რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლა

იმერეთი · ბაღდათი · ბაღდათი, სოფელი წითელხევი

რეესტრის კოდი#985
მოსწავლე167
მასწავლებელი20
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნინო კოტორეიშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ბაღდათი, სოფ. წითელხევი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
6
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის მისია სსიპ ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლა მოწოდებულია უზრუნველყოს სწავლა-სწავლების, აღზრდისა და განვითარებისათვის ოპტიმალური გარემოს ფორმირება, რომელშიც მოსწავლე შეიძენს ფუნდამენტურ კომპეტენციებს: მიიღებს ბაზისურ საგნობრივ ცოდნას და შეეძლება მისი პრაქტიკული გამოყენება, ექნება სწრაფვა დამოუკიდებელი და უწყვეტი განათლებისადმი, ავთენტური შეფასებისადმი, გაიაზრებს თავისი, როგორც მოქალაქის როლს, უფლებამოვალეობებს, განივითარებს პასუხისმგებლობასა და ტოლერანტობას, ყოფით სფეროს გამოიყენებს როგორც არეალს ჯანმრთელობის, ტრადიციების, რესურსების, გარემოს დაცვისათვის, კულტურის სფეროში შეძლებს მრავალმხრივი ინტელექტის ექსპრესიას, კულტურის ტრანსფერს, თავისუფალი დროის გონივრულ დაგეგმვას. სკოლის მიზანია გაამართლოს მოლოდინები: - საზოგადოებისათვის: აღზარდოს სოციალურად და პიროვნულად სწორად ორიენტირებული შემოქმედი პიროვნება, რომელიც მზად იქნება ეროვნული ფასეულობების დასაცავად; - მშობლებისათვის: შექმნას ბავშვის სწავლის, განვითარებისა და აღზრდის შესაფერისი პირობები; - კოლეგებისათვის: თანამშრომლობის, თანამოაზრეობის, პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი გარემო; - ბავშვებისათვის: უსაფრთხო და თბილი ატმოსფერო, სადაც თითოეული სასკოლო ცხოვრებისა თუ სწავლების განსაკუთრებული, საინტერესო და სრულფასოვანი წევრია. სკოლის საგანმანათლებლო ამოცანებია: - უზრუნველყოს ხარისხიანი განათლება სწავლების ყველა საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განმტკიცებით, განახორციელოს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება პედაგოგიური პერსონალის ინტელექტუალური 5 და ემოციური რესურსებით, გამოიყენოს სწავლების თანამედროვე და აღიარებული მეთოდები, ინტელექტუალური სწავლების პრინციპები, საბაზრო ეკონომიკისა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა მოთხოვნების გათვალისწინებით განახორციელოს ეკონომიკური, ტექნიკური, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო პროფილით სწავლება; - უზრუნველყოს უცხოური ენების სწავლება ისწავლება პირველი უცხო ენა ინგლისური და მეორე უცხო ენა რუსული. უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა.   სკოლის მისია ჩვენ გავხდებით საქართველოში საუკეთესო საჯარო სკოლა, ეს მოხდება სწავლის ხარისხის გაუმჯობესების, ახალი იდეების დანერგვის და წარმატების დიდი სურვილის დახმარებით. მიზნის მისაღწევად სკოლაში შევქმნით შრომისა და სწავლის მაღალ მოტივაციას, მეგობრობის, პატივისცემის ატმოსფეროს. ჩვენ შეგნებული გვაქვს, რომ ადამიანი ყველაზე ძვირფასი რესურსია და გვჯერა სკოლას მშობლები ყოველმხრივ დაეხმარება თავიანთი შვილების შესაძლებლობების სრულყოფილად გამოვლინებაში. სკოლის ძირითადი პრინციპებია - ემსახუროს მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების განვითარებისათვის ხელშემწყობი და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ცოდნის წარმატებით გადატანას და გამოყენებას განსხვავებულ სიტუაციაში. სკოლა, ოჯახთან ერთად, ზრუნავს მოსწავლის უწყვეტ განვითარებასა და განათლებაზე სკოლის ძირითადი ღირებულებებია: ჰუმანიზმი, პატრიოტიზმი, ტოლერანტობა, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, საქმისადმი სიყვარული და ერთგულება. სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა. საჯაროობა, პროფესიული განვითარება

სტრუქტურა2 დამატებითი მასალა

სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენს : დირექცია, სამეურვეო საბჭო, თვითმმართველობა, პედ.საბჭო, დისციპლინარული კომიტეტი, ტექნიკური პერსონალი, კათედრები, მრჩეველთა საბჭო.

დოკუმენტები

სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების აღმწერი დოკუმენტი..pdf08/12/2023 11:10:42 · 7.5 MB
სკოლის სტრუქტურა.docx08/12/2023 11:10:43 · 0.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

6-წლიანი-სტრატეგიული-გეგმა.docx11/12/2023 15:16:24 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

წლიური სამოქმედო გეგმა.doc08/12/2023 14:39:33 · 0.2 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები1 დამატებითი მასალა

სკოლაში ფუნქციონირებს კლუბები კერძოდ: მკითხველთა, სამოქალაქო განათლების, "არა ძალადობა" . სკოლას აქვს დადებული მემორანდუმი კოლეჯ "იბერიასთან'' პროფესიული განათლების პოპულარიზაციისს მიზნით.

დოკუმენტები

სკოლის ძლიერი მხარეები.docx08/12/2023 14:43:04 · 0.01 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები4 დამატებითი მასალა

სკოლას შემუსავებული აქვს ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები, რომელიც მოიცავს მშობელთა კომუნიკაციის სტრატეგიებს, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, მობილობის, ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების დოკუმენტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის წესებს.

დოკუმენტები

მობილობის, ჩარიცხვის და სტატუსის შეჩერება.pdf08/12/2023 14:46:00 · 6.2 MB
მშობლებთან კომუნიკაცია სტრატეგია.pdf08/12/2023 14:46:00 · 3.33 MB
საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია.pdf08/12/2023 14:46:01 · 3.83 MB
ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი.pdf08/12/2023 14:46:01 · 3.81 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სკოლა ნახევრად რეაბილიტირებულია: გარემონტდა 2007 წელში, მას შემდეგ ინფრასტრუქტურული სამუშოები სკოლაში არ ჩატარებულა ცენტრალური გათბობის გარდა. ამჟამად მოძველებულია სკოლის ინფრასტრუქტურა და საჭიროებს განახლებას

დოკუმენტები

ინფრასტრუქტურა.pdf29/11/2023 15:37:03 · 0.45 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსები2 დამატებითი მასალა

სკოლა ფინანსდება ვაუჩერული დაფინასებით, აქვს შემუშავებული ბიუჯეტი რომელიც შეთანხმებულია სამეურვეო საბჭოსთან.

დოკუმენტები

ბიუჯეტი.pdf29/11/2023 15:52:06 · 0.36 MB
შესყიდვები გეგმა.pdf29/11/2023 15:52:06 · 0.24 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე