რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის №7 საჯარო სკოლა

იმერეთი · ზესტაფონი · ქალაქი ზესტაფონი, შოთა რუსთაველის ქუჩა N6ა

რეესტრის კოდი#907
მოსწავლე1264
მასწავლებელი82
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მარეხი ქათამაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
06/10/2023
ავტორიზაციის დასრულება
06/10/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ქ. ზესტაფონი, რუსთაველის 12

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
116
თავისუფალი ადგილი
37
სსსმ ლიმიტი
12
სსსმ თავისუფალი ადგილი
12
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები2 დამატებითი მასალა

სკოლის მისია სწრაფად ცვალებადი სამყაროს ნებისმიერი გამოწვევის გასამკლავებლად აღზარდოს ციფრული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მოაზროვნე, განათლებული, პატრიოტი, ტოლერანტი, კონკურენტუნარიანი და აქტიური მოქალაქე. სკოლის ხედვა სკოლის ხედვაა -- ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად, განათლების ხარისხის გაუმჯობესება; სწავლა-სწავლების ახალი მეთოდების დანერგვაზე მუდმივი ზრუნვა და სისტემური ცოდნის კონსტრუირება; ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების გაღრმავებული სწავლა-სწავლება; ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა.21-ე საუკუნის ათასწლეულის გამოწვევების შესაბამისი განათლების უზრუნველყოფა. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: · გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. · მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. · თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. · ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. · განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

სტრუქტურა2 დამატებითი მასალა

სკოლის სტრუქტურა სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი.

სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სტრატეგიული მიმართულებები: სკოლის შესაძლებლობებისა და გარემოს შესწავლის (SWOT ანალიზი), მისიითა და ხედვით განსაზღვრული მიზნებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება/მოვალეობების განხორციელებისათვის სსიპ -რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლას დაგეგმილი აქვს 2023-2030 წლებში იმუშაოს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებით:  სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება;  ადამიანური რესურსის განვითარება;  მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;  უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა;  სასკოლო საზოგადოების ჩართულობა;  მოსწავლეთა მხარდაჭერის გაუმჯობესება;  ორგანიზაციული განვითარება. თითოეული სტრატეგიული მიმართულება თავის მხრივ, იყოფა ამოცანებად. 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება  მასწავლებელთა გადამზადება ციფრული ტექნოლოგიების კუთხით, ასევე ინგლისურ ენაში, ამ მიზნით სკოლაში სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და განხორციელება;  პროექტებზე მუშაობა, მათ შორის სოციალური, სასწავლო და ინტეგრირებული პროექტების განხორციელება;  საგრანტო პროექტებში მონაწილეობის მიღება;  ახალი პროგრამების შემუშავება/დანერგვა;  ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა;  კლუბური მუშაობის დანერგვა STEAM და სხავა მიმართულებით;  სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა;  დიფერენცირებული სწავლების ხელშეწყობა; სადიაგნოსტირო ტესტირებების ჩატარება, რემედიაცია;  თანამშრომლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;  სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;  აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა. სწავლა ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენას, მათ ინტელექტუალურ განვითარებას. ხარისხზე ორიენტირებულ სკოლაში მოსწავლე ეუფლება არა მხოლოდ ინფორმაციის მიღების, არამედ ცოდნის გააზრების, გამოყენების, დამოუკიდებლად დასკვნების გამოტანისა და შეფასების გაკეთების უნარ-ჩვევებს. მოსწავლის განვითარების დინამიკის დადგენა და თანმდევი დამატებითი სამუშაოების განხორციელება არის სრულყოფილი და ხარისხიანი განათლების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. 1. ადამიანური რესურსის განვითარება  პერსონალის მართვის პოლიტიკის და პრაქტიკის გაუმჯობესება;  აკადემიური კორპუსის გაძლიერების მიზნით საუკეთესო კადრების მოზიდვა;  ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზება. ხარისხიანი განათლებისა და ეფექტური სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა წარმოუდგენელი და შეუძლებელია კვალიფიციური, მომზადებული და პროფესიულად მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლის გარეშე. სკოლამ უნდა უზრუნველყოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. ამის განსახორციელებლად სკოლა უზრუნველყოფს ადმინისტრაციული თუ აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზებას, რაშიც მოიაზრება ტრენინგები, ვებინარები, სამუშაო შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა და ა.შ. 2. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება  ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;  საგანმანათლებლო/სასწავლო რესურსების განახლება/შევსება;  საინფორმაციო რესურსების გაუმჯობესება;  ფინანსური მდგრადობა. სკოლისთვის მნიშვნელოვანია სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესისათვის საჭირო მატერიალური რესურსის არსებობა, სასკოლო ინვენტარით და საჭირო რესურსებით სასწავლო დაწესებულების უზრუნველყოფა, მძლავრი საბიბლიოთეკო ფონდის შექმნა, საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზის განვითარება, ლაბორატორიების გამდიდრება და სხვა. სკოლაში შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა სასწავლო პროცესის წარმართვისათვის. 3. უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა  საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;  უსაფრთხოების ნორმების დაცვა;  უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. სკოლაში სასწავლო პროცესი და ზოგადად აღზრდის სისტემა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობისა და ნდობის პრინციპებს. მოსწავლე უსაფრთხოდ და დაცულად უნდა გრძნობდეს თავს. სკოლაში შექმნილი უნდა იყოს ყველა პირობა, რათა დაკმაყოფილებული იყოს სასკოლო საზოგადოების ფიზიკური უსაფრთხოების მოთხოვნები. სკოლაში ფუნქციონირებს უსაფრთხოების მკაფიოდ შემუშავებული სისტემა, რომელშიც მოიაზრება მანდატურები, დარაჯები, ვიდეო კამერები, სახანძრო უსაფრთხოებისა ნორმების დაცვა, პრევენციული ღონისძიებები. სკოლამ უნდა მისცეს მოსწავლეებსა და თანამშრომლებს აუცილებელი ცოდნა კრიტიკულ სიტუაციებში ქცევის შესახებ და განუვითაროს შესაბამისი უნარ-ჩვევები. 4. სასკოლო საზოგადოების ჩართულობა  მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტივობების გაზრდა;  მშობელთა ჩართულობა სასწავლო აღმზრდელობით პროცესში;  მშობლებთან ურთიერთობების ფორმების დახვეწა;  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა;  მართვის კოლეგიური ორგანოების გააქტიურება. 5. მოსწავლეთა მხარდაჭერა  მოსწავლეთა აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სისტემის უზრუნველყოფა;  დამატებითი სერვისების განვითარება;  მოსწავლეთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 6. ორგანიზაციული განვითარება  სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;  სკოლის ცნობადობის გაზრდა;  სრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესისათვის მზაობა. დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

დოკუმენტები

შვიდწლიანი-სტრატეგიული-გეგმა-2023-2030.pdf04/10/2023 13:08:22 · 0.21 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

2023-2024 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

დოკუმენტები

ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-2023-2024.pdf04/10/2023 13:10:38 · 0.2 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები3 დამატებითი მასალა

სკოლაში მოქმედებს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულების სახით.

ინფრასტრუქტურა2 დამატებითი მასალა

სკოლის ინფრასტრუქტურის შესახებ სურათები შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე.

ფინანსები1 დამატებითი მასალა

სკოლის ბიუჯეტი იხილეთ ბმულზე