ზესტაფონი, კეკელიძუის ქ #14
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 100
- თავისუფალი ადგილი
- 69
- სსსმ ლიმიტი
- 10
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 10
იმერეთი · ზესტაფონი · ზესტაფონი, კეკელიძეს ქ. №14
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია - სსიპ - ქალაქ ზესტაფონის N6 საჯარო სკოლა არის საჯარო სკოლის სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიცემას თითოეული მოსწავლისათვის მისი მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, ხელს შეუწყობს მოზარდებში უფლებებისა და მოვალეობების გააზრებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, წიგნიერების დონის ამაღლებას, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვას, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, რაც მოზარდს ღირებულებების, უნარების, დამოკიდებულების, ცოდნისა და კრიტიკული გააზრების კომპეტენციას შესძენს.. ხედვა - სსიპ - ქალაქ ზესტაფონის N6 საჯარო სკოლა ორიენტირებულია თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად პიროვების მუდმივ განვითარებაზე, აღზარდოს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების მქონე მოქალაქე. ღირებულებები - მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ ყველა წევრმა ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს საქმიანობას; ჩვენ ვიცავთ ობიექტურობას; ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას და ვგეგმავთ განვითარების გზებს; ვზრუნავთ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე; ჩვენ ვიცავთ თანამშრომლობის პრინციპებს; ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს.