ვანი, სოფ. ზეინდარი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 21
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · ვანი · ვანი, სოფელი ზეინდარი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია მოსწავლეები ჩამოყალიბდნენ: წიგნიერ, მოაზროვნე, ინფორმირებულ მოქალაქეებად, რომელთაც შეეძლებათ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, ქვეყნის ტრადიციებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე. სკოლის მისიის მიზანია თანამშრომლობითი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი სასწავლო გარემოს შექმნა. ხედვა 2031 წლისთვის სკოლა, კვალიფიციური კადრებისა და ინკლუზიური სასწავლო გარემოს მეშვეობით, უზრუნველყოფს სწავლა-სწავლების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას, მოსწავლეთათვის ხარისხიანი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობასა და იმ უნარებით აღჭურვას, რომელიც საჭიროა წარმატებული მომავლისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისათვის. ღირებულებები: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს.
სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამეურვეო საბჭოს, (დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი), მოსწავლეთა თვითმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს,მრჩეველთა საბჭოს,პედაგოგიურ საბჭოს; საგნობრივი კათედრები: ქართული ენის,მათემატიკა-ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო,საზოგადოებრივი მეცნიერებების,უცხო ენების,სპორტისა და ესთეტიკის,დაწყებითის.მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერი. 2 დარაჯი,2 დამლაგებელი და ექიმი.
სკოლას შემუშავებული და დამტკიცებული აქვს სკოლის შინაგანაწესი, განცხადებებისა და საჩივრების განხილვის წესი, მოსწავლის ჩარიცხვის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესები
🙋♀️🙋♂️საკლასო ოთახები 🔬საბუნებისმეტყველო ლაბორატორია 🖥️კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორია 🥅სპორტული მოედანი 🙋რესურს ოთახი 🩺სამედიცინო ოთახი 🛎️ფოიე და დერეფანი 🧻ადაპტირებული საპირფარეშო 👨🦽პანდუსი ლიფტი