წყალტუბო, სოფ. გუმათი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 5
- თავისუფალი ადგილი
- 4
- სსსმ ლიმიტი
- 1
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 1
იმერეთი · წყალტუბო · წყალტუბო, სოფელი გუმათი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის ხედვა სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლა ორიენტირებულია უწყვეტ განვითარებაზე. სკოლა ფორმალური განათლების პარალელურად, არაფორმალური და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით აღზრდის თავისუფალ, კონკურენტუნარიან მომავალ თაობას და 2030 წლისათვის ამ მიმართულებით იქნება გამორჩეული წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. სკოლის მისია სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლის მისიაა თანასწორობის პრინციპების დაცვით ხელი შეუწყოს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენასა და მაქსიმალურ რეალიზებას. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საფუძველზე აღზარდოს თავისუფალი, მოაზროვნე, ეროვნულ ღირებულებების, პატრიოტი, დემოკრატიული ფასეულობებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული ტოლერანტი თაობა, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. სკოლის ღირებულებები სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლის ღირებულებია: • თანამშრომლობა • სიახლეების მიმართ ღიაობა • თანასწორობა • სკოლისადმი ერთგულება • უწყვეტი განვითარება • გამოცდილების გაზიარება.