რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლა

იმერეთი · ბაღდათი · ბაღდათი, სოფელი როკითი

რეესტრის კოდი#981
მოსწავლე80
მასწავლებელი26
შენობა2
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ერეკლე ხაზარბეგიშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ბაღდათის მუნიციპალიტეტი სოფელი დიდველა

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
20
თავისუფალი ადგილი
17
სსსმ ლიმიტი
2
სსსმ თავისუფალი ადგილი
2

ბაღდათი, სოფ. რიკოთი

სექტორი
ქართული
ცვლა
2
საერთო ლიმიტი
15
თავისუფალი ადგილი
12
სსსმ ლიმიტი
2
სსსმ თავისუფალი ადგილი
2
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის მისია: თითოეული ჩვენთაგანის შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენებით დემოკრატიული ქვეყნის წარმატებული და ღირსეული მოქალაქეების და განათლებული ამომრჩევლების აღზრდა, თემთან კონსტრუქციული თანამშრომლობის საფუძველზე, სკოლაში მასტიმულირებელი და უსაფრთხო , ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნით, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად სწავლებასა და სწავლაში წარმატებების გზით თითოეული ბავშვის მომავლის ფორმირებაზე ზრუნვა. ● 2023-2024 სასწავლო წელს სკოლამ სწავლა/სწავლების ხარისხის ზრდით უნდა შეამციროს პროცენტული მაჩვენებელი იმ საგნებისა, რომლებშიც მოსწავლეები იყვნენ წარუმატებელნი. ● სკოლაში მასტიმულირებელი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნისათვის 2023-2024 სასწ.წელს დიდი ყურადღება მიექცევა მრავფეროვანი შემაჯამებელი სამუშაოების სტრუქტურას, შედეგების ანალიზს, შეფასების ვალიდობას და ობიექტურობას. ● თემთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის გააქტიურდება თითოეული კლასის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობა სოციალური ქსელის მეშვეობით. სკოლის ხედვა : ჩვენი სკოლა აღზრდის პიროვნებას, რომელსაც ექნება ლიდერის თვისებები, შეეძლება სოციალურ გარემოში ადაპტაცია, ინტეგრაცია, თანამშრომლობა და უნარ-ჩვევების სრულყოფილად გამოყენება. იქნება თავისუფლად მოაზროვნე, ტოლერანტი, კრეატიული, ქვეყნის ტრადიციებისა და ისტორიის პატივისმცემელი. იქნება კანონმორჩილი და სამოქალაქო ცნობიერების მქონე მოქალაქე, რომელიც უპასუხებს XXI საუკუნის გამოწვევებს და ხელსშეუწყობს საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას თანამედროვე მსოფლიოში სკოლის ღირებულებები: სკოლა ითვალისწინებს სწავლა - სწავლების პროცესში ჩართული პირების ინტერესებსა და შეხედულებებს, შესაბამისად თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: გუნდური მუშაობა, რომელიც თავის თავში გულისხმობს კათედრებს შორის თანამშრომლობას და თემის ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, ინოვაცია - სწავლა სწავლებისპროცესში თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და ტექნოლოგიების გაძლიერებულ გამოყენებას, ასევე სკოლა ღიაა დაინტერესებული მხარეებისათვის, დაწესებულება ორიენტირებულია იმაზე, რომ თემის თითოეულ წევრს ჰქონდეს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები.

სტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი. წყარო: საქართველოსგანათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №448 „ზოგადსაგანმანათლებლოდაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდებისდამტკიცების შესახებ“

სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სკოლის სტრატეგია.docx11/12/2023 14:12:31 · 0.03 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-2023-2024-.docx11/12/2023 13:07:43 · 0.03 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისებიტექსტური ინფორმაცია

სასწავლო პროგრამები სკოლაში სწავლა –სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე და  მოიცავს სამ საფეხურს, სწავლება მიმდინარეობს დასწრებული სწავლების მოდელით, რომელიც გულისხმობს , დასწრებით სწავლების ფორმას და სინქრონული სწავლების კომბინაციას. ა) დაწყებითი – I-VI კლასების ბ) საბაზო – VII-  IX კლასების გ) საშუალო - X- XII კლასები 1.დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად; ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი; გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები  და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას   მომავალში  დასჭირდება. 2. საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში; ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში; გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად. 3. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად; ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად); გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. რეგულირების საგანი • 1. მოსწავლის ქცევის კოდექსი (შემდგომში, ,,ქცევის კოდექსი”) არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე, სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. • 2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას. • 3. სკოლა ვალდებულია, ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს გააცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსი. • 4. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს. მუხლი 2. ქცევის კოდექსის მიზანი • 1. ქცევის კოდექსის მიზანია, დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები. • 2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას. მუხლი 3. რეგულირების სფერო • 1. ქცევის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე. • 2. სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლაში დასაქმებული სხვა პირები და მშობლები ხელს უწყობენ მოსწავლეს ქცევის კოდექსის დაცვაში. თავი II. მოსწავლის ქცევის წესები 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება • 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. • 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება • მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი • მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს • 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. • 2. გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. • 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. • 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. • 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. • 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. • 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. • 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. • 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. • 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: • ა) თამბაქოს ნაწარმი; • ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად; • გ) სანთებელა ან ასანთი; • დ) ალკოჰოლური საშუალებები; • ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; • ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; • ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; • თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; • ი) ნარკოტიკული საშუალებები; • კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები. • ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის • მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

დოკუმენტები

მოსწავლეთა ცევის წესების კოდექსი.docx11/12/2023 14:17:40 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს სკოლების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი 1 მილიარდის ღირებულების პროექტის ფარგლებში ,სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლა ჩაისვა. ამჟამად სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ საკითცების გამო.

ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკლის დაფინანსება წარმოადგენ ვაუჩერული სისტემის დაფინანსებას წყარო : ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილება. დადგენილებაში ცვლილება შევიდა 2021 წლის 22 ივლის. საქართველოს მთავრობის დადგენილება №368. ასევე როკითის საჯარო სკოლის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ბანკის სარგებლის დარიცხვა, სკოლის ანგარიშზე ყოველთვიურად არსებული ნაშთის გამო. სხვა შემოსავალი და დაფინანსება სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლას არ აქვს.