რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის №2 საჯარო სკოლა

იმერეთი · ბაღდათი · ბაღდათი, სოფელი ზეგანი

რეესტრის კოდი#853
მოსწავლე8
მასწავლებელი13
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
გრიშა გიგაშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
20/08/2024
ავტორიზაციის დასრულება
20/08/2033
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ბაღდათი, სოფ. ზეგანი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
24
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის ხედვა სკოლა ორიენტირებულია, რომ 2031 წლისათვის იქნება ერთადერთი კულტურულსაგანმანათლებლო და სპორტული ცენტრი თემის ნებისმიერი წარმომადგენლისათვის. მოსწავლეებში გავაძლიერებთ ინტელექტუალურ, შემოქმედებით და პრაქტიკული შესაძლებლობებს და ხელს შევუწყობთ ამ პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობას. სკოლის მისია სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ზეგნის N2 საჯარო სკოლა ხელს შეუწყობს ღირებულებების მქონე დამოუკიდებელი ცხოვრებისა და გაცნობიერებული პერსონალური გადაწყვეტილებების მისაღებად მომზადებულ მოქალაქეთა აღზრდას, ურთიერთთანამშრომლობის, პიროვნული განვითარებისა და მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას. ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით მოსწავლეებს მივაწოდოთ 21- ე საუკუნის მოთხოვნილებების შესაბამისი განათლება, რომელიც ეფუძნება ეროვნულ - სახელმწიფოებრივი და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების, ჯანსაღი ცხოვრების, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპებს

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

სტრუქტურული ერთეულები.pdf19/06/2024 16:08:28 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სტრატეგიული განვითარების გეგმა 7 წლიანი.pdf19/06/2024 16:09:28 · 0.21 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სასკოლო სასწავლო გეგმა 2023-2024.pdf19/06/2024 16:09:58 · 1.09 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

საქმისწარმოების წესი..pdf15/12/2023 12:31:30 · 0.09 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები3 დამატებითი მასალა

მოსწავლის ქცევის კოდექსი მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი.

დოკუმენტები

ბრძანება (მშობელთან კომუნიკაციის სტრატეგია).pdf14/12/2023 11:05:18 · 0.8 MB
ბრძანების დანართი 1.pdf14/12/2023 11:05:18 · 2.58 MB
შინაგანაწესი.pdf19/06/2024 16:11:33 · 0.32 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

ინფრასტრუქტურა.docx08/12/2023 13:45:33 · 0.15 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსები1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

ფინანსები.docx08/12/2023 14:08:04 · 3.28 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე