თერჯოლა, 4 ძმის ქ. №9
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 60
- თავისუფალი ადგილი
- 25
- სსსმ ლიმიტი
- 6
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 5
იმერეთი · თერჯოლა · ქალაქი თერჯოლა, 4 ძმის ქუჩა N17
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ქალაქ თერჯოლის N2 საჯარო სკოლის მისია სსიპ ქალაქ თერჯოლის N2 საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს პიროვნება, რომელიც შეძლებს უპასუხოს თანამედროვე მოთხოვნებს და ამასთანავე, მტკიცედ ეყრდნობოდეს ეროვნულ ფესვებს. სსიპ ქალაქ თერჯოლის N2 საჯაროს სკოლის პრიორიტეტებია: • ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევა; • სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; • მატერიალური–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; • პედაგოგთა პროფესიული განვითარება; • საზოგადოებაში აღიარებული ფასეულობების დამკვიდრება; • მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, მათი დაცვა ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან; • მოსწავლეებში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა • მოსწავლეებში ურთიერთპატივისცემის, სამართლიანობის, ეროვნული ღირებულებებისა და მსოფლიო ცივილიზაციის მიღწევათა დაფასების ტრადიციების დამკვიდრება. • ეფექტური, ჯანსაღი,უსაფრთხო და პოზიტიური სასწავლო გარემო; • სკოლის ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ ბაზის განვითარება და კომპიუტერიზაცია; • სასწავლო რესურსების სრულყოფა; • მშობლის აქტიური ჩართულობა შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში; • თანამშრომელთა გუნდურობა • მოსწავლეთა ინიციატივების წახალისება; • სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება; ხედვა-თითოეული მოსწავლე აღჭურვილი იქნება სათანადო ცოდნით, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით და სოციალურად სწორი ორიენტაციით. მოსწავლეებში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენით ისინი შეძლებენ იყონ მოთხოვნადი კადრი შრომის ბაზარზე და თავისი საქმიანობით ქმნიდნენ ინტელექტუალურ კაპიტალს თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებაში. ღირებულებები- თავისი საქმიანობის ფარგლებში სკოლა ეყრდნობა განათლების სფეროში საყოველთაოდ აღიარებულ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა: • თანამშრომლობა; • ლიდერობა • გუნდურობა; • ღიაობა: • დემოკრატიული მართვა;
1. სკოლის სტრუქტურული ერთეულებია: 1.1. დირექცია; 1.2. პედაგოგიური საბჭო; 1.3. სამეურვეო საბჭო; 1.4. მოსწავლეთა თვითმმართველობა; 1.5. დისციპლინური კომიტეტი
კურიკულუმი: დაწყებითი საბაზო საშუალო
იხ. შინაგანაწესი და დებულება
სსიპ ქალაქ თერჯოლის N2 საჯარო სკოლას სრულია რეაბილიტაცია მილენიუმის პროგრამით ჩაუტარდა 2019 წელს იხ. დანართი
განმარტებითი ბარათი სსიპ ქ.თერჯოლის N 2 საჯაროს სკოლის 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების შესახებ 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სკოლის საკასო შემოსავალმა შეადგინა 818 076 ლარი მათ შორის: 1. (სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან მიღებულია გრანტი 3300 ლარი . 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიღებულია გარე ტრანსფერი 5881 ლარი, ავტორიზაციის ღირებულების შემცირების გამო. 3. ვაუჩერული დაფინანსებაა 237 180 ლარი; 4. სერტიფიცირების დანამატი 522 614 ლარი 5. სსსმ მოსწავლის დაფინანსება 25 200 ლარი, სკოლის ექიმის დაფინანსება 8 640 ლარი, სამხედრო საქმის სწავლების დაფინანსება 6795 ლარი 6. საბანკო ანგარიშებზე არსებულ ნაშთზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი 1746 ლარი. 7. შენობის იჯარიდან მიღებული შემოსავალი 6 720 ლარი; 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან შედარების აქტების საფუძველზე ფაქტიურ შემოსავალად გვაქვს აღიარებული 3300 ლარი მათ შორის: მიმდინარე: სკოლისათვის 2024 წელს სამხარაულის ექსპერტიზის მიერ მომზადებული დასკვნის ღირებულება 2300 ლარი. კაპიტალური: 2024 წელს შეძენილია გათბობის სისტემის ტუმბო 1000 ლარის ღირებულების. ბალანსზე აყვანილია უსასყიდლოდ მიღებული 49 759 ლარის ღირებულების არაფინანსური აქტივები: 1. მანქანა - დანადგარები და ინვენტარი 49 759 ლარის ღირებულების მათ შორის: სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან მიღებული 11 656 ლარის ღირებულების სასკოლო სახელმძღვანელოები, 36 960 ლარის ღირებულების კომპიუტერები, 1143 ლარის ღირებულების ჯავშანჟილეტი. ასევე მიღებულია უსასყიდლოდ მიღებული მცირეფასიანი ინვენტარი 19 958 ლარის ღირებულების: 1. მათ შორის 10352 ლარი სსიპ ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ გადმოცემული, სკამები და მერხები 9486 ლარის ,სამხედრო აღჭურვილობა 866 ლარის. 2. სსიპ კოლეჯი „იბერია „-ს მიერ გადმოცემულია 9606 ლარის ფასეულობა. მათ შორის სათბური 5500 ლარის ღირებულების ( აღნიშნული სათბური არის ლითონის კონსტრუქცია ,რომელსაც გარედან შემოკრული აქვს ფირი, განკუთვნილი არ არის მრავალჯერადი გამოყენებისთვის სააღრიცხვო პოლიტიკა სსბასს--ის საფუძველზე არ შეიძლება კლასიფიცირდებოდეს როგორც ძირითადი აქტივი( თავი 4 მუხლი 2), უნიფორმა 1410 ლარის ღირებულების და 2696 ლარის აღჭურვილობა. 3. სსიპ ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ გადმოცემულია უსასყიდლოდ 6077 ლარის მარაგები რომლებიც გათვალისწინებულია მესამე პირზე გადასაცემად . (ერთჯერადი/ერთწლიანი მოხმარების სამუშაო რვეულები.) 4. სსიპ ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ გადმოცემულია უსასყიდლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულება 1260 ლარის.(სკოლის სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვის საპროექტო სამუშაოები) 5. სკოლის მიერ შეძენილია არაფინანსური აქტივი სულ 5300 ლარის , მათ შორის დივანი 1500 ლარის ღირებულების, კონდიციონერი 1550 ლარის ღირებულების, რკინის კარები 1250 ლარის ღირებულების ,ტუმბო 1000 ლარის ღირებულების(ტუმბო შეძენილია გრანტის თანხიდან) 6. სკოლის მიერ შეძენილია მცირეფასიანი აქტივი 5953 ლარის ღირებულების. 2023 წლის საკასო ხარჯმა შეადგინა 811 345 ლარი (სულ გადასახდელს 816645 ლარს გამოკლებული არაფინანსური აქტივის შეძენა 5300 ლარი ) შრომის ანაზღაურებაზე დახარჯულია 708 327 ლარი მათ შორის თანამდებობრივ სარგოზე 528762 ლარი ,პრემიებზე 11844 ლარი ,დანამატებზე 167721 ლარი. საქონელი და მომსახურების ხარჯი შეადგენს 103018 ლარს ,მათ შორის შტატგარეშე ხელფასი 42754 ლარი, ოფისის ხარჯი 58711 ლარი, სამედიცინო 553,რბილი ინვენტარი 1000 ლარი. პატივისცემით, დირექტორი: ბუღალტერი: ბ.ა.