საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი
ალგეთის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აღმოსავლეთ საქართველოში. მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში , თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მოქცეულია მდინარე ალგეთის ხეობაში და მოიცავს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს. მდებარეობს ზღვის დონიდან 1100-1950 მ სიმაღლეზე, უმაღლესი წერტილია კლდეკარი (2000 მ). გამოირჩევა ლანდშაფტური და ბიოლოგიური მრავალფეროვნებით.
ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ამჟამად ხუთი ეკო-ტურისტული მარშრუტია. საცხენოსნო და საფეხმავლო. მათგან მხოლოდ ერთი ტურისტული ბილიკია მარკირებული - „სამეფო ქედი”. - 16 კმ-იანი წრიული მარშრუტი.
მდინარე ალგეთის ხეობისა და შერეული ტყით დაფარული მთების ხედების ნახვასთან ერთად მოინახულებთ დაშბაშის , ბირთვისისა და სამშვილდის კანიონების ბუნების ძეგლებს, ესტუმრებით კლდეკარის ციხე-სიმაგრეს.
წყარო: georgiantravelguide.com
ყველა პარკი