ტყიბული, სოფ. ძმუისი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 25
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · ტყიბული · ტყიბული, სოფელი ძმუისი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლის მისიაა: სკოლაში ისეთი ჯანსაღი, მრავალფეროვანი კულტურის, თანამშრომლობითი და უსაფრთხო გარემოს შექმნა, რომ შესაძლებელი გახდეს მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული, კონკურენტუნარიანი, წარმატებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური ღირებულებების შესაქმნელად. სკოლის ხედვა: სკოლა უნდა გახდეს წამყვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამისი განათლების მიმწოდებელთა შორის. ამ მიზნით სკოლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: სკოლის ყველა საფეხურებზე, განათლების მაღალი ხარისხის სასკოლო კურიკულუმების შეთავაზება; თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად, მოსწავლის თავისუფალ და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ზრუნვა. სკოლის ძირითადი მიზანია: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად, განათლების ხარისხის გაუმჯობესობაზე, სწავლა-სწავლების ახალი მეთოდების დანერგვაზე მუდმივი ზრუნვა და სისტემური ცოდნის კონსტრუირებით, ახალგაზრდებს გამოუმუშავოს თვითმყოფადობა, დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნება, თანამედროვე მიღწევების გააზრებულად გაცნობისა და გამოყენების უნარი, რაც ხელს შეუწყობს მათ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად და წარმატებულ პირად ჩამოყალიბებას. მისიის განსახორციელებლად სკოლა ისახავს შემდეგ მიზნებს: საგანმანათლებლო კურიკულუმების დახვეწა, სწავლების მეთოდებისა, მოდელების და ფორმატების პერმანენტული გადახედვის გზით. სწავლების ხარისხის შეფასების კრიტერიუმების მუდმივი სრულყოფა; სასწავლო–საინფორმაციო ბაზის განვითარება. სასწავლებლის ცხოვრებაში მოსწავლეების უშუალო ჩართვასა და მათ აქტიურ მონაწილეობაში ხელშეწყობა. მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწ ყობა; სწავლების ინოვაციური მეთოდების აპრობირებასა და სასწავლო პროცესში მათ დანერგვაში ხელშწყობა. ახალი თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და სასწავლო პროცესში დანერგვა. სკოლის ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: სკოლისთვის მნიშვნელოვანია: საქართველოს წარმატება; პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; პატიოსნება და კეთილსინდისიერება; შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; მიუკერძოებლობა; სასკოლო საზოგადოება აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას; არის შედეგზე ორიენტირებული და ითვალისწინებს გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს; აკეთებს საერთო საქმეს და არის ჩვენი სკოლის ერთგული; სკოლა ნერგავს ინოვაციური მიდგომებს და ითვალისწინებს წარსულ გამოცდილებას; ზრუნავს სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესებს და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას; აფასებს ინიციატივას და ზრუნავს მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; სკოლის პერსონალისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; მუშაობს გუნდურად და იცავს კოლეგიალობას;
სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლის სტრუქტურა 1. ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების შესრულებისთვის, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისა და ფინანსების მიზნობრივი ხარჯვისთვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საჯარო სკოლის დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, მრჩეველთა საბჭოს, დირექციას, უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი პირი, დისციპლინურ კომიტეტს, საგნობრივი კათედრები საჯარო სკოლის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. 3. საჯარო სკოლის მართვა ხორციელდება საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის საფუძველზე.
მოკლე ინფორმაცია: მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს. 2. აღნიშნული მექანიზმი ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლეზე სასწავლო და სამუშაო პროცესში. მუხლი 2. მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმის აღმწერები: 1. მოსწავლეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით ან/და ზეპირად გამოხატოს საკუთარი აზრი და გამოიჩინოს ინიციატივა. 2. მოსწავლეს ან/და მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ინიციატივით მიმართოს კლასის დამრიგებელს/დირექციას და ჩაერთოს ინიციატივის განხილვის პროცესში. 3. კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივას და მიმართოს სკოლის დირექციას. 4. სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივების მხარდასაჭერად შესაძლებელია შეიქმნას: 4.1. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვისა და განხორციელების მხარდამჭერი ჯგუფი 4.2. მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელების პროცესისა და შედეგების მონტორინგის ჯგუფი. 5. მოსწავლეთა ინიციატივების განსახორციელებლად სკოლას შეუძლია ფინანსური რესურსის მობილიზება. 6. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით სკოლა უზრუნველყოფს სპეციალური სამუშაო სივრცის მოწყობასა და საინფორმაციო კამპანიას. 7. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვა-განხორციელებისას დაუშვებელია რომელიმე მოსწავლის დისკრიმინაცია ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მოსწავლის უფლება-ვალდებულებების შეზღუდვას. 8. კანონმდებლობით დადგენილი წესით სკოლა უფლებამოსილია შეიძინოს და განკარგოს ნებისმიერი რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელებას. 9. ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება ღიად ისაუბროს საკუთარი ინიციატივის შესახებ და აღნიშნული მექანიზმის საფუძველზე განსახილველად წარადგინოს საკუთარი სამომავლო ხედვა. 10. ნებისმიერი მოსწავლე უფლებამოსილია საკუთარი ინციატივის მხარდაჭერისა და განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრთან მუხლი 3. პასუხისმგებლობა 1. წინამდებარე მექანიზმის სრულად დაცვის მიზნით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ: 1.1. მოსწავლეებს 1.2.სკოლის დირექციას 1.3. კლასის დამრიგებელს 2. აღნიშნულ დოკუმენტში შეტანილმა ნებისმიერმა ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის რაიმე სახით შეზღუდვა 3. ,,მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს“ ამტკიცებს სკოლის დირექტორი შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 4. აღნიშნულ დოკუმენტში ნებისმიერი ცვლილებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია ამავე მუხლის მე- 3 პუნქტის საფუძველზე
სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლაში განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი 2023 წ. თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო და მიზანი 1.1 სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლა (შემდგომში „სკოლა“) დაინტერესებულია, შექმნას სკოლაში განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი (შემდგომში-წესი), რათა დეტალურად გაიწეროს პროცესის თანმიმდევრობა და მიეცეს მას ორგანიზებული სახე. 1.2 წინამდებარე წესის მოქმედება ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ ყველა პირზე, სკოლის მოსწავლეზე, მის მშობელზე/კანონიერ წარმომადგენელზე. ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე, რომელსაც სურს, სკოლას მიმართოს განცხადებით/საჩივრით. 1.3 სკოლაში საჩივრის განცხადების მისაღებად, იგი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხოურ ენაზე შესრულებული განცხადების/საჩივრის სკოლაში მისაღებად, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი. მუხლი 2. სკოლაში საჩივრის/ განცხადების განხილვის პრონციპები 2.1 სკოლაში წარდგენილი საჩივარი/განცხადება განიხილება ობიექტურობისა და სამართლიანობის, მოუკერძოებლობის პრინციპის დაცვით, კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად დადგენილ ვადებში. 2.2 საჩივრის/განცხადების განხილვისას დაუშვებელია იმ პირის მონაწილეობა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე გადაწყვეტილებაზე. მუხლი 3. განცხადების/საჩივრის წარდგენის წესი 3.1 სკოლაში საჩივრის/განცხადების წარდგენა შესაძლებელია სკოლის კანცელარიაში განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მიერ ჩაბარებით, საფოსტო გზავნილის ან/და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) საშუალებით. 3.2 სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დაუყოვნებლივ. არასამუშაო საათებში (18:00 საათიდან 09:00 საათამდე) შემოსული განცხადება/საჩივარი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მომდევნო სამუშაო დღეს. 3.3 სკოლაში შემოსულ განცხადებაზე/საჩივარზე ადმინისტრაცია რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად. 3.4 განცხადება.საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს წერილობით ფორმით და იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: • სკოლის დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი/საჩივრის ავტორი; • განმცხადებლის/საჩივრის ავტორის ვინაობასა და მისამართს (საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით); • მოთხოვნას; • გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას; • გასაჩივრებული ადმინისტრაციული-სამართებრივი აქტის გადაწყვეტილების დასახელებას (მხოლოდ საჩივრის შემთხვევაში); • განცხადების/საჩივრის წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას; • განცხადების/ საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 4 განცხადების განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები 4.1. განცხადებას განიხილავს უფლებამოსილი პირი/სტრუქტურული ერთეული, რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება განცხადებაზე პასუხის გაცემა. 4.2 კორესპონდენცია, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, გაიცემა სკოლის დირექტორის სახელითა და ხელმოწერით. 4.3. განცხადების განხილვის ვადა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი განისაზღვრება 10 სამუშაო დღით. თუ განცხადებით მოთხოვნილია ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, ის გამოიცემა განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. 4.4 თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის საქმე გარემოებათა დადგენისთვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, უფლებამოსილმა პირმა/სტრუქტურამ ერთეულმა შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას მიიროს გადაჭყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცემის ვადის გაგრძელების შესახებ. 4.5 ამ მუხლის 4.4. პუნქტით გათვალიწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდედს 3 თვეს. მუხლი 5 საჩივრის განხილვის ზოგადი წესი და ვადები 5.1. საჩივარს განიხილავს უფლებამოსილი პირი/სტრუქტურული ერთეული /კომისია, რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება საჩივარზე პასუხის გაცემა. 5.2.საჩივრის განხილვას ვადაა ერთი თვე. 5.3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისთვის აუცილებელია საჩივრის განსახილლველად ერთ თვეზე მეტი ვადა, შესაბამისი პირი /სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია, გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საჩივრის ვადის განხილვის ვადის გაგარძელების შესახებ, შენამდებარე მუხლის 5.2 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებითი ერთი თვით. 5.4. ამ წესის 5.3. მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს ინფორმაცია ვადის გაგრძელებაზე უნდა ეცნობის საჩივრის სკოლაში რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში. 5.5. საჩივარზე პასუხი უნდა იყოს დასაბუთებული. 5.6. სკოლის მიერ მომზადებულ კორესპონდენციაში, საჭიროების შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. თავი II. საჩივრის განხილვის წესი დისციპლინური წარმოებისას მუხლი 6. დისციპლინური სახდელის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ზოგადი წესი 6.1. დირექტორის/დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება .დისციპლინარული სახდელის დაკისრება