თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, გლდანის მე-8 მ/რ
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 125
- თავისუფალი ადგილი
- 56
- სსსმ ლიმიტი
- 13
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 9
თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, გლდანის მე-8 მ/რ
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფილოსოფია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია თავისუფალი, პატრიოტი, კანონმორჩილი მოქალაქის აღზრდა, რომელიც მუდმივად იზრუნებს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე. სკოლა თავის უმთავრეს ამოცანად მიიჩნევს ღირსეული, წიგნიერი, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნების ჩამოყალიბებას. სკოლში ყველა მოსწავლეს ექნება თანაბარი შესაძლებლობა ,მიიღოს თანამედროვე, ღრმა და ფართო განათლება, მომზადებული შეხვდეს ცხოვრების მოთხოვნებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სკოლის ხედვაა, მისი თითოეული მოსწავლე აღიჭურვოს საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით და სოციალურად სწორი ორიენტაციით გახდეს თანამედროვე საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები • სამართლიანობა და თანასწორობა • დემოკრატიულობა და ტოლერანტობა • პატრიოტულობა • გუნდურობა და პასუხისმგებლობა • თანამშრომლობა
სსიპ-ქალაქ თბილისის N115 საჯარო სკოლის სტრუქტურა 1. სამეურვეო საბჭო 2. დირექცია 3. დირექტორი 4. დირექტორის მოადგილე 5. ბუღალტერი 6. დისციპლინური კომიტეტი 7. პედაგოგიური საბჭო 8. ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი 9. საგნობრივი კათედრები 10. მოსწავლეთა თვითმმართველობა 11.უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო 12. საშტატო ნუსხა ადმინისტრაცია 13. მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი 14. საქმისმწარმოებელი 15. ბიბლიოთეკარი 16. საინფორმაციო მენეჯერი 17. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი 18. სკოლის ექიმი 19. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მასწავლებელი 20. სამუშაოს აღწერილობის დოკუმენტი 21. მშობელთა სათათბირო
სსიპ ქალაქ თბილისის N115 საჯარო სკოლის სტრატეგიული გეგმა
სსიპ ქალაქ თბილისის N115 საჯარო სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმა თბილისის N115 საჯარო სკოლის ახალგაზრდული ცენტრი ,,ტიტანები" თბილისის N115 საჯარო სკოლის ახალგაზრდული ცენტრი ,,ტიტანები" ანგარიში სამოქალაქო განათლების კლუბის წესდება
1. სსიპ ქალაქ თბილისის N115 საჯარო სკოლის შინაგანაწესი 2. გასაჩივრების პროცედურები
სსიპ ქალაქ თბილისის N115 საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსის რეაბილიტაცია განხორციელდა 2019-2020 წლებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი 2016 წლის 11 თებერვლის N13/ნN29 ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის’’ თანახმად, eSchool.emis.ge-ის მონაცემთა ბაზაში ფიქსირებული მონაცემების მიხედვით, სკოლას ვაუჩერი ერიცხება 3 ეტაპად: 25 სექტემბრის მდგომარეობით - 01 ოქტომბრიდან 01 თებერვლამდე პერიოდზე; 25 იანვრის მდგომარეობით - 01 თებერვლიდან 01 ივნისამდე პერიოდზე; 10 მაისის მდგომარეობით - 01 ივნისიდან 01 ოქტომბრამდე პერიოდზე. ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამეურვეო საბჭო სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს.