თბილისის დენდროლოგიური პარკი

თბილისი, თბილისიპარკი / ბაღიეროვნული პარკი

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

თბილისის დენდროლოგიური პარკი - 250 ჰექტარ ფართობზე გადაჭიმული დენდროპარკი, სადაც სამასამდე ჯიშის იშვიათი ხე და ბუჩქი ხარობს. მდებაროებს თბილისში , დედაქალაქის უდიდესი წყალსაცავის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე.

პარკი 1956 წელს შეიქმნა. აქ შეხვდებით მარადმწვანე კორპიან მუხის ჭალას, არყისა და ძეწნის ნარგავებს. კაკლის ჭალაში ბერძნულ კაკალთან ერთად იაპონურ, შავ და სხვა ჯიშის კაკლის ხეებს. სექვოის, კრიპტომერიის, ვერცხლისებრი ნაძვის, იტალიური ფიჭვის ძელქვის კუთხეებს. ოდესღაც კავკასიის მთებში გავრცელებული მესამეული პერიოდის ეს რელიქტური ხეები, 30 მეტრ სიმაღლეს აღწევენ და განთქმული არიან სიმტკიცით, რისთვისაც მიიღეს კიდეც სახელწოდება – „ძელქვა“.

​დენდროპარკის ფრთოსანთაგან, ყველაზე მეტად განებივრებული არიან კავკასიის ძველი ბინადარნი – ხოხბები, რომლებისთვისაც შექმნილია სპეციალური „სასუსნავი“, სადაც აშენებენ კვრინჩხსა და ქაცვს.

პარკი მდიდარია სამკურნალო მცენარეებით, აქვს სანერგე და სასათბურე მეურნეობა.

წყარო: georgiantravelguide.com

ყველა პარკი