ჭიათურა . ტოლსტოის ქ.#4
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 70
- თავისუფალი ადგილი
- 43
- სსსმ ლიმიტი
- 7
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 7
იმერეთი · ჭიათურა · ჭიათურა, ტოლსტოის ქ. №4
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
• სკოლის თანამშრომელთა გუნდი მშობლებთან და თემის წარმომადგენლებთან ერთად ზრუნავს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ახალი იდეების დანერგვაზე და მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა იმ უნარ–ჩვევების განვითარებაზე, რაც მომავალში დაეხმარება მათ გახდნენ წარმატებული მოქალაქენი, ქმნის ერთიან საგანმანათლებლო სივრცეს, ხელს უწყობს მათ უწყვეტ განათლებას და წვლილი შეაქვს ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებაში. • ზოგადი და პროფესიული განათლების საფუძველზე, სკოლა უზრუნველყოფს დემოკრატიული ფასეულობების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, მოტივირებული, კონკურენტუნარიანი, პროგრესულად მოაზროვნე თაობის აღზრდას, რომელიც მზად იქნება უპასუხოს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. • ზოგადსაგანმანათლებლო თანამშრომელთა გუნდი მშობლებთან და თემის წარმომადგენლებთან ერთად შექმნის ერთიან პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცეს რომელშიც უზრუნველყოფს ინდივიდის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გზით, შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადებას. ხედვა: ს.ს.ი.პ. ქალაქ ჭიათურის #2 საჯარო სკოლა გახდეს მშობელთა რჩეული ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულება. კონკურენტუნარიანი, წარმატებული, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული, სადაც შექმნილი იქნება უსაფრთხო, მასტიმულირებელი გარემო. ღირებულებები • გუნდური მუშაობა • პროფესიონალიზმი • ღიაობა • თანასწორობის დაცვა
სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, ადმინისტრაციას, არასაშტატო ერთეულებს , მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობას ; მრჩეველთა და სამეურვოე საბჭოს, კათედრებს დისციპლინურ კომიტეტს. სკოლაში შექმნილია სააპელაციო კომიტეტი.
სსიპ ქალაქ ჭიათურის #2 საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა
სსიპ ქალაქ ჭიათურის N2 საჯარო სკოლის წლიური სამოქმედო გეგმა
სსიპ ქალაქ ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მხარდაჭერის მექანიზმები
სსიპ ქალაქ ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მარეგულირებელი და გასაჩივრების პროცედურები
სსიპ ქალაქ ჭიათურის N2 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა სკოლაში უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო საქმიანობისათვის შესაბამისი და მოწესრიგებული ფიზიკური გარემოთი, რაც ხელს უწყობს სწავლა-სწავლების პროცესის სრულყოფილად წარმართვას. მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად მოწყობილია საკლასო ოთახები, სკოლას გააჩნია საგნობრივი ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისად, სკოლაში არის მდიდარი ბიბლიოთეკა. სკოლის ინფრასტრუქტურა თანაბრადაა ხელმისაწვდომი სასკოლო საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის, საერთო სარგებლობის სივრცეების გამოყენება ხდება წინასწარ შემუშავებული წესის მიხედვით. სკოლის სააქტო დარბაზი ხშირად ეთმობა მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიერ განხორციელებულ პროექტებს. ბიბლიოთეკით ხშირად სარგებლობენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. ბიბლიოთეკარი აღრიცხავს და აკონტროლებს გატანილ წიგნებს თუ სხვა რესურსებს და მათი დაბრუნების ვადებს. ციფრულ ლაბორატორიას ხშირად იყენებენ ელექტრონული რესურსების მოძიებისა და დამუშავებისათვის. სკოლაში ფუნქციონირებს რესურს ოთახი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და რესურსებით, რომელიც მორგებულია სსსმ მოსწავლეების საჭიროებებზე . სკოლას აქვს გარე პერიმეტრზე პანდუსი .სკოლის პირველ სართულზე ადაპტირებულია სველი წერტილები. ჩვენი სკოლის ინფრასტუქტურა მოწყობილია ისე, რომ გამოყენებული იქნას, როგორც ყველასთვის მისაღები სოციო-კულტურული სივრცე. სკოლას აქვს : ა. სააქტო დარბაზი, რომელიც მოწყობილის შესაბამისი ინვენტარით, სააქტო დარბაზი საშუალებას იძლევა ჩატარდეს შეხვედრები, ღონისძიებები, პრეზენტაციები, არამხოლოდ სკოლის არამედ ქალაქის მასშტაბით.(სკოლა მასპინძლობს ახალი სკოლის მოდელის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებს და ტრენინგებს, სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრებს უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, ახალი სკოლის მოდელის პროექტებს, ყველა მიმდინარე პროექტს რომელიც სკოლაში ხორციელდება) ბ. გარე სპორტული მოედანი, რომელიც სრულიად პასუხობს მინი მოედანის სტანდარტებს( სპორტული მოედანს სასკოლო სასწავლო პროცესისათვის მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს გარდა იმისა რომ აქტიურად იმართება საფეხბურთო შეჯიბრებები სკოლის კლასებს შორისა და სხვა სკოლის მოსწავლეებს შორის, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები მას იყენებენ სასკოლო ღონისძიებებისათვის იმართება კლასის გამოსაშვები საღამოები) გ. სპორტული დარბაზი, რომელიც გათვალისწინებულია საგაკვეთილო პროცესისთვის და სპორტული შეჯიბრებების მოსაწყობად. თუმცა დარბაზი საჭიროებს რეაბილიტაციას დ. სარეკრეაციო სივრცე-სკოლის მიმდებარე ეზო, რომელიც სულ ახლახანს მოპირკეთდა ფილებით დაიდგა ძელ-სკამები, დამონტაჟდა სანიაღვრე მილები და გამწვანების პროცესშია. ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის ეზოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია სასკოლო ღონისძიებების გასამართად (და არამარტო სასწავლო წლის დასაწყისში), პანდემიის პირობებში სკოლის ეზო მოსახერხებელი ადგილი იყო მშობლებთან კომუნიკაციისათვის. ე. მცირე სპორტული დარბაზი- ახალგარემონტებული;(უფრო მეტად დატვირთულია დაწყებითი კლასის მოსწავლეებით და წარმოადგენს განტვირთვის სივრცეს უმცროსკლასელებისათვის)
სსიპ ქალაქ ჭიათურის N2 საჯარო სკოლის ბიუჯეტი