რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის №2 საჯარო სკოლა

იმერეთი · თერჯოლა · თერჯოლა, სოფელი ქვედა სიმონეთი

რეესტრის კოდი#915
მოსწავლე104
მასწავლებელი22
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
თინათინ ბეჟაშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
27/08/2024
ავტორიზაციის დასრულება
27/08/2033
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თერჯოლა, სოფ. ქვ სიმონეთი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
30
თავისუფალი ადგილი
25
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

მისია სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მისიაა მოზარდებს ჩამოუყალიბოს ისეთი კომპეტენციები, რომლებიც ხელს შეუწყობს წიგნიერი, პატრიოტი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ტოლერანტი პიროვნების ჩამოყალიბებას, ჩამოყალიბებას, საკუთარი რაიონის და სოფლის ბუნებრივი სიმდიდრეების მოვლასა და განვითარებას. რის შედეგადაც შეძლებენ მუდმივად ცვალებად და განვითარებად სამყაროში ადაპტირებას. ხედვა სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N 2 სკოლის ხედვა გამომდინარეობის სკოლის მისიიდან. 2031 წლისთვის სკოლის მომავლის ხედვაა: ✓ იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა. ✓ თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. ✓ სკოლის ყველა მოსწავლემ განaთლება მიიღოს მაღალაკადემიურ, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურად უსაფრთხო გარემოში. ✓ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის გარემოში სასწავლო პროგრამით, ინოვაციური მიდგომებით და არაფორმალური განათლებით პოპულარიზაციით გავხდეთ ყველაზე მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი სკოლა რეგიონში. ღირებულებები აღნიშნული მისია, ხედვა და ღირებულებები შესაბამისობაშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან, კერძოდ: აღზარდოს კრიტიკულად მოაზროვნე, მაძიებელი, შემოქმედი, ჯანსაღი, ტოლერანტი, ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების მატარებელი წარმატებული პიროვნება. განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელება ხდება ღირებულებების დაცვით: ✓ გუნდური მუშაობა; ✓ ურთიერთთანამშრომლობა; ✓ პასუხისმგებლობა; ✓ პროფესიონალიზმი; ✓ ღიაობა; ✓ უსაფრთხოება; ✓ ინოვაცია; ✓ სამართლიანობა. სამართლიანობა: ჩვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სამართლიანობის პრინციპებზეა დამყარებული, განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. გუნდური მუშაობა: ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ გუნდურად, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით. ურთიერთთანამშრომლობა და პასუხისმგებლობა: ჩვენს სკოლაში აღიარებული და გაზიარებული ფენომენია მაღალი მხარდაჭერა, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მასწავლებელთა ჩართულობა, გუნდური მუშაობისათვის დამახასიათებელი მაღალი პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების უნარი. პროფესიონალიზმი: პროფესიონალიზმი არის ხარისხი, რომლის დაცვასა და ამაღლებას სკოლის ადმინისტრაცია და ყველა პედაგოგი ცდილობს. ინოვაცია: იმისათვის, რომ სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეთათვის იყოს ეფექტური და ცოდნაზე ორიენტირებული აქტიურად ვიყენებთ ინოვაციურ მეთოდებს. რაც მოსწავლეებში ზრდის მოტივაციასა და სწავლის ხარისხს. თანამედროვე მიდგომებითა და სტრატეგიებით უზრუნველვყოფთ სასკოლო საზოგადოებაში ინოვაციების დანერგვას. ღიაობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. უსაფრთხოება: მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქო-ემოციური ფონისათვის უმნიშვნელოვანესია უსაფრთხო გარემო, ჩვენი სკოლა ამ მხრივ ერთ-ერთი პირველია. ვზრუნავთ მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე.

სტრუქტურა
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

2024-2031 სტრატეგიული-გეგმა- ქვედა სიმონეთი N2 საჯარო სკოლა. სრულყოფილი ივნისის(დამატებითი დოკუმენტაცია)docx (1) (1) (4).pdf26/06/2024 15:09:09 · 0.43 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

2024--2025-წლის-სამოქმედო.ქვედა N2-საჯარო-სკოლის-ი( დამატებითი დოკუმენტაცია) (1) (3).pdf26/06/2024 15:16:32 · 0.55 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი.pdf19/06/2024 10:52:15 · 0.24 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

2სკოლის ფოტოები.pdf20/08/2024 12:22:04 · 0.97 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსები1 დამატებითი მასალა

სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N 2 საჯარო სკოლის 2023 წლის ფინანასური ანგარიში ნაშთი 2023 წლის 1 იანვრისთვის 11669 ლარი. შემოსავლები სულ 2023 წლის --- 411457 ლარი. მათ შორის: ვაუჩერი ,დანამატი-- 392210. სპეც. პედაგოგი-- 8400 უსაფრთხოება--1125, ბანკის %--1152 ლარი. სკოლის ექიმი 7920 ლარი. იჯარა 650 ლარი. ხ ა რ ჯ ე ბ ი ს უ ლ 412 149 ლარი ხელფასები სულ --- 375 627 ლარი. შტატგარეშე----11 985 ლარი. ექიმი---7623 ლარი ელექტროენერგია---3315 ლარი. ეტალონი--276 ლარი საპენსიო----1210 ლარი აუქციონი--100 ლარი საკანცელარიო---768 ლარი ბანკის მომსახურეობა--49 ლარი ლაბორატორიული---250 სატელეფონო მომსახურეობა---322 ლარ სანიტარული საშუალებები----2221 ლარი ბუნებრივი აირი --5731 ლარი კატრიჯი---66 ლარი ელექტრონული შტემბი--325 ლარი სახანძრო --788 აუდიტი--250 ლარი მაცნე--52 პლაკატები --- რუკები---- 728 საგადასახადო--13 ვიდეო მომსახ.—300ლარი ტრენინგი --150 ლარი ნაშთი 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.----10 977 ლარი

დოკუმენტები

2 სკ 2023 წლის ფინანსური ანგარიში შემოკლებიტ - Copy.pdf20/08/2024 12:27:55 · 0.03 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე