საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი
ყორუღის ეროვნული პარკი — მდებარეობს კახეთის მხარის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. შედის მარიამჯვრის ეროვნული პარკის შემადგენლობაში.
იგი გეოლოგიურად ამიერკავკასიის მთათაშუა ოლქში შედის. აგებულია ძირითადად შუა მიოცენის ზღვიური მოლასური ნალექებით, რომლებიც აქ წარმოდგენილია თიხებით, ქვიშაქვებით, ზოგჯერ ბაზალტური კონგლომერატებით, მერგელებით, ოოლითური და ქვიშიანი კირქვებით.
ყორუღის ეროვნულ პარკში მდინარე ივრის ნაპირებზე ჭალის ტყეა შემორჩენილი . მისი შემქმნელი ძირითადი ხე-მცენარეებია: ტირიფი, ხვალო ანუ ჭალის ვერხვი, ოფი, ჩვეულებრივი მურყანი, ჭალის მუხა და ზოგიერთი სხვა. ქვეტყეში იზრდება ძეძვი, ქაცვი, ქართული კოწახური, ჭალა-ფშატა და სხვ. ჩვეულებრივია ლიანები: აღმოსავლური კატაბარდა, ეკალღიჭი, ღვედკეცი და სხვ. ჭალის ტყეს ორივე მხრიდან სტეპის მცენარეულობა , ძირითადად უროიანები ესაზღვრება.
წყარო: georgiantravelguide.com
ყველა პარკი