მარიამჯვრის ნაკრძალის შექმნას საფუძვლად დაედო კავკასიის რელიქტის-სოსნოვსკის ფიჭვის ხელუხლებელი ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნება, რომლის ანალოგი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება. აქ წარმოდგენილია ფიჭვის ხეების ვარჯების სხვადასხვა ფორმა (პოლიმორფიზმი), რომლებიც მეტყევე მეცნიერების მიერ შემდეგნაირადაა გამოყოფილი: პირამიდული (Pinus Sosnowsky Nakai var. pyramidalis Kurd.), კომპაქტური (Pinus Sosnowsky Nakai var. compacta Kurd.), ოვალური (Pinus Sosnowsky Nakai var. ovalus Kurd.), ქოლგისებრი (Pinus Sosnowsky Nakai var. umbraculifera Kurd.).
ბაწარის ეროვნული პარკი - მდებარეობს კახეთში , ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ბაწარის ხეობაში, ზღვის დონიდან 700 - 2,000 მეტრზე.
კინტრიშის ეროვნული პარკი - მდებაორებს აჭარაში , ქობულეთის რაიონში, საქართველოს ულამაზეს საზღვაო კურორტზე. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის, ზღვის დონიდან 300-2500 მეტრ სიმაღლეზე. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1959 წელს, დაარსების მიზანი იყო შუამთის რელიქტური ტყეების და ენდემური სახეობების, ფლორისა და ფაუნის დაცვია.
ლიახვის ეროვნული პარკი - მდებარეობს შიდა ქართლის ტერიტორიაზე. დაარსდა 1977 წელს, ფართობი 6388 ჰა. ნაკრძალის მიზანია შიდა ქართლის ტერიტორიაზე გავრცელებული ძუძუმწოვრების (კავკასიური ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, დათვი, ფოცხვერი, კვერნა), ფრინველისა (როჭო, შურთხი) და მცენარეების (წაბლი, თელა, ბზა, წიფელი, მუხა და სხვა) დაცვა, მომრავლება და შესწავლა. ლიახვის ნაკრძალში კეთილშობილი ირემი ბინადრობს, რომელიც ცენტრალური კავკასიონის ტერიტორიაზე მხოლოდ აქ გვხვდება.
ბიჭვინთა-მიუსერის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი დასავლეთ საქართველოში, რომელიც შეიქმნა 1966 წელს და მიზნად ისახავს ბიჭვინთის რელიქტური და კოლხეთის ფართოფოთლოვანი ტყეების დაცვას.
თუშეთის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აღმოსავლეთ კავკასიონზე. მდებარეობს თუშეთის ქვაბულში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კახეთის მხარეში, ზღვის დონიდან 900 - 4800 მ სიმაღლეზე. მისი ფართობია 83007 ჰექტარი. იგი დაარსდა 2003 წელს. თუშეთის ეროვნულ პარკში დაცულია ალპური მდელოები, მყინვარები, მწვერვალები, მდინარეთა სათავეები, ცალკეული მნიშვნელოვანი ცენოზები, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობები. აგრეთვე, უნიკალური ფიჭვნარი ტყე და წარმოდგენილი ტყის შემქმნელი სახეობები – არყი, მაღალმთის მუხა, ცირცელი, მდგნალი.
რიწის ეროვნული პარკი - კომპლექსური პარკი საქართველოში, აფხაზეთში , გუდაუთის მუნიციპალიტეტში, გაგრიდან 60 კმ-ზე. განლაგებულია მთავარი კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, რიწის ტბის გარშემო. ფართობი 16 229 ჰა. დაარსდა 1946 წელს შავი ზღვის სანაპიროს მთიანი კომპლექსური ლანდშაფტის დაცვის მიზნით.
ბაბანეურის ეროვნული პარკი - მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაბანეურსა და არგოხთან, კავკასიონის მთავარი ქედის კალთების ძირში, მდინარე ალაზნის ნაპირზე, ზღვის დონიდან 439-985 მ. შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შემადგენლობაში. ნარკძალის ფართობია 862.1 ჰა.
ლაგოდეხის ეროვნული პარკი - მდებარეობს კახეთის მხარეში, ქალაქ ლაგოდეხში , საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 590-3500 მეტრ სიმაღლემდე. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული, პირველყოფილი, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით მრავალფეროვანი პარკია.
ჯავახეთის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი სამცხე-ჯავახეთში , მოიცავს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს. ეროვნული პარკის ფართობია 14,200 ჰექტარი. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში აგრეთვე შეიქმნა ხანჩალის ტბის, ბუღდაშენის ტბის, კარწახის ჭაობის, სულდის ჭაობისა და მადათაფის ტბის აღკვეთილები.
ყაზბეგის ეროვნული პარკი - მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მცხეთა - მთიანეთის მხარეში, კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში . ყაზბეგის ეროვნული პარკის საერთო ფართობი შეადგენს 9030 ჰა-ს შეადგენს. ეროვნული პარკის მხოლოდ 35%-ია ტყით დაფარული, დანარჩენი კი ალპურ იალაღებს, მორენებს, მუდამ თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და მიუდგომელ კლდეებს უჭირავს. ეს კლდეები და მთები მრავალი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველისათვის მშობლიური მიდამოებია. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია. მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1,400 მეტრზეა.
მაჭახელას ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აჭარაში , ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაჭახელისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 300 - 350 მეტრ სიმაღლეზე. ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი განლაგებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართის ცენტრში.
მტირალას ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აჭარაში , ქობულეთის , ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორის. ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს დაბა ჩაქვში , ხოლო ვიზიტორთა ცენტრი - სოფელ ჩაქვისთავში (ჩაქვიდან 15 კმ-ში).
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი - მდებაორებს დუშეთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში ფშავ-ხევსურეთში. მისი უნიკალური ბუნება და მდებარეობა მნახველს აღაფრთოვანებს. საქართველოს ამ კუთხეში მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლი გვხვდება. ფშავ-ხევსურეთი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია საქართველოში, უნიკალური ტრადიციებითა და სამზარეულოთი.
თბილისის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აღმოსავლეთ საქართველოში. მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარისა და ნაწილობრივ თბილისისა და ქვემო ქართლის მხარის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 600 - 1700 მეტრ სიმაღლეზე. პარკი უშუალოდ აკრავს ქალაქ თბილისს.
ალგეთის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აღმოსავლეთ საქართველოში. მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში , თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მოქცეულია მდინარე ალგეთის ხეობაში და მოიცავს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს. მდებარეობს ზღვის დონიდან 1100-1950 მ სიმაღლეზე, უმაღლესი წერტილია კლდეკარი (2000 მ). გამოირჩევა ლანდშაფტური და ბიოლოგიური მრავალფეროვნებით.
მადათაფას ეროვნული პარკი - მდებარეობს ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. მოიცავს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს. მისი საერთო ფართობი შეადგენს 320 ჰექტარს. დაარსდა 2011 წელს. აქაურობისათვის დამახასიათებელია მშრალი კონტინენტური ჰავა, საშუალო წლიური ტემპერატურა კი საკმაოდ დაბალია.
ხანჩალის ეროვნული პარკი - მდებარეობს ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. მოიცავს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს. მისი საერთო ფართობი შეადგენს 839 ჰექტარს. დაარსდა 2011 წელს.
იორის ( ივრის ) ეროვნული პარკი — მდებარეობს კახეთში , სიღნაღის მუნიციპალიტეტში. დაარსდა 1965 წელს. მისი ფართობი შეადგენს 1336 ჰექტარს. ეროვნული პარკის ტყეები განლაგებულია მდინარე იორის ხეობაში. იგი ყორუღის ეროვნული პარკის სამხრეთ საზღვართან გამავალ სარწყავ არხთან და დალის მთის წყალსაცავთან ჭაჭუნას ჩრდილოეთ საზღვართან მთავრდება. პარკის ტერიტორიას ორივე მხრიდან სიღნაღის რაიონის მიწის ფონდის სასოფლო სამეურნეო სავარგულები და ძირითადად - საძოვრები ესაზღვრება.
გარდაბნის ეროვნული პარკი – ეროვნული პარკი გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, აზერბაიჯანის საზღვართან. ეროვნული პარკი დაარსდა 1996 წელს. მისი ფართობი 3 484 ჰექტარია.
თეთრობის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ეროვნული პარკის მიზანია დაიცვას ჭობარეთის მდინარის ხეობაში, მთის ქედზე არსებული თეთრობის ვულკანური პლატო. ასევე ფიჭვის ტყეებისა და მცენარეების დაცვა.
