რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლა

იმერეთი · ზესტაფონი · ზესტაფონი, სოფელი არგვეთა

რეესტრის კოდი#890
მოსწავლე98
მასწავლებელი19
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მაკა თხელიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
25/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
25/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ზესტაფონი, სოფელი არგვეთა

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
19
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
2
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები3 დამატებითი მასალა

მისია მოსწავლეზე ორიენტირებული, უსაფრთხო, ინკლუზიური, მაღალი ხარისხის სასწავლო გარემოს შექმნა, რათა ხელი შევუწყოთ მოსწავლის ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებას, დამოუკიდებელი, ცხოვრებისეული უნარებით აღჭურვას. ხედვა სასკოლო საზოგადოებაში მოსწავლე არის თავისუფალი, მოტივირებული, თავდაჯერებული, დაფასებული, შემდგარი ღირსეული პიროვნება და მოქალაქე. სკოლაში შექმნილია ჯანსაღი, ჰარმონიული, ტოლერანტული, თანამშრომლობითი და ურთიერთპატივისცემაზე ორიენტირებული გარემო. ღირებულებები • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

დოკუმენტები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ინფორმირების ფორმა ხედვის და ღირებულებების გაზიარებაზე. (2) (1).docx16/03/2026 09:24:52 · 0.86 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სკოლის სტრუქტურა სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას,ადმინისტრაცია,ტექნიკური პერსონალი, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს,მრჩეველთა საბჭოს. სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი.

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა_0001.pdf12/12/2023 11:03:06 · 0.27 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

შვიდწლიანი-სტრატეგიული-გეგმა არგვეთა ვებ გვერდზე ასატვირთი..............ახალი.docx30/06/2026 09:52:34 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-2023-2024....pdf30/11/2023 14:15:47 · 0.3 MB
დირექტორის ანგარიში 2024-2025 სასწ.წელი.pdf27/10/2025 13:23:48 · 2.21 MB
1.ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-2024-2025-არგვეთა ახალი (1).docx24/03/2026 10:16:13 · 0.08 MB
1.ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-2025-2026-არგვეთა ახალი ასატვირთი.docx12/06/2026 09:03:18 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

1.ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-2025-2026-არგვეთა ახალი.docx27/10/2025 13:16:47 · 0.08 MB
ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-2023-2024-არგვეთა ახალი.docx27/10/2025 13:16:47 · 0.08 MB
დირექტორის ანგარიში 2024-2025 სასწ.წელი.pdf27/10/2025 13:16:48 · 2.21 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები5 დამატებითი მასალა

სკოლას შემუშავებული, დამტკიცებული და ვებგვერდზე განთავსებული აქვს მოსწავლეთა ადაპტაციის წესი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმები,მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის,მობილობის წესი, საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა.

დოკუმენტები

მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის... წესი.pdf12/12/2023 09:20:50 · 5.21 MB
პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმი.pdf12/12/2023 09:20:50 · 3.88 MB
47174548საგანგებო სიტუაციების მართვა.pdf12/12/2023 10:53:17 · 0.21 MB
მოსწავლეთა-ადაპტაციის-წესი....pdf13/12/2023 10:19:20 · 0.1 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები3 დამატებითი მასალა

მოსწავლეთა უფლებების დაცვა სასწავლო პროცესში სკოლა იცავს ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით აღიარებულ მოსწავლის უფლებებსა და თავისუფლებას. მათ შორის: 1. სკოლა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა მოსწავლისათვის. 2. სკოლაში უზრუნველყოფილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის განათლების მიწოდება შესაბამისი ადამიანური რესურსითა და პროგრამებით/სერვისებით. 3. სკოლა იღებს ყველა გონივრული ზომას მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად. დაუშვებელია, მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით. 4. სკოლაში ჩარიცხული ყველა მოსწავლე დაცულია არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან. 5. სკოლის ტერიტორიაზე და სასკოლო დროს უზრუნველყოფილია ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები. 6. სკოლა იღებს ყველა გონივრულ ზომას სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით. 7. სკოლაში სასკოლო დისციპლინა დაცულია სკოლის შინაგანაწესით. 8. სკოლის მოსწავლე სარგებლობის მობილობის უფლებით, რის შესახებაც ინფორმირებულია მოსწავლის მშობელი. 9. სკოლის ყველა მოსწავლე და მშობელი ფლობს ინფორმაციას საკუთარი და სხვა მოსწავლეების უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ, რის გაცნობასაც უზრუნველყოფს სკოლა დამრიგებლების მეშვეობით. 10. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას სკოლის მართვაში (მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, სამეურვეო საბჭო). 11. სკოლა მოსწავლის მიმართ ქმედების განხორციელებისას გადაწყვეტილებას იღებს მოსწავლის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით. 12. მოსწავლეს და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მის მიმართ მიღებული უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები. სკოლაში ქცევის წესების ძირითადი მარეგულირებელი დოკუმენტია შინაგანაწესი, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე.

დოკუმენტები

შინაგანაწესი .pdf12/12/2023 09:49:43 · 0.26 MB
მოსწავლის ქცევის კოდექსი.doc28/10/2025 12:37:25 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა3 დამატებითი მასალა

სკოლა ახლადაშენებული და ინფრასტრუქტურულად გამართულია.

დოკუმენტები

ექსპერტის დასკვნა.pdf06/11/2024 12:29:04 · 2.65 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსები4 დამატებითი მასალა

სკოლის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში გასაწევი ხარჯების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე.

დოკუმენტები

ბალანსი 2022 წ დასკანერებული.pdf12/12/2023 10:43:14 · 6.06 MB
Scan_0002.pdf13/12/2023 10:23:35 · 0.27 MB
Scan_0001.pdf13/12/2023 10:23:35 · 0.22 MB
ბიუჯეტი 2025.pdf27/10/2025 13:19:38 · 1.6 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე