რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის №1 საჯარო სკოლა

იმერეთი · ბაღდათი · ბაღდათი, სოფელი ზეგანი

რეესტრის კოდი#854
მოსწავლე10
მასწავლებელი12
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
შორენა მარაქველიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
29/08/2024
ავტორიზაციის დასრულება
29/08/2033
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ბაღდათი, სოფ. ზეგანი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
25
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის მისია სკოლის უმთავრესი მისიაა შექმნას ხელსაყრელი გარემო სასწავლო დაწესებულებაში, სადაც მოსწავლეები მოახდენენ თვითრელიზებას და ჩამოყალიბდებიან ქვეყნის სრულფასოვან და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად. აღზარდოს თავისუფლად მოაზროვნე, სამართლიანი და ჯანსაღი თაობა მოსწავლეთათვის თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი განათლების მიცემა, სახელმწიფოებრივად და შემეცნებითად მოაზროვნე ახალგაზრდების აღზრდა, რომლებიც მუდმივად იზრუნებენ მომავალი წარმატებისთვის. ხელი შეუწყოს ფიზიკური და ფსიქიკურად ჯანმრთელი თაობის ჩამოყალიბებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. სკოლის ხედვა სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის #1 საჯარო სკოლას სურს იყოს ისეთი სასწავლო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებული იქნება თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად მუდმივად განვითარებაზე, იზრუნებს ისეთი სასწავლო გარემოს შექმნაზე, სადაც თითოეული მოსწავლე შეძლებს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას და გააზრებული ექნება როგორც მოქალაქის, საკუთარი უფლება -მოვალეობები. სკოლა შეძლებს შვიდი წლის შემდეგ მოსწავლეთა ადგილზე დამაგრებას და მათ დაინტერესებას სოფლის მეურნეობის კონკრეტული დარგის მევენახეობა/მეღვინეობის შესწავლის ხელშეწყობით. ღირებულებები სამართლიანობა---------სკოლა აღიარებს სამართლიანობის პრინციპს და თავის საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის შესაბამისად. უსაფრთხოება----------უზრუნველყოფს ჯანსაღი სასწავლო და სამუშაო პირობებით უსაფრთხო გარემოს, სადაც იცავენ ეთიკის ნორმებს და შინაგანაწესს ურთიერთთანამშრომლობა და პასუხისმგებლობა-------სკოლის ყველა სუბიექტი--მასწავლებელი, მშობელი, მოსწავლე იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებს და პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე ტოლერანტობა, მიუკერძოებლობა, მონაწილეობითი მართვა, სხვისი შრომის და აზრების პატივისცემა, პროფესიული ზრდა და განვითარება. უსაფრთხოება უზრუნველყოფს ჯანსაღი სასწავლო და სამუშაო პირობებით უსაფრთხო გარემოს, სადაც იცავენ ეთიკის ნორმებს და შინაგანაწესს ურთიერთთანამშრომლობა და პასუხისმგებლობა სკოლის ყველა სუბიექტი--მასწავლებელი, მშობელი, მოსწავლე იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებს და პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე ტოლერანტობა, მიუკერძოებლობა, მონაწილეობითი მართვა, სხვისი შრომის და აზრების პატივისცემა, პროფესიული ზრდა და განვითარება.

სტრუქტურა2 დამატებითი მასალა

სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის #1 საჯარო სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენს: დირექცია, ადმინისტრაცია-ტექ პერსონალი, პედაგოგიური და სამეურვეო საბჭოები, დისციპლინური კომიტეტი, მრჩეველთა საბჭო, კათედრები, მოსწავლეთა თვითმმართველობა, კლუბი, წრე

დოკუმენტები

სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები.pdf11/12/2023 15:14:33 · 0.33 MB
სკოლის სტრუქტურააა.pdf29/03/2024 17:19:17 · 0.06 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სტრატეგიული განვითარების გეგმა.pdf29/03/2024 17:21:39 · 0.15 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-24 კარგი.pdf29/03/2024 17:27:09 · 0.18 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები5 დამატებითი მასალა

სასწავლო პროგრამები. სკოლაში სწავლა –სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე და  მოიცავს სამ საფეხურს, სწავლება მიმდინარეობს დასწრებული სწავლების მოდელით ა) დაწყებითი – I-VI კლასების ბ) საბაზო – VII-  IX კლასების გ) საშუალო - X- XII კლასები დაწყებითი საფეხურის ამოცანაა: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისთვის საჭირო უნარ- ჩვევების გამოსამუშავებლად ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად. იმცოდნის დასაუფლებლად, რომელიც მას მომავალში დასჭირდება საბაზო საფეხურის ამოცანებია ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში ბ)შეუქმნას მოსწავლეს პირობები და იმ უნარ ჩვევების გასავითარებლად, რომელიც მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად და /ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად. საშუალო საფეხურის ამოცანებია ა)შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად. ბ)მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება გ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად, სწავლის გასაგრძელებლად ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად

დოკუმენტები

დან 8 უფლებების დაცვა.pdf29/03/2024 17:43:05 · 0.23 MB
დან 7 პერსონალის-ადაპტაცია.pdf29/03/2024 17:43:06 · 0.04 MB
დან 3 მოსწავლეთა-უფლებების-დაცვის-მექანიზმი.pdf29/03/2024 17:43:06 · 0.38 MB
დან 2 მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი.pdf29/03/2024 17:43:06 · 0.06 MB
დან 1 მოსწავლის გარემოსთან ადაპრაციის მექანიზმი.pdf29/03/2024 17:43:06 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები5 დამატებითი მასალა

მოსწავლის ქცევის კოდექსი მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი

დოკუმენტები

მშობელთან კომუნიკაციის სტრატეგია.pdf11/12/2023 15:12:18 · 0.64 MB
ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი.pdf11/12/2023 15:12:18 · 0.64 MB
მობილობის ჩარიცხვის და სტატუსის შეჩერების დოკუმენტი.pdf11/12/2023 15:12:19 · 0.35 MB
საზოგადოებასთან ურთიერთობის წესი.pdf11/12/2023 15:12:19 · 0.22 MB
დან 6 გასაჩივრების დეტალური პროცედურები.pdf29/03/2024 17:41:59 · 0.12 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სკოლას აქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო კოდი და ნახაზი

ფინანსები1 დამატებითი მასალა

სკოლა ფინანსდება ვაუჩერული დაფინანსებით, ერიცხება ბანკის სარგებელი, სკოლის ანგარიშზე ყოველთვიურად არსებული ნაშთის გამო. სხვა შემოსავალი და დაფინანსება სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის #1 საჯარო სკოლას არ აქვს. სკოლას ქვს შემუშავებული ბიუჯეტი, რომელიც შეთანხმებული და დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ. ასევე აქვს შესყიდვების გეგმა, რომელიც დამტკიცებულია 2023 წლის 17.11 # 2-40 ბრძანებით.

დოკუმენტები

2-40 შესყიდვების გეგმა.pdf29/03/2024 17:34:05 · 0.67 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე