ბაღდათი, სოფელი ვარციხე
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 21
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 2
იმერეთი · ბაღდათი · ბაღდათი, სოფელი ვარციხე
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის მისიაა ქვეყნის ინტერესებიდან, ტრადიციებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე კომპეტენტური, პროფესიონალი კადრებით, აღზარდოს თავისუფალი, მოაზროვნე, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი და ტოლერანტი თაობა, ჯანსაღი ცხოვრების, დემოკრატიისა და თანასწორობის, ღია სამოქალაქო საზოგადოების, კონკურენტუნარიანობის პრინციპებზე დაფუძნებული მოსწავლე ახალგაზრდობა, რომელიც შეძლებს ხარისხიანი განათლების მიღებას, გამოყენებას, გაზიარებასა და საკუთარი ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით, რითაც წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში. სკოლის ხედვა: სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩამოყალიბებას მაღალგანვითარებულ, განათლებულ პიროვნებებად. მრავალფეროვანი ღონისძიების მეშვეობით. სკოლა ზრუნავს ბავშვის ჯანსაღ გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ განვითარებაზე, რათა მოსწავლე ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, ჰარმონიულად პასუხობდეს თანამედროვე ცივილიზაციის ყველა გამოწვევას. სკოლის თანამშრომლებს ნათლად აქვთ გაცნობიერებული, რომ თითოეულ ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, განსახვავებული შესაძლებლობები, შემოქმედებითი თუ კოგნიტური პოტენციალი და ხელს უწყობენ, თავისუფლად მოაზროვნე, გონიერ, შემოქმედებით პიროვნებად ჩამოყალიბებაში. სკოლის ღირებულებები: სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის ღირებულებებია: • თანასწორობა • თანამშრომლობა • გუნდურობა • ღიაობა • უსაფრთხოება • უწყვეტი განვითარება
სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენს : დირექცია, სამეურვეო საბჭო, თვითმათველობა, პედსაბჭო, დისციპლინარული კომიტეტი, ტექნიკური პერსონალი, კათედრები, მრჩეველთა საბჭო.
სკოლაში სწავლა –სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე და მოიცავს სამ საფეხურს, სწავლება მიმდინარეობს დასწრებული სწავლების მოდელით, რომელიც გულისხმობს , დასწრებით სწავლების ფორმას და სინქრონული სწავლების კომბინაციას. ა) დაწყებითი – I-VI კლასების ბ) საბაზო – VII- IX კლასების გ) საშუალო - X- XII კლასები 1.დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად; ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი; გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება. 2. საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში; ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში; გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად. 3. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად; ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად); გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.
სკოლას შემუსავებული აქვს ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები, რომელიც მოიცავს მშობელთა კომუნიკაციის სტრატეგიებს, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, მობილობის, ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების დოკუმენტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის წესებს.
საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. სამეურვეო საბჭოს მიერ 2023 წლის ბოლოს დამტკიცდა 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იყო როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. სკოლას ასევე აქვს დამტკიცებული 2024 წლის სახელმწიფო შესყიდვების წლირი გეგმა.