ბაღდათი, სოფ. დიმი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 30
- თავისუფალი ადგილი
- 15
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 1
იმერეთი · ბაღდათი · ბაღდათი, სოფელი დიმი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. დიმის N1 საჯარო სკოლის მისია: სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა აღზრდისა და სწავლების მაღალ ხარისხს უსაფრთხო, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულ გარემოში. ხედვა: ყოველმხრივ, ჰარმონიულად განვითარებული ჯანსაღი თაობის აღზრდა. სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. დიმის N1 საჯარო სკოლა - ღია სკოლა, როგორც დასახლების სასწავლო კულტურული და სათემო განვითარების ცენტრი. მიზანი: თავისუფლად მოაზროვნე თაობების აღზრდა; თითოეული მოსწავლის ინტერესსა და შესაძლებლობებზე, სწავლების შედეგებსა და უნარ-ჩვევებზე ორიენტირება; მოსწავლეთა დამოკიდებული და კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის ხელშეწყობა და პატივისცემა; ტოლერანტობის, მორალური, ზნეობრივი და ჯანსაღი ქცევის ნორმების დამკვიდრება, საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებების პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევებისა და პრაგმატულად მოაზროვნე პიროვნებების ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებლობა.
სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. დიმის N1 საჯარო სკოლის სტრუქტურა მოიცავს ხუთ სტუქტურულ ერთეულს: 1) სკოლის დირექცია - სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი; 2) სკოლის ადმინისტრაცია - საქმისმწარმოებელი, საინფორმაციო მენეჯერი, ბიბლიოთეკარი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; 3) სკოლის კოლეგიალური სტრუქტურული ერთეულები - სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, დისციპლინური კომიტეტი, მოსწავლეთა თვითმმართველობა, მრჩეველთა საბჭო; სააპელაციო კომიტეტი 4) ტექნიკური და სხვა დამხმარე პერსონალთა სრუქტურული ერთეული - ექიმი, დამლაგებელი, დარაჯი, ცეცხლფარეში; 5) ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სტუქტურული რგოლი: სპეციალური მასწავლებელი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი (გრაფიკულად, სკოლის სტრუქტურა იხილეთ მიბმულ ფაილში.
სკოლაში სწავლა –სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე და მოიცავს სამ საფეხურს, სწავლება მიმდინარეობს დასწრებული სწავლების მოდელით, რომელიც გულისხმობს , დასწრებით სწავლების ფორმას და სინქრონული სწავლების კომბინაციას. ა) დაწყებითი – I-VI კლასების ბ) საბაზო – VII- IX კლასების გ) საშუალო - X- XII კლასები 1.დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად; ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი; გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება. 2. საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში; ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში; გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად. 3. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად; ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად); გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.
2023 წლის ბიუჯეტი და შესყიდვების გეგმა თან ერთვის