რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გადიდის საჯარო სკოლა

იმერეთი · ვანი · ვანი, სოფელი გადიდი

რეესტრის კოდი#862
მოსწავლე3
მასწავლებელი7
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ოლეგი მიქელთაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ვანი, სოფ. გადიდი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
25
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

გადიდის საჯარო სკოლის მისია და ხედვა მ ი ს ი ა : სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გადიდის საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლეს მისცეს სტანდარტის შესაბამისი საგნობრივი ცოდნა, განუვითაროს მას შემოქმედებითი აზროვნების უნარი, ჩაუნერგოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა. სკოლა ორიენტირებულია მოსწავლის უწყვეტ განვითარებასა და გლობალურად მოაზროვნე პატრიოტი პიროვნების აღზრდაზე. სკოლის მისიის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც დაეხმარება მას ჩამოყალიბდეს კანონმორჩილ და ტოლერანტ მოქალაქედ, მისცემს დამოუკიდებლად ცხოვრების და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას. ხ ე დ ვ ა : სკოლა უნდა გახდეს წამყვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამისი განათლების მიმწოდებელთა შორის. ამ მიზნით სკოლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: • სკოლის ყველა საფეხურებზე, განათლების მაღალი ხარისხის სასკოლო კურიკულუმების შეთავაზება და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირება; • სასკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეთა რაოდენობით წარმატებული სკოლების რიგში ყოფნა; სკოლის ღირებულებები: სწავლა-სწავლების პროცესში სკოლა ეყრდნობა შემდეგ ღირებულებებს: • მასწავლებელთა პროფესიონალიზმი; • გუნდურ პრინციპზე დამყარებული თანამშრომლობითი გარემო (სკოლა, თემი, საზოგადოება); • ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ღირებულებების დაცვა; მოსწავლეთა საჭიროების, სურვილებისა და ინტერესების შესწავლის საფუძველზე პერიოდულად ჩასატარებელი ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებული იქნება მოსწაქვლეთა სწავლასთან და გართობასთან. შეხვედრები მოსწავლეთა მშობლებთან და მათი ინფორმირება შვილის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ ყველა სასწავლო დისციპლინასთან მიმართებაში. შეხვედრები საგნის მასწავლებლებთან თითოეული მისწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით. სადამრიგებლო ჯგუფის მოსწავლეთა მუდმივი კონტროლი და მათთვის თვალყურის დევნება სკოლაში და სკოლის გარეთ. მოსწავლეთა სოციალური მდგომარეობის შესწავლა. მოსწავლეთა ქცევის კოდექსის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი; პიროვნული და მორალური განვითარება; გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება; ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია; უსაფრთხოება და ძალადობისაგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია; მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება. სტრატეგიული მიზნების მისაღწევად სკოლა მოქმედებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების დაცვით და სასწავლო პროცესში იყენებს განათლების თანამედროვე ტექნოლოგიებს. სტრატეგიულ მიზნებს შორის პრიორიტეტული მიმართულებებია: • სწავლა-სწავლების პროცესში ტექნიკური საგნების გაძლიერება; • არაფორმალური განათლების გაძლიერება (კლუბები, წრეები, პროექტები); • ფორმალური განათლების გაძლიერება (ოლიმპიადებსა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა); • მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; • ინკლუზიური განათლების განვითარება.

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას (დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი), დისციპლინურ კომიტეტს, მრჩეველთა საბჭოს, პედაგოგიურ საბჭოს; საგნობრივი კათედრები - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების კათედრები. მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერი, 1 დარაჯი, 2 დამლაგებელი და ექთანი.

დოკუმენტები

სტრუქტურული ერთეულები.docx19/04/2024 12:34:36 · 0.18 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სტრატეგიული გეგმა.docx02/04/2024 10:12:16 · 0.03 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა.docx02/04/2024 11:01:48 · 0.04 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები2 დამატებითი მასალა

სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გადიდის საჯარო სკოლას ემსახურება კვალიფიციური ექთანი, სასწავლო პროცესის უსაფრთხოებას უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად იცავენ მორიგე მასწავლებლები.

დოკუმენტები

ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება 1.pdf02/04/2024 13:19:48 · 0.68 MB
ბრძანება-ინფორმაციული ტექნოლოგიებით სარგებლობის შესახებ.docx19/04/2024 13:13:52 · 0.17 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები6 დამატებითი მასალა

სკოლას შემუშავებული და დამტკიცებული აქვს სკოლის შინაგანაწესი, განცხადებებისა და საჩივრების განხილვის წესი, მოსწავლის ჩარიცხვის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესები.

დოკუმენტები

გადიდის საჯარო სკოლის შინაგანაწესი 2023 - 2024 სასწავლო წელი.pdf05/04/2024 12:30:27 · 0.26 MB
ბრძანება -განცხადების განხილვის წესის შესახებ.docx05/04/2024 13:40:06 · 0.07 MB
1.1 გასაჩივრების წესი დანართი.docx05/04/2024 13:40:06 · 0.03 MB
3. საქმისწარმოების წესი.docx05/04/2024 13:40:06 · 0.49 MB
9. ინფორმაციული ტექნოლოგიებით სარგებლობის წესი (3).docx19/04/2024 12:47:17 · 0.03 MB
ბრძანება-ინფორმაციული ტექნოლოგიებით სარგებლობის შესახებ.docx19/04/2024 12:47:17 · 0.16 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

🙋‍♀️🙋‍♂️საკლასო ოთახები 🖥️კომპიუტერული ტექნოლოგიების ოთახი 🥅სპორტული მოედანი 🩺სამედიცინო ოთახი 👩‍💼დირექტორის ოთახი 👩‍🏫👨‍🏫სამასწავლებლო 🛎️ დერეფანი 🧻 საპირფარეშო

ფინანსები1 დამატებითი მასალა

სკოლის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ.

დოკუმენტები

ბიუჯეტი.pdf02/04/2024 13:38:24 · 0.13 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე