ზესტაფონი, სოფ. ცხრაწყარო
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 22
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · ზესტაფონი · ზესტაფონი, სოფ. ცხრაწყარო
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის ხედვა: სკოლა უნდა გახდეს წამყვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამის განათლების მიმწოდებელთა შორის.მისი თითოეული მოსწავლე აღჭურვოს საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და სოციალურად სწორი ორიენტაციით.კერძოდ,ხელი შეუწყოს მოსწავლეების განვითარებას ისეთი მიმართულებებით,როგორიცაა:კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება,ტოლერანტობა,კონკურენტუნარიანი გარემოს მიმართ პასუხისმგებლიანი მოქალაქის აღზრდა . სკოლის მისია: ჩამოუყალიბოს მოზარდებს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება,დაეხმაროს ოჯახის,საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე უფლება- მოვალეობების გაცნობიერებაში.უნდა იზრუნოს ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი,კომუნიკაბელური,ზნეობრივად,ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებაზე. სკოლის ღირებულებები: უსაფრთხოება,განათლების მაღალი ხარისხი,კონკურენტუნარიანი,პატრიოტი მოქალაქის აღზრდა,გლობალურ პროცესში ინტეგრაცია,საზოგადოების მაღალი ჩართულობა,სიყვარული,სამართლიანობა,ურტიერტპატივისცემა,ერთ გულება,პასუხისმგებლობა,თანამშრომლობა,ტოლერანტობა.
სკოლის სტრატეგიული შვიდწლიანი გეგმა სკოლის შესაძლებლობებისა და საქმიანი გარემოს შესწავლის (SWOT ანალიზი), დეკლარირებული მისიისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება/მოვალეობების ფარგლებში სკოლას დაგეგმილი აქვს 2023-2029 წლებში იმუშაოს ოთხი სტრატეგიული მიმართულებით: 1. თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისი სასწავლო - სააღმზრდელო პროცესის განვითარება 2. თანამშრომლეთა კვალიფიკაციის ამაღლება და კონკურენტული სამუშაო გარემოს შექმნა 3. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ოპტიმიზაცია და განვითარება 4. სკოლის ორგანიზაციული განვითარება და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება. I სტრატეგიული მიმართულება - თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისი სასწავლო - სააღმზრდელო პროცესის განვითარება სტრატეგიული მიზანი (1) - სასკოლო სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და შეესაბამება მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას, სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენა ხდება განვლილი წლის ანალიზის საფუძველზე და განახლდება არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ამოცანა 1.1 • სასკოლო სასწავლო გეგმა გაითვალისწინებს სამივე საფეხურის მოსწავლეთა მოთხოვნებს შესაძლებლობებს და შეიძენენ ესგ-დან გამომდინარე სრულფასოვან ცოდნას. ამოცანა 1.2. • შეფასების სისტემა შესაბამისობაშია ესგ-სთან, კრიტერიუმები გამჭვირვალე და ცნობილია სასკოლო საზოგადოებისათვის. შეფასების შედეგები გამოიყენება აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად. ამოცანა 1.3 • სსგ - ს შემუშავებისა და შეფასების პროცესში გამოყენებულია სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობა . ამოცანა 1.4 • სკოლა საჭიროების შემთხვევაში განაახლებს შინაგანაწესს, საქმიანობის დაგეგმვის და წარმართვის პროცედურისათვის საჭირო დოკუმენტებს. სტრატეგიული მიზანი(2) - სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება. ამოცანა 2.1 • უზრუნველყოფილია სწავლა-სწავლების პროცესში მულტიმედიური ტექნოლოგიების და სხვა თანამედროვე რესურსების ფართოდ გამოყენება. ამოცანა 2.2 • ხელშეწყობილია მოსწავლეთა განვითარების საჭიროებების გათვალიწინება და საჭირო საკონსულტაციო დახმარებით უზრუნველყოფა. მოსწავლეათა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვა. ამოცანა 2.3 • წახალისებულია სკოლის საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელების და მოსწავლეთა მიღწევების ხელშეწყობა, მათთვის თვითრეალიზების საშუალების მიცემა. ამოცანა 2.4 სკოლა ხელს უწყობს სხვადასხვა ტიპის არაფორმალური განათლების ხელშემწყობი კლუბების ჩამოყალიბებასა და აქტიურად ფუნქციონირებას. II სტრატეგიული მიმართულება - თანამშრომლეთა კვალიფიკაციის ამაღლება და კონკურენტული სამუშაო გარემოს შექმნა სტრატეგიული მიზანი(1) - კვალიფიკაციური კადრები ამოცანა2.1.1 • კეთილგანწყობის, გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობითი კულტურის ხელშეწყობა. სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენაზე ზრუნვა. ამოცანა 2.1.2 • მასწავლებელთა პროფესიონალური განვითარებისათვის საჭიროებების დადგენა. მაღალ- კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. ამოცანა 2.1.3 • სკოლის თანამშრომლების თანამდებობრივი ინსტრუქციების გადახედვა. მათი საქმიანობის მონიტორინგისას, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, რეკომენდაციების მომზადება და გაზიარება. ამოცანა 2.1.4 •კონფერენციებებში,პროექტებში,კონკურსებში და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში მასწავლებელთა ჩართულობის ხელშეწყობა,მასწავლებლებს შორის გამოცდილებების გაზიარება. სტრატეგიული მიზანი(2 ) - არაფორმალური განათლების განვითარება ამოცანა 2.2.1 • სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება. ამოცანა 2.2.2 • გასვლითი გაკვეთილების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების მოწყობა. IIIსტრატეგიული მიმართულება - სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება და მატერიალურ ტექნიკური ბაზის სრულყოფა. ამოცანა 3.1.1 •ტექნოლოგიური ბაზის განახლება-გაუმჯობესება. ამოცანა 3.1.2 • სამეციდინო კაბინეტის პირველადი დახმარების მედიკამენტებით პერიოდულად შევსება. ამოცანა 3.1.3 • სასწავლო რესურსების და ბიბლიოთეკის შევსება ლიტერატურით. ამოცანა 3.1.4 • სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება საჭირობის შემთხვევაში. ამოცანა 3.5 • შენობისა და ეზოს პერიოდულად კეთილმოწყობა განახლება საჭიროების შესაბამისი. ამოცანა 3.6 • საკლასო ოთახების თვალსაჩინოებით და სხვა საჭირო ინვენტარით აღჭურვა, საგანმანათლებლო რესურსების მოძიება-შექმნა. ამოცანა 3.7 • კვების ობიექტის მოწყობა. ამოცანა 3.8 • STEM ლაბორატორიის აღჭურვა ინვენტარით. ამოცანა 3.9 • ისტ - ის ლაბორატორიის განახლება. IVსტრატეგიული მიმართულება - სკოლის ორგანიზაციული განვითარება და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება. სტრატეგიული მიზანი (1) - სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის საფუძველზე ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება/ განვითარება. • სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრა მისი მონიტორინგისა და განახლების მექნიზმის შემუშავება. ამოცანა 4.1.1 • შიდა და გარე შეფასების გამოყენება სასკოლო გარემოს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლების შედეგების მიღწევების გასაუმჯობესებლად
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლა სსსმ მოსწავლეებს სთავაზობს საგანმანათლებლო სერვისებს. სკოლაში ფიზიკური გარემო ადაპტირებულია და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწდომია გარემო, სრულყოფილადაა დაკმაყოფილებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საჭიროებები, რისთვისაც სკოლაში არსებობს: გარე პანდუსი ლიფტი; პირველ სართულზე განთავსებული რესურსოთახი; რესურსები: სახელმძღვანელოები, თვალსაჩინოებები და ა. შ. ადაპტირებული სველი წერტილები; ექიმის კაბინეტი; ბიბლიოთეკა; საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები; სპორტული მოედანი; სკოლაში მოსწავლე იღებს საგნის მასწავლებლის, და სპეციალური მასწავლებლის, მომსახურეობას. ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე სკოლაში მოსწავლისთვის ხდება საგნობრივი მასალის ადაპტირება და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება. მოსწავლის წარმატებულ ინკლუზიას სასკოლო სისტემაში უ7ზრუნველყოფს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გუნდი, რომელიც სედგება მშობლისა და სკოლის სპეციალისტისაგან. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ისგ ჯგუფი 1. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის სსსმ მოსწავლისათვის შექმნილი, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია. 2. სკოლაში შექმნილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად ითვალისწინებს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი დაკმაყოფილების გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომელიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. 3. სკოლაში ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იქმნება სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს სამი კვირისა (იმ მოსწავლეების შემთხვევაში, რომელთა ინდივიდუალური საჭიროებები უკვე იდენტიფიცირებულია) ან მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში. 4. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ საგანს/საგნებს სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად. 5. ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურადაა განსაზღვრული: ა) სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები შერჩეულ საგანში/საგნებში; ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი უთმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო შედეგების მიღწევას თითოეულ საგანში; გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ჯგუფური/ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების გრაფიკი, ადგილი და ხანგრძლივობა; დ) დამატებით ჯგუფურ/ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი: მასწავლებელი და სპეციალური მასწავლებელი. ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი მასალა სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზანია: ხელი შეუწყოს მოსწავლეების აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას; გაზარდოს სამოქალაქო აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობა; ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას; მისცეს მოსწავლეებს თვითრეალიზაციის საშუალება; აამაღლოს მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო აქტივობებში; ხელი შეუწყოს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას. სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში: ა) მოსწავლეთა თვითმმართველობა თანამშრომლობს დირექციასთან და სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ათანხმებს მასთან; ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობა იცავს მოსწავლეთა ინტერესებს და მათ უფლებებს, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს სკოლის დირექციასთან შუამდგომლობს; გ) მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანო ხელს უწყობს სკოლაში არსებული კლუბების აქტიურ მუშაობას; დ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარადგენს წინადადებებს; ე) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარადგენს წინადადებებს; ვ) სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა მონაწოლეობს სკოლაში მიმდინარე ღონისძიებების, პროექტების დაგეგმასა და განხორციელებაში; ზ) მოსწავლეთა თვითმმართველობა განიხილავს სწავლაში პრობლემების მქონე მოსწავლეთა საკითხებს; თ) მოსწავლეთა თვითმმართველობა განიხილავს გამორჩეული მოსწავლეების აღიარებისა და წახალისების საკითხებს; ი) მოსწავლეთა თვითმმართველობა გეგმავს გამოფენებს დერეფნებსა და საკლასო ოთახებში, კედლის გაზეთის გამოცემებს და სხვ. კ) მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანო ერთ-ერთი ხელისშეწყობი მექანიზმია მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის გასავითარებლად. მოსწავლეთა ინიციატივის მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი პროცედურები: 1. მოსწავლეთა ინიციატივის მხარდაჭერის მიზნით სკოლის მოსწავლეთა თვითმმართეველობის თავმჯდომარე განცხადებას წერს სკოლის დირექტორის სახელზე; 2. სკოლის მოსწავლეთა თვითმმართეველობის თავმჯდომარეს განცხადება შეაქვს სკოლის კანცელარიაში; 3. სკოლის საქმისმწარმოებელი eflow-ს საშუალებით ტვირთავს განცხადებას; 4. სკოლა განიხილავს მოსწავლეთა მიერ მიწოდებულ ინიციატივას; 5. ინიციატივის მხარდასაჭერად იღებს სესაბამის ზომებს.
სკოლაში საჩივრის/განცხადების განხილვის პრინციპები სკოლაში წარდგენილი საჩივარი/განცხადება განიხილება ობიექტურობისა და სამართლიანობის, მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით, კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად დადგენილ ვადებში. საჩივრის/განცხადების განხილვისას დაუშვებელია იმ პირის მონაწილეობა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე.
სკოლა სრულად რეაბილიტირებულია, ინფრასტრუქტურა გამართულია. სკოლაში არის საკლასო ოთახები და ბიბლიოთეკის, ადმინისტრაციის, საქმისმწარმოებლის, ბუღალტრის, დირექტორის, ექიმის, ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო სივრცე ლაბორატორიისთვის, სპორტული მოედანი. საპირფარეშოები პირველ სართულზეა (მათ შორის ადაპტირებული საპირფარეშოებიც). მოწყობილია პანდუსი და ლიფტი. სკოლაში გაზზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემაა. სკოლის წყლით მომარაგება ხდება საკუთარი ჭით. სასკოლო ავეჯი განახლებულია. სკოლა აღჭურვილია 14 ერთეული ვიდეოსათვალთავლო კამერით და სახანძრო უსაფრთხოების სისტემით.
მოკლე ინფორმაცია სსიპ- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის 2023 წლის 6 თვის პროექტი 2023 წლის ივლისის თვის ნაშთი შეადგენს 1817.41 ლარს. სულ 6 თვის შემოსავალი 199205.59 ლარი საბიუჯეტო შემოსავალი: 197388.18 ლარი მათ შორის: ვაუჩერული დაფინანსება: 82978.44 ლარი სპეც. მასწავლებლის კუთვნ. დანამატი 9118.80 ლარი სერთიფიცირებული მასწ. კუთვნილი დანამატი 96125.94 ლარი. სამინისტროდან მიღბული დაფინანსება სპეც. საჭიროების მქონე მოსწავლის 8400 ლარი. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგ.პირის შრომის ანაზღაურება 765 ლარი. ხარჯები: შრომის ანაზღაურება--182579.94 მათ შორის; პედაგოგების შრომის ანაზღაურება 69684 ლარი. სერთიფიცირების დანამატი---96125.94 ადმინისტრაცია, დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება---9930 ლარი. შტატგარეშეების შრომის ანაზღაურება--6840 ლარი ოფისის ხარჯი--16626 კომუნალური-4140 ლარი. საპენსიო--1590 ლარი. საწმენდი საშუალებები-700 ლარი საკანცელარიო--800 ლარი საფოსტო საკურიერო მომსახურეობა--100 ლარი საბანკო მომსახურეობა--204 ოფისის ხარჯი--4148 გაუთვალისწინებელი ხარჯი--2944 სხვა ხარჯი ---2000