ბაღდათი, სოფ. პირველი ოფჩა
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 23
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · ბაღდათი · ბაღდათი, სოფელი პირველი ობჩა
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ გიორგი გეწაძის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლეთათვის თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი განათლების მიცემა, სახელმწიფოებრივად და შემეცნებითად მოაზროვნე ახალგაზრდების აღზრდა, რომლებიც მუდმივად იზრუნებენ მომავალი წარმატებისთვის. სკოლის უმთავრესი მისიაა შექმნას ხელსაყრელი გარემო სასწავლო დაწესებულებაში, სადაც მოსწავლეები მოახდენენ თვითრელიზებას და ჩამოყალიბდებიან ქვეყნის სრულფასოვან და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად. სკოლა სწავლა სწავლების მაღალი ხარისხით ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, ნიჭის და პოტენციალის გამოვლენასა და განვითარებას, უზრუნველყოფს მოსწავლეზე ორიენტირებული , უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც თითოეული მოსწავლე შეძლებს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას, გააზრებული ექნება როგორც მოქალაქის- საკუთარი როლი და უფლება-მოვალეობები. მაქსიმალურად იქნება გამოყენებული მასწავლებლების პროფესიული ცოდნა და უნარები, სწავლების თანამედროვე და ინოვაციური მეთოდები, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ადვილად ცვალებად გარემოში ორიენტირება და თავის დამკვიდრება. სკოლის ამოცანაა : თანამშრომლებისთვის თანამოაზრეობის, პროფესიული განვითარებისათვის , მოსწავლეებისთვის კი საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებების და მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად აუცილებელი გარემოს შექმნა; ასევე, შეუქმნას მოსწავლეებს წინაპირობა იმისა, რომ სწორად აირჩიონ თავისი მომავალი განვითარების გზა. ხელი შეუწყოს ფიზიკური და ფსიქიკურად ჯანმრთელი თაობის ჩამოყალიბებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ღირებულებები - სამართლიანობა სკოლა აღიარებს სამართლიანობის პრინციპს და თავის საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის შესაბამისად. უსაფრთხოება- უზრუნველყოფს ჯანსაღი სასწავლო და სამუშაო პირობებით უსაფრთხო გარემოს, სადაც იცავენ ეთიკის ნორმებს და შინაგანაწესს ურთიერთთანამშრომლობა და პასუხისმგებლობა სკოლის ყველა სუბიექტი--მასწავლებელი, მშობელი, მოსწავლე იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებს და პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე ტოლერანტობა, მიუკერძოებლობა, მონაწილეობითი მართვა, სხვისი შრომის და აზრების პატივისცემა, პროფესიული ზრდა და განვითარება.
სკოლა საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას.