ჭიათურა, გოგებაშვილის ქ.12
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 60
- თავისუფალი ადგილი
- 30
- სსსმ ლიმიტი
- 6
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 6
იმერეთი · ჭიათურა · ჭიათურა, გოგებაშვილის №12
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სსიპ ქალაქ ჭიათურის #5 საჯარო სკოლის მისიაა, შექმნას ისეთი უსაფრთხო, თანასწორი (ეთნიკური, რელიგიური, გენდერული...), ინკლუზიური და პოზიტიური სასწავლო გარემო, რომელიც მორგებული იქნება სასკოლო საზოგადოების საჭიროებებზე, შესაძლებლობებსა და ინტერესებზე, სწავლების თანამედროვე და ნოვატორული სტრატეგიების გამოყენებით ხელს შეუწყობს მაღალმორალური, პატრიოტი, სამართლებრივი კულტურის მატარებელი პიროვნების აღზრდას, განუვითარებს მოსწავლეს კრიტიკულ, ანალიტიკურ, შემოქმედებით, თანამშრომლობით უნარებს, რომელიც დაეხმარება მას მრავალფეროვან გარემოში ჰარმონიულად თანააარსებობასა და 21-ე საუკუნის გამოწვევების ღირსეულად გადალახვაში. ხედვა გრძელვადიან პერსპექტივაში სსიპ ქალაქ ჭიათურის #5 საჯარო სკოლა გახდება წარმატებული, ავტორიტეტული და გამოცდილების გამზიარებელი რაიონის სკოლებისთვის, კურსდამთავრებულებს ექნებათ ეროვნული, ტრადიციული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებისადმი პატივისცემა, ფორმალური და არაფორმალური განათლების შერწყმის გზით, მოსწავლეები მოახდენენ თვითიდენტიფიცირებას, სოციუმში დამკვიდრებასა და სრულფასოვან რეალიზაციას, შეძლებენ მათ გარშემო ლოკალურ თუ გლობალურ დონეზე მიმდინარე პროცესებისა და ფაქტების ობიექტურ შეფასებას, გაიაზრებენ თავიანთ, როგორც მოქალაქის/პიროვნების როლსა და პასუხისმგებლობას და საკუთარ შესაძლებლობებს აქცევენ საზოგადოებისთვის სასარგებლო პროდუქტად, ექნებათ მიმღებლობა, ემპათია და ტოლერანტობა ნებისმიერი განსხვავების მატარებელი ინდივიდისა თუ ჯგუფის მიმართ. ღირებულებები: 1. სასწავლო პროცესის დაგეგმვისას სკოლის პრიორიტეტია, მაქსიმალურად დაიცვას სასკოლო საზოგადოების თითოეული ინდივიდის უფლება და ინტერესი, შექმნას მამოტივირებელი გარემო და უზრუნველყოს ნებისმიერი მოსწავლისა თუ მასწავლებლის შესაძლებლობების რეალიზება და განვითარება. ამისთვის სკოლა ხელმძღვანელობს შემდეგი ღირებულებებით: 1. გამჭვირვალობა: 2. მიუკერძოებლობა: 3. თანასწორობა 4. თანამშრომლობითი კულტურა 5. მოქალაქეობრივი ცნობიერება 6. პროგრესი და ინოვაციურობა:
წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
სკოლას შემუშავებული და დამტკიცებული აქვს ტრანზიციის დებულება, რომელიც წარმოადგენს მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის ხელშემწყობ მექანიზმს. ადაპტაციის წესით სკოლა მიზნად ისახავს დაეხმაროს მოსწავლეს შეეგუოს სასწავლო პროცესსა და სასკოლო ცხოვრებას, დაამყაროს წარმატებული კომუნიკაცია სასკოლო საზოგადოებასთან და ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. დამრიგებელი ახლად ჩარიცხულ მოსწავლეს აცნობს თავის უფლება-მოვალეობებს, შინაგანაწესს, მოსწავლის ქცევის კოდექსს და სხვა საჭირო შიდა აქტებს, ასევე, სკოლაში ქცევის ზოგად წესებს და უსაფრთხოების ინსტრუქციებს. ამას გარდა, სკოლა სრულ მზაობას გამოხატავს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა ადაპტირებისა და საფეხურებრივ ტრანზიცირების წარმატებით განხორციელებისთვის; სკოლა კანონმდებლობით დადგენილი წესით და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მეშვეობით უზრუნველყოფს დამატებითი/არაფორმალური აქტივობების წახალისებასა და მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერას; კერძოდ, სკოლაში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, გამოიჩინონ ინიციატივები, დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები მათი ინტერესების შესაბამისად. სკოლა ზრუნავს ასეთი ინიციატივების მხარდაჭერასა და წახალისებაზე. აღსანიშნავია, რომ სკოლაში არსებული სამოქალაქო კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელშეწყობით, სკოლა მიზნად ისახავს, მოსწავლეებს მისცეს მათი პოტენციალის აღმოჩენის და განვითარების საშუალება, სამოქალაქო ცნობიერების, ციფრული, სახელოვნებო, სპორტული თუ სხვა მიმართულებით.
სსიპ ქალაქ ჭიათურის № 5 საჯარო სკოლის ქცევის წესები, გასაჩივრებისა და აპელაციის მექანიზმები განსაზღვნულია სკოლის შინაგანაწესითა და დირექტორის ბრძანებით დამტკიდებული ,,განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესით“.
სკოლის ბიუჯეტი საშუალებას გვაძლევს, სასკოლო და სტრატეგიული გეგმით განსაზღვრული მიზნები და მისი განხორციელების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს და უზრუნველყოს სკოლის სამოქმედო გეგმაში გაწერილი ამოცანების შესრულება. სკოლაში ბიუჯეტის და შესყიდვების გეგმის შემუშავებისას ხდება ყველა სტრუქტურული ერთეულის ინტერესების გათვალისწინება. სკოლა თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად, რომელიც ასევე იძლევა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ცვლილების შეტანის ნებართვას და ახდენს ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგს. ფინანსური რესურსების მართვა და ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ეფექტიანად და საჭიროებიდან გამომდინარე.