თერჯოლა სოფელი ეწერი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 24
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · თერჯოლა · თერჯოლა, სოფელი ეწერი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწრის საჯარო სკოლის მისიაა: მოსწავლეები ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებით ჩამოყალიბდნენ წიგნიერ, მოაზროვნე, ინფორმირებულ მოქალაქეებად, რომელთაც შეეძლებათ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, მატერიალური და ინტელექტუალური ღირებულებების შესაქმნელად საკუთარი მიღწევების გამოყენება. არაფორმალურ განათლებაზე დაყრდნობით შევქმნათ მამოტივირებელი სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს იყვნენ ინოვატორები და კონკურენტუნარიანები. ხედვა საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, მყარი, დინამიური და ფუნქციური ცოდნის საფუძველზე, შეძლებენ გადაწყვეტილებების მიღებას, მომავალი პროფესიის შერჩევას, მაღალკონკურენტულ საზოგადოებაში ინტეგრირებას. სასწავლო პროგრამებით, ინოვაციური მიდგომებით და არაფორმალური განათლებით პოპულარიზაციით გავხდეთ კონკურენტუნარიარი სკოლა რაიონში. მასწავლებელთა სისტემატიური პროფესიული განვითარებით, მშობელთა ჩართულობით მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლება და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა. ღირებულებები მისიის და ხედვის განხორციელება ხდება სკოლის ღირებულებების დაცვით, როგორიცაა • სკოლის ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ ბაზის განვითარება და კომპიუტერიზაცია; • სასწავლო რესურსების სრულყოფა; • მშობლის აქტიური ჩართულობა შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში; • თანამშრომელთა გუნდურობა • მოსწავლეთა ინიციატივების წახალისება; • სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება;
სკოლის სტრუქტურული ერთეულებია: 1. სამეურვეო საბჭო 2. დირექცია; 3. პედაგოგიური საბჭო; 4. მოსწავლეთა თვითმმართველობა; 5. დისციპლინური კომიტეტი. 6. საგნობრივი კათედრები
სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწრის საჯარო სკოლის ქცევის წესები, გასაჩივრებისა და აპელაციის მექანიზმები განსაზღვნულია სკოლის შინაგანაწესითა და დირექტორის ბრძანებით დამტკიდებული ,,განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესით“.
2023 წლის სკოლის ბიუჯეტი შეადგენს 389040 ლარს. შრომის ანაზღაურებაზე გაიცემა 368744 ლარი. კომუნალური გადასახადების არის 9500 ლარი. 9756 ლარი სკოლის განვითარებისათვის მიართული სხვადასხვა ხარჯი.