რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის საჯარო სკოლა

იმერეთი · ბაღდათი · ბაღდათი, სოფელი როხი

რეესტრის კოდი#982
მოსწავლე132
მასწავლებელი24
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
თამარ ლომინაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ბაღდათი, სოფ. როხი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
17
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

მისია როხის საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად, რომლებიც შექმნიან მშვიდობიან სამყაროს. მოსწავლეთათვის თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიცემა, სახელმწიფოებრივად და შემეცნებითად მოაზროვნე ახალგაზრდების აღზრდა, რომლებიც მუდმივად იზრუნებენ მომავალი წარმატებისთვის. სკოლის ძირითადი პრინციპებია - ემსახურო სმოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების განვითარებისათვის ხელშემწყობი და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ცოდნის წარმატებით გადატანას და გამოყენებას განსხვავებულ სიტუაციაში. სკოლა, ოჯახთან ერთად, ზრუნავს მოსწავლის უწყვეტ განვითარებასა და განათლებაზე. ხედვა სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა , რომ იყოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო დაწესებულება. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად , ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ახალგაზრდის ჩამოყალიბებაზე, რათა წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო , კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის საჯარო სკოლა მოწოდებულია უზრუნველყოს სწავლა-სწავლების, აღზრდისა და განვითარებისათვის ოპტიმალური გარემოს ფორმირება, რომელშიც მოსწავლე შეიძენს ფუნდამენტურ კომპეტენციებს: მიიღებს ბაზისურ საგნობრივ ცოდნას და შეეძლება მისი პრაქტიკული გამოყენება, ექნება სწრაფვა დამოუკიდებელი და უწყვეტი განათლებისადმი, ავთენტური შეფასებისადმი, გაიაზრებსთავისი, როგორც მოქალაქის როლს, უფლება-მოვალეობებს, განივითარებს პასუხისმგებლობასა და ტოლერანტობას, ყოფით სფეროს გამოიყენებს როგორც არეალს ჯანმრთელობის, ტრადიციების, რესურსების, გარემოს დაცვისათვის, კულტურის სფეროში შეძლებს მრავალმხრივი ინტელექტის ექსპრესიას, კულტურის ტრანსფერს, თავისუფალი დროის გონივრულ დაგეგმვას. სკოლის მიზანია უზრუნველყოს ხარისხიანი განათლება სწავლების ყველა საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განმტკიცებით, განახორციელოს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება პედაგოგიური პერსონალის ინტელექტუალური და ემოციურირ ესურსებით, გამოიყენოს სწავლების თანამედროვე და აღიარებული მეთოდები, ინტელექტუალური სწავლების პრინციპები, საბაზრო ეკონომიკისა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა მოთხოვნების გათვალისწინებით განახორციელოს ეკონომიკური, ტექნიკური, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო პროფილითს წავლება; - უზრუნველყოს უცხოური ენების სწავლებაის წავლება პირველი უცხო ენა ინგლისური და მეორე უცხო ენა რუსული. უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა. ღირებულებები ჰუმანიზმი, პატრიოტიზმი, ტოლერანტობა, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, საქმისადმი სიყვარული და ერთგულება. სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა. საჯაროობა, პროფესიული განვითარება

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სკოლას ხელმძღვანელობს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სკოლის სტრუქტურა მოიცავს ;პედაგოგიური საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს.

დოკუმენტები

სტრუქტურული ერთეულები და გასაჩივრების პროცედურები.pdf12/12/2023 09:55:32 · 4.53 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სტრატეგიული გეგმა.docx12/12/2023 09:51:09 · 0.06 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სამოქმდო გეგმა 2023-2024 (2).docx12/12/2023 09:44:23 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისებიტექსტური ინფორმაცია

მასწავლებლების ურთიერთდახმარებისა და სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვის მიზნით სკოლაში ფუნქციონირებს 7 საგნობრივი კათედრა: • სახელმწიფო ენის; • საზოგადოებრივი მეცნიერებების; • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების; • მათემატიკის; • უცხოური ენების; • სპორტის; • ესთეტიკური აღზრდის;

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები4 დამატებითი მასალა

სკოლას შემუშავებული აქვს ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები

დოკუმენტები

შინაგანაწესი 2019.pdf12/12/2023 10:45:38 · 0.23 MB
საზოგადოებასთან ურთიერთობის კომუნიკაციის წესი.pdf13/12/2023 09:46:13 · 2.54 MB
მოსწავლის ჩარიცხვის,სტატუსის შეჩერების,აღდგენის, მობილობის, საფეხურის დაძლევის, ამორიცხვის წესი.pdf13/12/2023 09:46:14 · 3.95 MB
ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი.pdf13/12/2023 09:46:14 · 2.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სკოლა შედგება ორი ფლიგელისაგან (სამსართულიანი და ორსართულიანი).

დოკუმენტები

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან , როხის საჯარო სკოლა.pdf13/12/2023 09:46:06 · 0.73 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსები1 დამატებითი მასალა

2022 წლის დეკებრის ბოლოს დამტკიცდა სკოლის 2023 წლის ბიუჯეტი.

დოკუმენტები

2023 წლის ბიუჯეტი.xlsx12/12/2023 10:48:35 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე