საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი
მტირალას ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აჭარაში , ქობულეთის , ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორის. ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს დაბა ჩაქვში , ხოლო ვიზიტორთა ცენტრი - სოფელ ჩაქვისთავში (ჩაქვიდან 15 კმ-ში).
ამავე სახელწოდების მთა, რომელზეც პარკი მდებარეობს, აღმართულია ზღვის დონიდან 1761 მეტრზე. ეს ადგილი ითვლება ყველაზე ტენიან ადგილად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც, ვინაიდან მისი ხშირი სტუმარია წვიმა და სქელი ნისლი. სწორედ ამ მიზეზით ეწოდა მთას სახელი – „ მტირალა “.
მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია მდიდარია ფლორითა და ფაუნით. გავრცელებულია ტყის მცენარეულობა, წაბლნარებით, წიფლნარებითა და კოლხური ტიპის შერეული ტყით წარმოდგენილი. ასევე აქ შეხვდებით აჭარა-ლაზეთის იშვიათ, ენდემური სახეობებს და საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობებს, როგორებიცაა: გაულთერიასმაგვარი ეპიგეა, ფურისულა, მედვედევის არყი და სხვა. მტაცებელი ფრინველებიდან პარკში ბინადრობენ ჩია არწივი, კაკაჩა, ქორი, მიმინო, მარჯანი, ჩვეულებრივი კირკიტა, აგრეთვე ღამის მტაცებლები: ზარნაშო, წყრომი. სხვა ფრინველებიდან ბუდობს ოფოფი, კოდალა, ყორანი, შაშვი, მოლაღური.
მტირალას ეროვნული პარკში ფუნქციონირებს ერთ და 2-დღიანი ტურისტული მარშრუტები . ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ადგილები კოცონის დასანთებად, ასევე ბილიკის მე-9 კმ-ზე არის მტირალას ტურისტული თავშესაფარი , სადაც შესაძლებელია ღამისთევა. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკო-ტურებს სთავაზობს.
მტირალასაც თავისი ღირშესანიშნაობები აქვს, რომლებიც უნდა ინახულოთ. მშვენიერი მთის ტბა და წაბლნარის ჩანჩქერი .
წყარო: georgiantravelguide.com
ყველა პარკი