საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი
ბიჭვინთა-მიუსერის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი დასავლეთ საქართველოში, რომელიც შეიქმნა 1966 წელს და მიზნად ისახავს ბიჭვინთის რელიქტური და კოლხეთის ფართოფოთლოვანი ტყეების დაცვას.
ეროვნული პარკი აფხაზეთში შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და სამი მონაკვეთისგან — ბიჭვინთის 165 ჰა-ზე მიუსერის 218 ჰა-ზე და ლიახვის მონაკვეთი 1296 ჰა-ზეა წარმოდგენილი. ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალის მთავარი მშვენება ბიჭვინთის ფიჭვია. ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალში საქართველოს წითელი ნუსხის მცენარეებიდან წარმოდგენილია ბიჭვინთის ფიჭვი, კოლხური ბზა, ლაფანი, უთხოვარი, კოლხური ლეღვი, კავკასიური ხურმა და ხმელთაშუა ზღვის გარშემო ხმელეთისათვის დამახასიათებელი ისეთი მცენარეები როგორიც არის ხემარწყვა, ხისმაგვარი მანანა.
წყარო: georgiantravelguide.com
ყველა პარკი