კაცობურის ეროვნული პარკი - მდებაორებს აბაშის მუნიციპალიტეტის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში. საერთო ფართობი 295 ჰექტარს შეადგენს. ეროვნული პარკის ტერიტორია ძირითადად ვაკეა — მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 40 მეტრს არ აღემატება. აქ ძირითადად გავრცელებულია ალუვიური თიხნარ-ქვიშნარი, მცირე ფართობებზე გვხვდება ნეშომპალა თიხნარ-სილნარი ნიადაგები. კაცობურის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე რიონი.
ქობულეთის ეროვნული პარკი - მდებაორებს აჭარის მხარეში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. შეიქმნა საერთაშორისო მნიშვნელობის, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების, როგორც მაღალი ღირებულებების მქონე ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით.
სათაფლია მდებარეობს იმერეთში , წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მეტრზე. დარსდა 1935 წელს. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს.
ასას ეროვნული პარკი - მოიცავს მდინარე ასას ხეობის მარცხენა კალთასა და მის მარცხენა შენაკადებს. ტერიტორია ასევე მოიცავს ხელუხლებელ წიწვოვან ტყის მასივებს, სადაც ბინადრობს დათვი, ჯიხვი და არჩვი.
ბუღდაშენის ეროვნული პარკი მოიცავს ტბა ბუღდაშენს, მის შემოგარენსა და ჯავახეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. იგი მოიცავს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს. ეროვნული პარკი მდებარეობს სოფელი გორელოვკის სამხრეთით. მისი საერთო ფართობი შეადგენს 126 ჰექტარს. დაარსდა 2011 წლის 22 მარტს.
სულდის ჭაობის ეროვნული პარკი - ჯავახეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. იგი მდებარეობს სოფელი სულდის დასავლეთით, სოფელ მიასნიკიანსა და ბოზალს შორის. მოიცავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს. მისი საერთო ფართობი შეადგენს 320 ჰექტარს. დაარსდა 2011 წლის 22 მარტს.
კარწახის ჭაობის ეროვნული პარკი - პარკი ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სოფელი კარწახის აღმოსავლეთით. მოიცავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს. მისი საერთო ფართობი შეადგენს 158 ჰექტარს. დაარსდა 2011 წლის 22 მარტს.
ილტოს ეროვნული პარკი - მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, მოიცავს მდინარე ილტოს ხეობის სათავე ნაწილს, რომელიც ვრცელდება ზ.დ. 900-2000 მეტრამდე. ვეთილის საერთო ფართობია 6963 ჰა. აღმოსავლეთით ესაზღვრება ბაწარის ნაკრძალი, დასავლეთით თიანეთის ტყეებს, სამხრეთით ახმეტის სატყეო მეურნეობის ტყეები, ხოლო ჩრდილოეთით ალპური ზონა.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს სახრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, ივრის ზეგანზე მდებარეობს და ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნულ პარკსა და არწივის ხეობის , ალაზნის ჭალისა („კაკლის ყურე“) და ტახტი-თეფას ტალახის ვულკანების ბუნების ძეგლებს აერთიანებს.
ჭაჭუნას ეროვნული პარკი - მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, კახეთში , დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ქიზიყში. წარმოადგენს წარსულში ჭაჭუნის სახელმწიფო სატყეო მეურნეობის ბაზაზე დაარსებულ დაცულ ტერიტორიას. აღკვეთილის საერთო ტერიტორია 5200 ჰექტარია და მდინარე იორის ნაწილს მოიცავს. იგი თბილისიდან 175 კილომეტრითაა დაშორებული.
არწივის ხეობა – ბუნების ძეგლი საქართველოში, მდებარეობს კახეთში , დედოფლისწყაროს ჩრდილოეთით 0.5 კმ, ზღვის დონიდან 762 მეტრზე, შედის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.
ვაშლოვანის ეროვნული პარკი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში , შირაქის ზეგანზე, მდინარე იორსა და ალაზანს შორის, ზღვის დონიდან 100-900 მ-ის სიმაღლეზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
აჯამეთის ეროვნული პარკი - მდებარეობს იმერეთის მხარეში, ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში კოლხეთის დაბლობზე. აჯამეთის, ვარციხისა და სვირის უბნებისგან შედგება.