რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის საჯარო სკოლა

იმერეთი · ბაღდათი · ბაღდათი, სოფელი დიმი

რეესტრის კოდი#972
მოსწავლე46
მასწავლებელი20
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მარინა კოხოძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ბაღდათი, სოფელი დიმი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
23
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის საჯარო სკოლის მისიაა შექმნას ისეთი სასწავლო სააღმზრდელო გარემო, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებზე. უსაფრთხო გარემოში, საზოგადოებასთან შეთანხმებით აღზარდოს ისეთი მოსწავლე, რომლის ცოდნაც იქნება მყარი და დინამიური, რათა მან შეძლოს თავისი ცოდნის რეალიზაცია, ჩამოყალიბდეს ქვეყნის სრულფასოვან, ჯანსაღ, პატრიოტ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანად და დაიკავოს სათანადო ადგილი საზოგადოებაში. ● სკოლამ სწავლა/სწავლების ხარისხის ზრდით უნდა შეამციროს პროცენტული მაჩვენებელი იმ საგნებისა, რომლებშიც მოსწავლეები იყვნენ წარუმატებელნი. ● სკოლაში მასტიმულირებელი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნისათვის დიდი ყურადღება მიექცევა მოსწავლეთა შედეგების ანალიზს, შეფასების ვალიდობას და ობიექტურობას. ● თემთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის გააქტიურდება თითოეული კლასის მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. ხედვის ნაწილის მიხედვით სწავლა სწავლების პროცესი განხორციელდება მოსწავლეზე ორიენტირებულ პრინციპებზე დაყრდნობით, რამაც უნდა უზრუნველყოს მოსწავლის შესაძლებლობების - ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარება და პრაქტიკაში გამოყენება. სკოლის მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს ხარისხიანი განათლება სწავლების დაწყებით და საბაზო საფეხურზე ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განმტკიცებით, სწავლების თანამედროვე და აღიარებული მეთოდებით. გარდა ამისა გვინდა ვუზრუნველყოთ უცხოენების სწავლება. ისწავლება პირველი უცხოენა- ინგლისური და მეორე უცხოენა -რუსული. გვინდა შევქმნათ კოლეგებისათვის თანამშრომლობის, პროფესიული განვითარებისა და თანამოაზრეობისათვის აუცილებელი გარემო.

სტრუქტურა2 დამატებითი მასალა

სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის საჯარო სკოლა არის მცირეკონტიგენტიანი. სკოლას არ ჰყავს დირექტორის მოადგილე, მანდატური და სხვა. სკოლაში არის 17 მასწავლებელი, რის გამოც ფუნქციონირებს მხოლოდ სამი კათედრა

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა.pdf12/12/2023 15:26:23 · 0.09 MB
სტრუქტურული ერთეულებისა და გასაჩივრების პროცედურები..pdf18/12/2023 16:05:30 · 3.81 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სტრატეგიული გეგმა.სოფელ დიმის საჯარო სკოლა.docx21/12/2023 14:17:48 · 0.04 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სკოლას შემუშავებული აქვს სკოლის განვითარების მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო საზოგადოების და სხვა სფეროში ჩართულ მხარეთა პრიორიტეტებს, რომლის მიხედვითაც ხორციელდება სხვადასხვა სასკოლო აქტივობები. გეგმაში აღწერილია განსახორციელებელი ამოცანები და მათი განხორციელების გზები, გათვალისწინებულია თითოეული მხარის შესაძლებლობები ფუნქციების დელეგირების პროცესში. აღნიშნული გეგმა საჯარო და ხელმისაწვდომია, იგი შემუშავებული სასკოლო საზოგადოების მიერ და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ.

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა - 2023-2024 - (Repaired).docx12/12/2023 15:40:45 · 0.03 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისებიტექსტური ინფორმაცია

საგნობრივი კათედრის მუშაობის პრინციპები სკოლაში არის სამი საგნობრივი კათედრა:  ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა, რომლის შემადგენლობაში შედიან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, უცხო ენის (ინგლისური ენისა და მეორე უცხო ენის მასწავლებლები, ისტორიისა და გეოგრაფიის, მე და საზოგადოების, ჩვენი საქართველოს და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები.  მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, რომლის შემადგენლობაში შედიან მატემატიკის მასწავლებლები, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების და ისტის მასწავლებლები.  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის და ესთეტიკური აღზრდის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლები, მუსიკის მასწავლებელი და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი.

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები4 დამატებითი მასალა

სკოლას შემუშავებული აქვს ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები

დოკუმენტები

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ.pdf18/12/2023 15:31:55 · 2.16 MB
მოსწავლის ჩარიცხვის, მოსწავლის სტატუსის შეჩერების და აღდგენის , მობილობის, საფეხურის დაძლევისა და მოსწავლის ამორიცხვის წესის დამტკიცების შესახებ..pdf18/12/2023 15:31:55 · 3.14 MB
საზოგადოებასთან ურთიერთობისკომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ..pdf18/12/2023 15:31:55 · 2.13 MB
შინაგანაწესი...pdf18/12/2023 15:31:55 · 10.9 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სკოლა ფუნქციონირებს ერთ შენობაში, რომელიც შედგება ორი სართულისაგან.

დოკუმენტები

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.სოფელ დიმის საჯარო სკოლა.pdf18/12/2023 15:34:40 · 0.31 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსები1 დამატებითი მასალა

სკოლა ფინანსდება ვაუჩერული დაფინასების სისტემით. სკოლას აქვს შემუშავებული ბიუჯეტი რომელიც შეთანხმებულია სამეურვეო საბჭოსთან.

დოკუმენტები

ბიუჯეტი 2023.xls21/12/2023 14:20:10 · 0.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე