რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლა

იმერეთი · ზესტაფონი · ზესტაფონი, სოფელი ზედა საქარა

რეესტრის კოდი#937
მოსწავლე129
მასწავლებელი22
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ფატმან გურეშიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
11/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
11/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ზესტაფონი, სოფ. ზედა საქარა

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
16
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

სსიპ ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის მისია სსიპ ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის მისია უზრუნველყოფს სწავლებისა და მოსწავლეთა აღზრდის მაღალ სტანდარტებს. ასევე ურთიერთთანამშრომლობას , ინოვაციურ და შემოქმედებითი სასწავლო გარემოს შექმნას, პროფესიულ ზრდას , მოზარდებში უფლებებისა და მოვალეობების ღრმად გააზრების პროცესს, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, წიგნიერების დონის ამაღლებას, რაც მოზარდს მომავალში შესძენს ცოდნასა და კრიტიკული აზროვნების უნარებს. სსიპ ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის ხედვა სსიპ ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის ხედვაა რომ კურსდამთავრებულთა უმეტესი ნაწილი იყოს კონკურენტუნარიანი კადრი საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად. სკოლა ზრუნავს , რომ მის ბაზაზე შექმნილი იყოს მუდმივ განვითარებაზე დაფუძნებული ცოდნის კერა და ხელს უწყობს თავისუფალი და შესაბამისი განათლებისა და უნარების მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას. სკოლის ყველა მოსწავლემ განათლება უნდა მიიღოს ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სოციალურად უსაფრთხო გარემოში. სსიპ ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის ღირებულებები სკოლის ღირებულებებია: სამართლიანობა, რადგან სკოლა აღიარებს სამართლიანობის პრინციპს და საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის შესაბამისად. თანამშრომლობითი მართვა, რადგან სკოლაში გადაწყვეტილების მიღების პროცესი არის ობიექტური, გამჭირვალე და მიუკერძოებელი. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთვება ყველა მსურველი, რომელზეც აისახება ეს გადაწყვეტილება. პასუხისმგებლობა, რადგან ყველა სუბიექტი-მშობელი, მასწავლებელი, მოსწავლე იაზრებს პასუხიმგებლობას საკუთარი უფლებებისა და მოვალეობებიდან გამომდინარე. ეფექტურობა, რადგან სკოლა ეფექტურად განკარგავს ფინანსურ, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს, ორიენტირებულია შედეგზე და აფასებს პროფესიონალიზმს. პროფესიული განვითარება, რადგან სკოლა მუდმივად ზრუნავს სკოლის პერსონალის პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, აფასებს გუნდურობასა და კოლეგიალობას. უსაფრთხოება, რადგან სკოლა ქმნის უსაფრთხო გარემოს, იცავს ეთიკის ნორმებსა და შინაგანაწესს.

დოკუმენტები

შუალედური მონიტორინგის შედეგი.pdf15/04/2026 09:20:31 · 2 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სსიპ ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლა ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით,საბაზო და საშუალო საფეხურზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საჯარო სკოლის წესდებას, განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, სკოლის შინაგანაწესს და სხვა სამართლებრივ აქტებს. სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მრცეველთა საბჭოს, კათედრებს, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს.

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა.pdf16/11/2023 13:23:53 · 0.14 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

დოკუმენტები

7 წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა (1).pdf16/11/2023 09:42:17 · 3.66 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის ერთწლიანი გეგმა და სასკოლო სასწავლო გეგმა

დოკუმენტები

სასკოლო სასწავლო გეგმა.pdf20/11/2023 10:42:42 · 6.74 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-24.pdf21/11/2023 13:11:32 · 0.21 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026 .pdf15/04/2026 09:23:48 · 0 MB
შუალედური მონიტორინგის შედეგი.pdf15/04/2026 09:23:48 · 2 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

სსიპ ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმების შესახებ სკოლაში მოქმედებს შინაგანაწესი და დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები,

დოკუმენტები

სკოლის შინაგანაწესი (2).pdf16/11/2023 13:20:57 · 7.24 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა2 დამატებითი მასალა

სსიპ ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლა არის ახალი აშენებული და სრულიად კეთილმოწყობილი

დოკუმენტები

სკოლის ფოტოები.pdf16/11/2023 09:48:58 · 0.84 MB
89202310750527200411.pdf20/11/2023 10:47:39 · 0.11 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსები1 დამატებითი მასალა

2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია 2022 წლის 27 დეკემბრის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.

დოკუმენტები

2023 წლის ბიუჯეტი.pdf21/11/2023 10:16:06 · 2.13 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სსიპ - ილია აბულაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლა