ვანი, სოფ. საპრასია
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 22
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · ვანი · ვანი, სოფელი საპრასია
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მ ი ს ი ა სსიპ შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლის მისიაა : აღზარდოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული ფასეულეობების მომხრე, პროგრესულად მოაზროვნე პატრიოტი თაობა, რომელიც მზად იქნება უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს. ხ ე დ ვ ა სსიპ შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, დაიკავოს მოწინავე ადგილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი განათლების მიმწოდებელთა შორის და იყოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა. ღ ი რ ე ბ უ ლ ე ბ ე ბ ი: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს.
სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას (დირექტორი, ბუღალტერი), მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს, მრჩეველთა საბჭოს, პედაგოგიურ საბჭოს; საგნობრივი კათედრები - ქართული და უცხოური ენების , მათემატიკისა და ისტ-ის, საბუნებისმეტყველოდა საზოგადოებრივი მეცნიერებების, სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის. 2 (ორი) დარაჯი, 2 (ორი) დამლაგებელი და ექთანი.
სსიპ შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული და შეთანხმებული სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ, რომლის დაცვის და აღსრულების უზრუნველსაყოფად იგი გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლას შემუშავებული აქვს ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია, რომელიც არეგულირებს ოჯახში და მის გარეთ ბავშვზე ძალადობასა და მის დაცვას ყველა ფორმისგან; სკოლას გაწერილი აქვს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, გასაჩივრების, მოსწავლეთა ადაპტაციის, მკაფიო კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები.