რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლა

იმერეთი · ზესტაფონი · ზესტაფონი, სოფელი ზოვრეთი

რეესტრის კოდი#939
მოსწავლე120
მასწავლებელი21
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნათია ჩაკვეტაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ზესტაფონი, სოფ. ზოვრეთი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
15
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლის მისია სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა აღზრდისა და სწავლების მაღალ ხარისხს, ურთიერთთანამშრომლობის, პროფესიული ზრდისა და ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნის გზით. ინსტიტუციური ღირებულებები სამართლიანობა სკოლა აღიარებს სამართლიანობის პრინციპს და თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაწილეობითი მართვა: სკოლაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არის ობიექტური, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე. გადაწყვეტილების მომზადების და მიღების პროცესში ჩართვის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომელზეც აისახება ეს გადაწყვეტილება. ურთიერთთანამშრომლობა და პასუხისმგებლობა: სკოლის ყველა სუბიექტი –მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი–იზიარებს ურთიერთთანამშრომლობისპრინციპს და პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე. ეფექტურობა: სკოლა ეფექტურად განკარგავს ფინანსურ, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. სკოლა იყენებს შეფასების და თვითშეფასების სისტემას და ორიენტირებულია შედეგზე. აფასებს პროგესიონალიზმს და ახალისებს კერძო ინიციატივას. უსაფრთხოება: სკოლა უზრუნველყოფს ჯანსაღი სასწავლო და სამუშაო პირობებით უსაფრთხო გარემოს, სადაც ყველა იცავს ეთიკის ნორმებს და შინაგანაწესს

დოკუმენტები

სკოლის მისია.docx03/04/2024 13:35:04 · 0.01 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექცია ადმინისტრაციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. სააპელაციო კომიტეტს, მრჩეველთა საბჭოს.საქართველოსგანათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №448 „ზოგადსაგანმანათლებლოდაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდებისდამტკიცების შესახებ“

დოკუმენტები

struqtura.docx03/04/2024 14:18:13 · 0.28 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლის სტრატეგიული გეგმა წარმოადგენს გრძელვადიან სკოლის სამოქმედო, განვითარების მნიშვნელოვან დოკუმენტს. იგი შედგება: ექვსწლიანი, ერთწლიანი სამოქმედო გეგმისაგან. ექვსწლიანი სტრატეგიული გეგმა შედგება ძირითადი მიმართულებებისა და ორიენტირებისაგან. სამოქმედო გეგმა წარმოადგენს მოკლევადიანი მიზნების მისაღწევად დაგეგმილი მოქმედებების გეგმას, რომელიც სკოლის მისიიდან და სკოლის ექვსწლიანი სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. გეგმა ითვალისწინებს აქტივობების აღწერას, ახდენს ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის იდენტიფიკაციას და ადგენს მონიტორინგის განხორციელების მექანიზმებს. სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი მოხდება სასწავლო წლის ბოლოს, რის საფუძველზეც ცვლილებები და დამატებები შევა სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმაში.

დოკუმენტები

სკოლის სტრატეგიული გეგმა.docx05/04/2024 09:28:36 · 0.2 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ-ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის სკოლის განვითარების სტრატეგიული განვითარების გეგმა ატვირთულია.

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024.doc05/04/2024 09:41:24 · 0.2 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები2 დამატებითი მასალა

სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლა, ჩართულია განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მოსწავლეთა მხარდამჭერ სატრანსპორტო პროგრამაში. სკოლაში ხორციელდება ხუთი მიმართულება. ტრანსპორტი ახორციელებს მოსწავლეთა მომსახურებას . დამადასტურებელია ტაბელები.

დოკუმენტები

tabeli 5.docx05/04/2024 09:48:02 · 0.95 MB
tabeli 4 (1).docx05/04/2024 09:48:03 · 1.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

სსიპ-ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები იცავენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში მოსწავლეთა ქცევის წესებს, რომელიც შემუშავებულია კლასის სადამრიგებლო საათზე მოსწავლეთა ჩართულობით. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მითითებებს.მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.

დოკუმენტები

შინაგანაწესი 2024 წელი.docx05/04/2024 09:42:38 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა3 დამატებითი მასალა

სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლას აქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და შენობა-ნაგებობების სქემა. იხილეთ მიმბული ფაილები.

დოკუმენტები

amonaweri sajaro reestridan.pdf03/04/2024 11:24:33 · 0.32 MB
სკოლის სურათები.docx03/04/2024 13:44:03 · 3.32 MB
ნახაზი სკოლის.docx03/04/2024 14:13:23 · 7.85 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსები3 დამატებითი მასალა

სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელზოვრეთის საჯარო სკოლა ყოველწლიურად შეიმუშავებს და ამტკიცებს სამეურვეო საბჭოს მიერ წლიურ გეგმას. აგრეთვე ადგენს ბალანსს. იხილეთ დანართები.

დოკუმენტები

შესყიდვების წლიური გეგმა.pdf03/04/2024 14:24:51 · 1.47 MB
ინვოისი25.docx05/04/2024 09:40:10 · 3.02 MB
ბალანსი.docx05/04/2024 09:40:11 · 0.54 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე