რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლა

იმერეთი · ვანი · ვანი, სოფელი ამაღლება

რეესტრის კოდი#855
მოსწავლე170
მასწავლებელი24
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ალექსანდრე ოქროპილაშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
20/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
20/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ვანი, სოფელი ამაღლება

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
12
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

ამაღლების საჯარო სკოლის მისია და ხედვა მ ი ს ი ა : სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლეს მისცეს სტანდარტის შესაბამისი საგნობრივი ცოდნა, განუვითაროს მას შემოქმედებითი აზროვნების უნარი, ჩაუნერგოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა. სკოლა ორიენტირებულია მოსწავლის უწყვეტ განვითარებასა და გლობალურად მოაზროვნე პატრიოტი პიროვნების აღზრდაზე. სკოლის მისიის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც დაეხმარება მას ჩამოყალიბდეს კანონმორჩილ და ტოლერანტ მოქალაქედ, მისცემს დამოუკიდებლად ცხოვრების და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას. ხ ე დ ვ ა : სკოლა უნდა გახდეს წამყვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამისი განათლების მიმწოდებელთა შორის. ამ მიზნით სკოლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: • სკოლის ყველა საფეხურებზე, განათლების მაღალი ხარისხის სასკოლო კურიკულუმების შეთავაზება და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირება; • სასკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეთა რაოდენობითა და სკოლის კურსდამთავრებულთა მიერ მოპოვებული გრანტებით წარმატებული სკოლების რიგში ყოფნა; სკოლის ღირებულებები: სწავლა-სწავლების პროცესში სკოლა ეყრდნობა შემდეგ ღირებულებებს: • მასწავლებელთა პროფესიონალიზმი; • გუნდურ პრინციპზე დამყარებული თანამშრომლობითი გარემო (სკოლა, თემი, საზოგადოება); • ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ღირებულებების დაცვა. სტრატეგიული მიზნების მისაღწევად სკოლა მოქმედებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების დაცვით და სასწავლო პროცესში იყენებს განათლების თანამედროვე ტექნოლოგიებს. სტრატეგიულ მიზნებს შორის პრიორიტეტული მიმართულებებია: • სწავლა-სწავლების პროცესში ტექნიკური საგნების გაძლიერება; • არაფორმალური განათლების გაძლიერება (კლუბები, წრეები, პროექტები); • ფორმალური განათლების გაძლიერება (ოლიმპიადებსა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა); • მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; • ინკლუზიური განათლების განვითარება.

სტრუქტურა2 დამატებითი მასალა

სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას (დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი), მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს, მრჩეველთა საბჭოს, პედაგოგიურ საბჭოს; საგნობრივი კათედრები - ქართული ენის, მათემატიკა-ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო, საზოგადოებრივი მეცნიერებების, უცხო ენების, სპორტისა და ესთეტიკის, დაწყებითის. მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერი, 2 დარაჯი, 2 დამლაგებელი და ექიმი.

დოკუმენტები

სამეურვეო საბჭოს განკარგულება.pdf17/07/2025 14:51:39 · 0.26 MB
სამეურვეო საბჭოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი.pdf17/07/2025 14:51:39 · 0.63 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

შვიდ წლიანი-სტრატეგიული-გეგმა.docx29/09/2023 14:02:21 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა.docx29/09/2023 13:58:46 · 0.04 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები3 დამატებითი მასალა

სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლას ემსახურება კვალიფიციური ექიმი, სასწავლო პროცესის უსაფრთხოებას უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად იცავენ მორიგე მასწავლებლები. სკოლაში წარმატებით მუშაობს სკოლის თვითმართველობა; შექმნილია სამოქალაქო განათლების კლუბი „მოაზროვნე“ და ეკო-კლუბი „ჩვენ ვიცავთ ბუნებას“;

დოკუმენტები

უფლებების დაცვის დოკუმენტი.pdf16/11/2023 12:15:49 · 3.14 MB
უსაფრთხოების პოლიტიკა.pdf16/11/2023 12:15:50 · 1.94 MB
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლა (სელფის კვლევა).pdf28/01/2026 13:06:47 · 2.6 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები3 დამატებითი მასალა

სკოლას შემუშავებული და დამტკიცებული აქვს სკოლის შინაგანაწესი, განცხადებებისა და საჩივრების განხილვის წესი, მოსწავლის ჩარიცხვის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესები

დოკუმენტები

მოსწავლის ჩარიცხვის, მობილობის, სტატუსის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ.pdf16/11/2023 12:42:30 · 4.89 MB
განცხადებებისა და საჩივრის განხილვის წესი.pdf16/11/2023 12:42:31 · 2.19 MB
ამაღლება შინაგანაწესი.pdf16/11/2023 12:42:31 · 5.5 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

🙋‍♀️🙋‍♂️საკლასო ოთახები 📚ბიბლიოთეკა 🔬საბუნებისმეტყველო ლაბორატორია 🖥️კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორია 🥅სპორტული მოედანი 🔮სასკოლო კლუბი 🙋რესურს ოთახი 🩺სამედიცინო ოთახი 👩‍💼დირექტორის ოთახი 👩‍🏫👨‍🏫სამასწავლებლო 🛎️ფოიე და დერეფანი 🧻ადაპტირებული საპირფარეშო 👨‍🦽პანდუსი

ფინანსები1 დამატებითი მასალა

სკოლის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ

დოკუმენტები

ამაღლება ბიუჯეტი 2023.pdf16/11/2023 11:35:43 · 0.19 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე