ბაღდათი, სოფ. დიმი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 23
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · ბაღდათი · ბაღდათი, სოფელი დიმი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ: დიმის N2 საჯარო სკოლის მისიაა, დაეხმაროს მოსწავლეებს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენაში და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე , ტრადიციებისა და ეროვნული ინტერესების დამცველ, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედ, ტოლერანტ, ზნეობრივ და სულიერად ჯანსაღ მოქალაქეებად , რომლებიც შექმნიან მშვიდობიან გარემოს. სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ: დიმის N2 საჯარო სკოლის ხედვაა, უზრუნველყოს სწავლების მაღალი ხარისხი, იყოს მდგრადი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი, კომპეტეტნტური, ეროვნული თვითშეგნებისა და იდენტობის მოქალაქის აღზრდაზე. სკოლა 2031–2032 სასწავლო წლისთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტში იქნება უცხოური ენების სწავლების მიმართულებით გამორჩეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სკოლის კურსდამთავრებულების მსოფლიო სივრცეში, ინგლისურად, გერმანულად და რუსულად მოსაუბრე ადამიანებთან ინტეგრირებას. სკოლის ღირებულებები: სკოლა საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: გამჭვირვალობა: უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესსახებ ინფორმაციის საჯაროობა, ხელმისაწვდომი და ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისთვის თანამშრომლობითი კულტურის დანერგვა და პასუხისმგებლობის გაზიარება: სკოლა ღიაა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისთვის, კონსტრუქციულად განიხილავს წინადადებებს, ინოვაციებს და ორიენტირებულია პრობლემების გადაჭრაზე და პასუხისმგებლობის გაზიარებაზე. მიუკერძოებლობა: სკოლა უზრუნველყოფს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. ობიექტურობა და სამართლიანობა: საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებს სამართლიანობის პრინციპს და თავის საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის შესაბამისად. უსაფრთხოება: სკოლა უზრუნველყოფს ჯანსაღ სასწავლო და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც დაცულია ეთიკის ნორმები და შინაგანაწესი ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულებები ხელს შეუწყობს პასუხისმგლიანი , ობიექტური და სამართლიანი მოქალაქის ჩამოყალიბებას. ამ ღირებულებების გაცნობიერება სასკოლო საზოგადოების მიერ, წარმატების გარანტიაა და საფუძველია კეთილგანწყობილი გარემოს შექმნისა, რაც მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის სოციუმში ინტეგრაციისთვის. გაჟღერებული ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სამუშაო პრინციპითა და მიდგომებით: ● პატრიოტიზმი ● გუნდურობა და კოლეგიალობა ● ურთიერთსიყვარული და პატივისცემა ● პასუხისმგებლობის გაცნობიერება ● სკოლისადმი ერთგულება და ზრუნვა ●ტოლერანტობა და ადამიანის უფლებების დაცვა
სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენს : დირექცია, სამეურვეო საბჭო, თვითმმართველობა, პედაგოგიური საბჭო, დისციპლინარული კომიტეტი,, კათედრები, მრჩეველთა საბჭო, ტექნიკური პერსონალი.
სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის №2 საჯარო სკოლამ 2023-2024 სასწავლო წლის სტრატეგიული გეგმის შედგენისას იხელმძღვანელა წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიით. გარდა ამისა, გაითვალისწინა ახალი გამოწვევები და მეტი განვითარებისათვის გამოყო 6 ძირითადი მიმართულება. ესენია: - სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება; - სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება და ორგანიზაციული განვითარება; - მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; - უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა; - მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა - ორგანიზაციული განვითარება და მასტიმულირებელი ბერკეტები სწავლებისა და აღზრდის საქმეში სკოლას გათვალისწინებული აქვს მთელი რიგი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების შესრულებას და საბოლოო ჯამში ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას.
სასწავლო პროგრამები. სკოლაში სწავლა –სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე და მოიცავს სამ საფეხურს, სწავლება მიმდინარეობს დასწრებული სწავლების მოდელით, რომელიც გულისხმობს , დასწრებით სწავლების ფორმას და სინქრონული სწავლების კომბინაციას. ა) დაწყებითი – I-VI კლასების ბ) საბაზო – VII- IX კლასების გ) საშუალო - X- XII კლასები 1.დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად; ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი; გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება. 2. საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში; ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში; გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად. 3. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად; ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად); გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.
მოსწავლის ქცევის კოდექსი მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები • 2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას. • 3. სკოლა ვალდებულია, ყველა მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს გააცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსი. • 4. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს. მუხლი 2. ქცევის კოდექსის მიზანი • 1. ქცევის კოდექსის მიზანია, დანერგოს მოსწავლის ქცევის ერთიანი წესები. • 2. ქცევის კოდექსი ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას. მუხლი 3. რეგულირების სფერო • 1. ქცევის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე. • 2. სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლაში დასაქმებული სხვა პირები და მშობლები ხელს უწყობენ მოსწავლეს ქცევის კოდექსის დაცვაში. თავი II. მოსწავლის ქცევის წესები 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება • 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. • 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება • მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი • მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს • 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. • 2. გაკვეთილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. • 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. • 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. • 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. • 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. • 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. • 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. • 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. • 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: • ა) თამბაქოს ნაწარმი; • ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად; • გ) სანთებელა ან ასანთი; • დ) ალკოჰოლური საშუალებები; • ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; • ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; • ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; • თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; • ი) ნარკოტიკული საშუალებები; • კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები. • ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის • მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
სკოლა ფინანსდება ვაუჩერული დაფინასების სისტემით. სკოლას აქვს შემუშავებული ბიუჯეტი რომელიც შეთანხმებულია სამეურვეო საბჭოსთან.