რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის საჯარო სკოლა

იმერეთი · ბაღდათი · ბაღდათი, სოფელი ნერგეეთი

რეესტრის კოდი#978
მოსწავლე55
მასწავლებელი19
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მანანა გურგენაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
27/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
27/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ბაღდათი, სოფ. ნერგეეთი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
22
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

მომავლის ხედვა სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის საჯარო სკოლა მოწოდებულია უზრუნველყოს სწავლა-სწავლების, აღზრდისა და განვითარებისათვის ოპტიმალური გარემოს ფორმირება, რომელშიც მოსწავლე შეიძენს ფუნდამენტურ კომპეტენციებს: მიიღებს ბაზისურ საგნობრივ ცოდნას და შეეძლება მისი პრაქტიკული გამოყენება, ექნება სწრაფვა დამოუკიდებელი და უწყვეტი განათლებისადმი, ავთენტური შეფასებისადმი, გაიაზრებს თავისი, როგორც მოქალაქის როლს, უფლებამოვალეობებს, განივითარებს პასუხისმგებლობასა და ტოლერანტობას, ყოფით სფეროს გამოიყენებს როგორც არეალს ჯანმრთელობის, ტრადიციების, რესურსების, გარემოს დაცვისათვის, კულტურის სფეროში შეძლებს მრავალმხრივი ინტელექტის ექსპრესიას, კულტურის ტრანსფერს, თავისუფალი დროის გონივრულ დაგეგმვას. სკოლის მიზანია გაამართლოს მოლოდინები: - საზოგადოებისათვის: აღზარდოს სოციალურად და პიროვნულად სწორად ორიენტირებული შემოქმედი პიროვნება, რომელიც მზად იქნება ეროვნული ფასეულობების დასაცავად; - მშობლებისათვის: შექმნას ბავშვის სწავლის, განვითარებისა და აღზრდის შესაფერისი პირობები; - კოლეგებისათვის: თანამშრომლობის, თანამოაზრეობის, პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი გარემო; - ბავშვებისათვის: უსაფრთხო და თბილი ატმოსფერო, სადაც თითოეული სასკოლო ცხოვრებისა თუ სწავლების განსაკუთრებული, საინტერესო და სრულფასოვანი წევრია. სკოლის საგანმანათლებლო ამოცანებია: - უზრუნველყოს ხარისხიანი განათლება სწავლების ყველა საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განმტკიცებით, განახორციელოს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება პედაგოგიური პერსონალის ინტელექტუალური 5 და ემოციური რესურსებით, გამოიყენოს სწავლების თანამედროვე და აღიარებული მეთოდები, ინტელექტუალური სწავლების პრინციპები, საბაზრო ეკონომიკისა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა მოთხოვნების გათვალისწინებით განახორციელოს ეკონომიკური, ტექნიკური, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო პროფილით სწავლება; - უზრუნველყოს უცხოური ენების სწავლება ისწავლება პირველი უცხო ენა ინგლისური და მეორე უცხო ენა რუსული. უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა.   სკოლის მისია ნერგეეთის საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს წიგნიერი და კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითი და მიზანდასახული, კომუნიკაბელური პიროვნება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, საქართველოს ინტეგრაციას მსოფლიოში. სკოლის ძირითადი პრინციპებია - ემსახუროს მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების განვითარებისათვის ხელშემწყობი და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ცოდნის წარმატებით გადატანას და გამოყენებას განსხვავებულ სიტუაციაში. სკოლა, ოჯახთან ერთად, ზრუნავს მოსწავლის უწყვეტ განვითარებასა და განათლებაზე სკოლის ძირითადი ღირებულებებია: ჰუმანიზმი, პატრიოტიზმი, ტოლერანტობა, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, საქმისადმი სიყვარული და ერთგულება. სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა. საჯაროობა, პროფესიული განვითარება

სტრუქტურა2 დამატებითი მასალა

სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენს : დირექცია, სამეურვეო საბჭო, თვითმათველობა, პედსაბჭო, დისციპლინარული კომიტეტი, ტექნიკური პერსონალი, კათედრები, მტჩეველთა საბჭო.

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა.docx11/10/2023 12:33:44 · 0.06 MB
სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების აღმწერი დოკუმენტი.pdf16/11/2023 21:09:43 · 3.84 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

მეთოდოლოგია.pdf06/10/2023 15:25:30 · 3.42 MB
სტრატეგიული განვითარების გეგმა.pdf11/10/2023 12:37:54 · 6.19 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf11/10/2023 12:38:34 · 2.28 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები1 დამატებითი მასალა

სკოლაში ფუნქციონირებს კლუბები და სასკოლო წრეები კერძოდ: მკითხველთა კლუბი. ინგლისური ენის კლუბი"spiakers", ნორჩ ჟურნალისტთა წრე, მათემატიკის შემსწავლელი წრე. სკოლას აქვს დადებული მემორანდუმი კოლეჯ "იბერიასთან'' პროფესიული განათლების პოპულარიზაციისს მიზნით.

დოკუმენტები

სკოლის ძლიერი მხარეები.pdf16/11/2023 21:06:39 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები4 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი.pdf16/11/2023 21:05:42 · 2.18 MB
საზოგადოებასთან კომუნიკაციის წესის დამტკიცება.pdf16/11/2023 21:05:42 · 1.98 MB
მშობელთან კომუნიკაციების სტრატეგიის დამტკიცება.pdf16/11/2023 21:05:42 · 2 MB
მობილობისა და ჩარიცხვის სტატუსის შეჩერების.pdf16/11/2023 21:05:42 · 3.18 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე