ჭიათურა, სოფ. წირქვალი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 25
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · ჭიათურა · ჭიათურა, სოფელი წირქვალი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია ზოგადი და პროფესიული განათლების ინტეგრირებით დაამკვიდროს მოსწავლეებზე / პროფესიულ სტუდენტებზე ორიენტირებული სწავლება. შესძინოს მათ თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. შეუქმნას სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის განათლების მისაღებად, დაეხმაროს მათ მომავალი პროფესიული განვითარების გზის არჩევაში, რომ შეძლონ სწავლა-სწავლების პროცესში შეძენილი ცოდნის ტრანსფერი. ხედვა შვიდი წლის შემდეგ თანამედროვე მოთხოვნების მუდმივ ცვალებად გარემოში ინოვაციური მიდგომების, ზოგადი და პროფესიული განათლების პოპულარიზაციით სკოლა გახდება რაიონში გამორჩეული. კურსდამთავრებულები როგორც ზოგადი ასევე პროფესიული განათლების მიღების გზით მყარი, დინამიური და ფუნქციური ცოდნის საფუძველზე, შეძლებენ პერსონალური გადაწყვეტილებების მიღებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადეკვატურ ჩართულობას. ღირებულებები : • გუნდურობა • სამართლიანობა • ზრუნვა • გამჭვირვალობა • სკოლისადმი ერთგულება • გამოცდილების და სიახლეების მიმართ ღიაობა
სკოლაში ხორციელდება დაწყებითი, საბაზო და საშუალო საგანმანათლებლო პროგრამები. სკოლა ახორციელებს ინკლუზიური განათლების პროგრამას, გვყავს 2 სსსმ მოსწავლე. მოქმედებს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა თავისუფალი დრო მიზანმიმართულად გამოიყენონ. სკოლაში ფუნქციონირებს მოსწავლეთა თვითმმართველობისა და მასწავლებლების მიერ შექმნილი კლუბები. სისტემატურად იმართება ინტელექტუალური თამაშები. ასევე სკოლაში ხორციელდება პროფესიულ კოლეჯთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსები.
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქვალის საჯარო სკოლის ქცევის წესები, გასაჩივრებისა და აპელაციის მექანიზმები განსაზღვნულია სკოლის შინაგანაწესითა და დირექტორის ბრძანებით დამტკიდებული ,,განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესით“.
2015 წლის დეკემბრის თვეში სკოლის ბალანსზე ჩამოირიცხა თანხა 83294 ლარი სკოლის კარ-ფანჯრების რეაბილიტაციისათვის. 2016 წ. მოხდა თანხის მიზნობრივი ხარჯვა, კერძოდ სკოლა შეიმოსა ახალი კარ-ფანჯრებით.ნარჩენი თანხით კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა სპორტ დარბაზს,ნაწილ საკლასო ოთახებს. 2018 წელს 128000 ლარის ფარგლებში ინფრასტრუქტურამ ააშენა გარე სველი წერტილები და საქვაბე,ცენტრალური გათბობისთვის ,ასევე გადაიხურა სპორტ დარბაზი. 2019 წელს ადგილობრივმა თვითმართველობამ 98000 თანხის ფარგლებში გადაიხურა სკოლა და კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა ნაწილ საკლასო ოთახებს აგრეთვე,თვითმართველობის დახმარებით 38000 ლარის ფარგლებში გაკეთდა სკოლის გარე ფასადი და ადაპდირებული შემოსავალი. 2022 წლის სექტემბერში სკოლის ბალანსზე ჩამოირიცხა ინფრასტრუქტურისაგან თანხა 49725 ლარი. სკოლის დამხმარე შენობის რეაბილიტაციისათვის . 2023 წლის ივნისში ჩამოირიცხა თანხა სკოლის ბალანსზე 52797 ლარი, რითაც გაკეთდა სკოლის შიდა სველი წერტილები. 2023 წლის ოქტომბერში ჩამოირიცხა სკოლის ბალანსზე თანხა 47880 ლარი, გათბობის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებისათვის.
სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ.წირქვალის საჯარო სკოლის ბიუჯეტი შადგენს--421 516 ლარს შრომის ანაზღაურებისათვის გაიცემა-- 400 640 ლარი სკოლის განვითარებისათვის განკუთვნილია ---- 11 348 ლარი კომუნალური გადასახადებისათვის განკუთვნილია --- 7 740 ლარი