რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის №2 საჯარო სკოლა

იმერეთი · თერჯოლა · თერჯოლა, სოფელი ჩხარი

რეესტრის კოდი#946
მოსწავლე58
მასწავლებელი14
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნუკრი კობახიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
26/10/2023
ავტორიზაციის დასრულება
26/10/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თერჯოლა, სოფელი ჩხარი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
14
თავისუფალი ადგილი
8
სსსმ ლიმიტი
2
სსსმ თავისუფალი ადგილი
2
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

მისია მისია: სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის №2 საჯარო სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მისიაა: ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებით მოსწავლეები ჩამოყალიბდნენ მოაზროვნე, წიგნიერ, ინფორმირებულ მოქალაქეებად, რომელთაც შეეძლებათ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. საკუთარი მიღწევების გამოყენება მატერიალური და ინტელექტუალური ღირებულებების შესაქმნელად. ხედვა სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N2 საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა: ცხრა წლის შემდეგ, საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები, მყარი, დინამიური და ფუნქციური ცოდნის საფუძველზე, შეძლებენ გადაწყვეტილებების მიღებას, მომავალი პროფესიის შერჩევას, მაღალკონკურენტულ საზოგადოებაში ინტეგრირებას. ღირებულებები: თავისი საქმიანობის ფარგლებში სკოლა ეყრდნობა განათლების სფეროში საყოველთაოდ აღიარებულ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა: · თანამშრომლობა; · გუნდურობა; · პასუხისმგებლობა · დემოკრატიული მართვა; · ტოლერანტობა · თანადგომა

სტრუქტურატექსტური ინფორმაცია

1. სკოლის სტრუქტურული ერთეულებია: 1.1 დირექცია 1.2 პედაგოგიური საბჭო 1.3 სამეურვეო საბჭო 1.4 მოსწავლეთა თვითმმართველობა 1.5 დისციპლინური კომიტეტი 1.6 ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი 1.7 მრჩეველთა საბჭო 1.8 საგნობრივი კათედრები გარდა ამისა, სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის მე-2 საჯარო სკოლას საშტატო განრიგით გათვალისწინებული ჰყავს : 1 ბუღალტერი, 1 საქმისმწარმოებელი, 1 ბიბლიოთეკარი, 1 სპეცმასწავლებელი, 2 დარაჯი, 1 დამლაგებელი, 1 მუშა

სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

2023-2030-სტრატეგიული განვითარების გეგმა ჩხარიN2.docx27/09/2023 16:43:28 · 0.07 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანგარიში.docx12/01/2026 16:47:47 · 0.02 MB
ერთწლიანი სმოქმედო გეგმის ანგარიში 2024 წელს.docx12/01/2026 16:47:47 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-2023-2024 ჩხარისN2.docx27/09/2023 16:42:27 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები2 დამატებითი მასალა

ჩხარის მე-2 საჯარო სკოლა ახორციელებს ინკლუზიური განვითარების პროგრამას. გვყავს 1 სსსმ მოსწავლე. სკოლაში სისტემატიურად იმართება ინტელექტუალური თამაშები .

დოკუმენტები

ინდ სასწავლო გეგმის შემუშავების რეგულაცია.pdf27/09/2023 15:35:24 · 0.04 MB
სსსმ მოსწავლისათვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდების რეგულაცია.pdf27/09/2023 15:35:25 · 0.04 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის მე-2 საჯარო სკოლის ქცევის წესები, გასაჩივრებისა და აპელაციის მექანიზმები განსაზღვნულია სკოლის შინაგანაწესითა და დირექტორის ბრძანებით დამტკიდებული ,,განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესით“.

დოკუმენტები

განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი.pdf27/09/2023 15:29:45 · 0.1 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

2020-2021 სასწავლო წლიდან სკოლა ახალ შენობაშია. ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია. ერთსართულიან შენობაში განლაგებულია : ცხრა საკლასო ოთახი, კომპიუტერული ლაბორატორია და ბიბლიოთეკა ( ერთ სივრცეში),ექიმის ოთახი, რესურსოთახი, სამასწავლებლო. არის სველი წერტილები. შენობა ადაპტირებულია პანდუსით და ადაპტირებული სველი წერტილით. ეზოს გარე პერიმეტრი შემოღობილია, აქვს ერთი შემოსასვლელი, გათბობა ბუნებრივი აირითაა, ელექტროგაყვანილობა და წყლის სისტემა მოწესრიგებულია. ეზოში არის დამხმარე ნაგებობა და სპორტული მოედანი.

ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის ბიუჯეტი 2023 წლისთვის შეადგენს 315269 ლარს; შრომის ანაზღაურებაზე გაიცემა 179765 ლარი; კომუნალურ გადასახადები-7476 ლარი; სკოლის განვითარებისთვის მიმართული სხვადასხვა ხარჯი- 300 ლარი