ზესტაფონი, სოფ. ალავერდი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 19
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · ზესტაფონი · ზესტაფონი, სოფელი ალავერდი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის საჯარო სკოლა არის მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო დაწესებულება, რომლის მისიაა მოსწავლეთა ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა და ჰარმონიულად განვითარებული ჯანსაღი თაობის აღზრდა, რომლებიც უპასუხებენ თანამედროვე გამოწვევებს, შეძლებენ თვითრეალიზაციას და საკუთარ წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. 2023- 2030 წლების მანძილზე სკოლა ორიენტირებული იქნება მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვასა და ინოვაციური მიდგომებზე ,ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სწავლა-სწავლების პარალელურად არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებაზე; უსაფრთხო, ინკლუზიურ სასწავლო გარემოს გაძლიერებაზე; იზრუნებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე, პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე, მოსწავლეთა პროფორიენტაციის და კარიერული დაგეგმვის კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე. ამ მიზნით სკოლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: ა) სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სწავლა-სწავლების პარალელურად არაფორმალური სწავლების მეთოდების ამუშავება; ბ} მოსწავლეების შესაძლებლობების, ნიჭისა და ინტერესების რეალიზება, ძლიერი მხარეების აღმოჩენა და განვითარება, სკოლაში შექმნილი შესაბამისი ინკლუზიური, ინდივიდუალური მიდგომების კიდევ უფრო მეტად დახვეწა; გ) კოლეჯებთან და პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობის ამოქმედებით სკოლის მოსწავლეებისტვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმის კუთხით ინფორმირებულობა . დ) ჯანსაღი ცხოვრების წესის გაძლიერების მიზნით, სპორტული აქტივობების გააქტიურება; ე) სკოლის ყველა საფეხურებზე განათლების მაღალი ხარისხის სასკოლო კურიკულუმების შეთავაზება; ვ) მოსწავლისათვის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც თითოეულ მათგანს მისცემს საშუალებას უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად; ზ) თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად, მოსწავლის თავისუფალ და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ზრუნვა; თ) საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მიღება ღირებულებები: * სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა; * პროფესიონალიზმი და მუდმივი ზრუნვა განვითარებაზე. * გუნდურობა, კოლეგიალობა . * ტრადიციული და ინოვაციური მიდგომების თანაარსებობა. არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის მისიისა და ხედვის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით მნიშვნელოვანია: ➢ პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; ➢ პატიოსნება და კეთილსინდისიერება; ➢ სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; ➢ საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება; ➢ საერთო საქმის კეთება და სკოლის ერთგულება; ➢ ინოვაციური მიდგომების დანერგვა და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; ➢ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე ზრუნვა; ➢ ინიციატივის დაფასება და ზრუნვა მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; ➢ მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; ➢ გუნდურად მუშაობა და კოლეგიალობის დაცვა; ➢ შედეგზე ორიენტირებულობა
ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებისთვის, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისა და ფინანსების მიზნობრივი ხარჯვისთვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საჯარო სკოლის დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი. 2.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, მრჩეველთა საბჭოს, დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. საჯარო სკოლის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. 3. საჯარო სკოლის მართვა ხორციელდება საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის საფუძველზე.
ეს წესი ადგენს სსიპ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) მმართველობითი პროცესის - მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების ძირითად ეტაპებს, განსაზღვრავს პროცესზე პასუხისმგებელ პირსა და პროცესში ჩართულ მხარეებს. წესი, ასევე, განსაზღვრავს აღნიშნული დოკუმენტების შემუშავების, განხილვის, დამტკიცების, მათში ცვლილებების შეტანის და გაზიარების მექანიზმებს, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის, შეფასებისა და სამოქმედო გეგმის წლიური ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მუხლი 1. სტრატეგიულ დაგეგმვასა და განვითარებაზე პასუხისმგებელი პირი. სკოლაში სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების პროცესზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია დირექტორის მოადგილე. მუხლი 2. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ქვეპროცესები სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი მოიცავს შემდეგ ქვეპროცესებს: მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავება/გაზიარების პროცესი; სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავება/გაზიარება/დამტკიცების პროცესი; სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების პროცესი; მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებში ცლილების შეტანის პროცესი; სტრატეგიული გეგმის ანგარიშის და სამოქმედო გეგმის წლიური ანგარიშის მომზადების პროცესი. მუხლი 3. სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების პროცესში ჩართული მხარეები სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების პროცესში ჩართული არიან შემდეგი მხარეები: სკოლის დირექცია; სასკოლო საზოგადოება (სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებელი, მოსწავლე/მოსწავლეთა თვითმმართველობა, მშობელი); სამეურვეო საბჭო; თემი უხლი 4. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესთან დაკავშირებული ძირითადი მიდგომები სკოლა სტრატეგიული დაგეგმვისას იცავს შემდეგ ძირითად პრინციპებს: 1. თანამონაწილეობა - სტრატეგიული დაგეგმვა თანამონაწილეობითი პროცესია და ხორციელდება სასკოლო საზოგადოების ჩართულობით, რაც უზრუნველყოფილია პროცესების სამუშაო ჯგუფის ფორმატში წარმართვით და დაინტერესებულ მხარეებთან დოკუმენტების პროექტ(ებ)ის გაზიარებით. 2. სასკოლო საზოგადოების პრიორიტეტებისა და ინტერესების გათვალისწინება - სკოლა სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მაქსიმალურად ითვალისწინებს სასკოლო საზოგადოების წევრთა მოლოდინს, რისთვისაც, სტრატეგიული დაგეგმვის ყოველი ახალი ციკლის დასაწყისში განსაზღვრავს სასკოლო საზოგადოების წევრებს ამ წესის მე4 მუხლის შესაბამისად და უზრუნველყოფს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მათ ჩართულობას ან/და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში შემუშავებული დოკუმეტების მათთვის გაზიარებას. 3. გამჭვირვალობა - სკოლა სტრატეგიული დაგეგმვის და მისი განხორციელების პროცესში მუდმივად ახდენს ინფორმაციის გაზიარებას სასკოლო საზოგადოების წევრებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რითაც უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას. 4. ანგარიშვალდებულება - სკოლა ყოველწლიურად ამზადებს სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს, ხოლო ყოველ 3 წელიწადში - სტრატეგიული გეგმის შესრულების ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას სკოლის ვებგვერდზე გამოქვეყნებით. მუხლი 5. გაზიარების მექანიზმები 1. სკოლაში დოკუმენტების გაზიარებისათვის გამოიყენება შემდეგი საკომუნიკაციო არხები: ა) სკოლის ვებგვერდი; ბ) ელექტრონული ფოსტა; გ) დოკუმენტების ელექტრონული ბრუნვის სისტემა; დ) პორტალი ვებგვერდზე;
1.1. სსიპ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის ( შემდგომში ,,სკოლა“) დაინტერესებულია შექმნას სკოლაში განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესის (შემდგომში - ,,წესი“), რათა დეტალურად გაიწეროს პროცესის თანმიმდევრობა და მიეცეს მას ორგანიზებული სახე. 1.2. წინამდებარე წესის მოქმედება ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ ყველა პირზე, სკოლის მოსწავლეზე, მის მშობელზე/კანონიერ წარმომადგენელზე. ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე, რომელსაც სურს, სკოლას მიმართოს განცხადებით/საჩივრით. 1.3. სკოლაში განცხადების/საჩივრის მისაღებად, იგი წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, უცხიურ ენაზე შესრულებული განცხადების/საჩივრის სკოლაში მისარებად, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი. მუხლი 2. სკოლაში საჩივრის/განცხადების განხილვის პრინციპები 2.1. სკოლაში წარდგენილი საჩივარი/განცხადება განიხილება ობიექტურობისა და სამართლიანობის, მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით, კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად დადგენილ ვადებში. 2.2. საჩივრის/განცხადების განხილვისას დაუშვებელია იმ პირის მონაწილეობა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე მუხლი 3. განცხადების/საჩივრის წარდგენის წესი 3.1. სკოლაში განცხადების/საჩივრის წარდგენა შესაძლებელია სკოლის კანცელარიაში განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მიერჩაბარებით, საფოსტო გზავნილის ან/და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის ( eflow) საშუალებით. 3.2. სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი, რომელიც სედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დაუყოვნებლივ. არასამუსაო საათებში (18:00 საათიდან 09:00 საათამდე) შემოსული განცხადება/საჩივარი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მომდევნო სამუშაო დღეს. 3.3. სკოლაში შემოსულ განცხადება/საჩივარზე ადმინისტრაცია რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად. 3.4. განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და იგი უნდა სეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: • სკოლის დასახელებას, რომელსაც მიმართავს განცხადების/საჩივრის ავტორი; • განმცხადებლის/საჩივრის ავტორის ვინაობისა და მისამართის (საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით); • მოთხოვნას; • გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას; • გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის/გადაწყვეტილების დასახელებას (მხოლოდ საჩივრის შემთხვევაში); • განცხადების/საჩივრის წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას; • განცხადებაზე/საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 4. განცხადების განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები 4.1. განცხადებას განიხილავს უფლებამოსილი პირი/სტრუქტურული ერთეული, რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება განცხადებაზე პასუხის გაცემა. 4.2. კორესპოდენცია, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, გაიცემა სკოლის დირექტორის სახელითა და ხელმოწერით. 4.3. განცხადების განხილვის ვადა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განისაზღვრება 10 სამუშაო დღით. თუ განცხადებით მოთხოვნილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, ის გამოიცემა განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. 4.4. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, უფლებამოსილმა პირმა/სტრუქტურულმა ერთეულმა შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის გაგრძელების შესახებ. 4.5. ამ მუხლის 4.4. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. მუხლი 5. საჩივრის განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები 5.1. საჩივარს განიხილავს უფლებამოსილი პირი/სტრუქტურული ერთეული/კომისია, რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება საჩივარზე პასუხის გაცემა. 5.2. საჩივრის განხილვის ვადაა ერთი თვე. 5.3. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია საჩივრის განსახილველად ერთ თვეზე მეტი ვადა, შესაბამისი პირი/სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. წინამდებარე მუხლის 5.2 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით ერთი თვით. 5.4. ამ წესის 5.3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს ინფორმაცია ვადის გაგრძელებაზე უნდა ეცნობოს საჩივრის სკოლაში რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში.