ტყიბული, სოფ. ძიროვანი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 25
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · ტყიბული · ტყიბული, სოფელი ძიროვანი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
1. სკოლის მისია და ხედვა შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს; სსიპ-ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლის მისიაა: სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლა ემსახურება გონიერი, ჯანსაღი და თავისუფალი მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებას. სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად უზრუნველყოფს მოსწავლეების აზროვნების განვითარებას, წიგნიერი, სამართლიანი, კომუნიკაბელური, ტოლერანტული თვისებებისა და ზნეობრივად განვითარებული პიროვნების აღზრდას, რომელიც შეძლებს ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას, რაც მომავალში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საწინდარია. სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს ჯანსაღი, წიგნიერი, ტოლერანტი მსოფლიო მოქალაქე და განუვითაროს მაღალი სააზროვნო უნარი. სწავლების გზით, სკოლის საბაზო საფეხურის კურსადამთავრებული შეძლებს მომდევნო ეტაპებზე ინტეგრირებას თანამედროვე სამყაროში. სსიპ-ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო საჯარო სკოლის ხედვა: სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლა პროგრესული, ფსიქოპედაგოგიური მიდგომებითა და განათლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩამოყალიბებას მაღალგანვითარებულ, განათლებულ პიროვნებებად. მრავალფეროვანი ღონისძიების მეშვეობით. სკოლა ზრუნავს ბავშვის ჯანსაღ გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ განვითარებაზე, რათა მოსწავლე ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, ჰარმონიულად პასუხობდეს თანამედროვე ცივილიზაციის ყველა გამოწვევას. სკოლის თანამშრომლებს ნათლად აქვთ გაცნობიერებული, რომ თითოეულ ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, განსახვავებული შესაძლებლობები, შემოქმედებითი თუ კოგნიტური პოტენციალი და ეხმარებიან მას, იქცეს თავისუფლად მოაზროვნე, გონიერ, შემოქმედებით ნატურად. ჩვენს სკოლაში მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან კარგად აპრობირებული, ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდებით. სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლის მისია და ხედვა შესაბამისობაშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან. სკოლა ზრუნავს გონიერი, ჯანსაღი, თავისუფალი, ტოლერანტი, დემოკრატიული ღირებებულებების მატარებელი მოზარდების ფორმირებაზე. მოსწავლეებს განვუვითარებთ ავტონომიურობას. ღირებულებები: თავისი საქმიანობის ფარგლებში სკოლა ეყრდნობა განათლების სფეროში საყოველთაოდ აღიარებულ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა: თანამშრომლობა; გუნდურობა; ღიაობა: დემოკრატიული მართვა; უსაფრთხოება; განათლების მაღალი ხარისხი; კონკურენტუნარიანი, პატრიოტი მოქალაქის აღზრდა; გლობალურ პროცესში ინტეგრაცია; საზოგადოების მაღალი ჩართულობა. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი მისია შემუშავებულია 2020-2026 წლებისათვის და მასში ხაზგასმულია სკოლის მიერ საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა, ნაკლებადაა გათვალისწინებული ახალი გამოწვევები და საკანონმდებლო ცვლილებები. 2024-2025 სასწავლო წლიდან სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლა შეიმუშავებს ახალ მისიასა და ჩამოაყალიბებს ახლებურ ხედვას, რომელშიც გავითვალისწინებთ ეროვნული სასწავლო გეგმის შემდეგ პრიორიტეტებს: გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის; სამეწარმეო უნარების განვითარება და ინიციატივების წახალისება; ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; სკოლის საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნა; ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და უსაფრთხოების დაცვა;
სკოლის სტრუქტურა დამტკიცებულია სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანებით სკოლის დირექტორის მ/შ : /ნ. სოფრომაძე/ სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციების აღწერა თავი I. პირების ფუნქციები მუხლი 1.ზოგადი დებულებები 1. სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციების აღმწერი დოკუმენტი განსაზღვრავს სკოლაში მოქმედი სტრუქტურული ერთეულებისა და დაასაქმებული პირების ძირითად ფუნქციათა ჩამონათვალს. 2. სკოლა ვალდებულია გააცნოს „თანამდებობრივი ინსტრუქციები“ თავის დასაქმებულს. მუხლი 2. სკოლის დირექტორი 1. არის სკოლის წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს სკოლაში, მართავს სკოლას და ხელს უწყობს სკოლის უწყვეტ განვითარებას ყველა მოსწავლისათვის სწავლებისა და სწავლის მაღალი ხარისხისა და სწავლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით. ის თავისი ფუნქციების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. 2. ხელს უწყობს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევასა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას. 3. უზრუნველყოფს სკოლის შემდგომ წინსვლასა და განვითარებას სკოლის თვითშეფასების საფუძველზე. 4. თანაბარ ყურადღებას იჩენს მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ნიშნისა. 5. ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საამრიგებლო პროგრამების განხორციელებას, დამრიგებლებსა და მოსწავლეებს აძლევს მითითებებს და დავალებებს. 6. იცავს მოსწავლესთან, მშობელთან, მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას. 7. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზრუნავს საკუთარ და სკოლის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე. 8. . შეიმუშავებს საშტატო განრიგს; 9. სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკას, სკოლის განვითარების სტრატეგიასა და სკოლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას, აგრეთვე სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს; 10. მონაწილეობს სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში და დასამტკიცებლად წარუდგენას პედაგოგიური საბჭოს; 11. სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას; 12. სკოლის სამეურვეო საბჭოს ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ; 13. უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულია სამეურვეო საბჭოს ან კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა; 14. გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს; 15. ნიშნავს დირექტორის იმ მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. 16. სკოლის დირექტორი თავის საქმიანობას ახორციელებს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს N80/ნ ბრძანებით დამტკიცებული სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 აგვისტოს N785 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობებისა და ზოგადი განათლების სისტემაში არსებული სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. 17. საჯარო სკოლის დირექტორის შერჩევა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 26 სექტემბრის N109/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის შესაბამისად. მუხლი 3. დირექტორის მოადგილე/მოადგილეები 1. დირექტორის პირველი მოადგილე თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, შინაგანაწესით, ამ ინსტრუქციით, დირექტორის სკოლის ტერიტორიაზე სამოქმედოდ გამოცემული ბრძანებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 1. 2. დირექტორის მოადგილეს ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.
სტრატეგიული გეგმა სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი(შვიდწლიანი) გეგმა გრძელვადიანი პრიორიტეტები 2023-2030 ჩვენთვის მოსწავლის აკადემიური და სოციალური წარმატებები მთავარი ღირებულებაა, ამიტომ 2023-2030 წლებში სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლის გრძელვადიან პრიორიტეტებს წარმოადგენს: • სასკოლო საზოგადოებაში ცოდნაზე, გულწრფელობაზე, ღიაობაზე, თანამონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების, დემოკრატიის პრინციპების გაზიარება და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება; • მისიასა და ხედვაზე დაფუძნებით სკოლის უნიკალური კულტურის ჩამოყალიბება; • მოსწავლეთა მიღწევებსა და წინსვლაზე ორიენტირება და სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული პედაგოგიური მიდგომების დანერგვა; • მიკუთვნებულობის განცდის კულტურის ჩამოყალიბება; • განვითარებაზე ორიენტირებული აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის ორგანიზაციული სისტემის შექმნა. სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათის გამოვყავით რამდენიმე პრიორიტეტი პრიორიტეტი 1. სასკოლო საზოგადოებაში ცოდნაზე, გულწრფელობაზე, ღიაობაზე, თანამონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების, დემოკრატიის პრინციპების გაზიარება და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება; მიზანი 1. ოპტიმალური და ეფექტური სასკოლო სტრუქტურის შექმნა: ამოცანები: 1.1. თვითმმართველობითი ორგანოების ხელშეწყობა და მათი დებულებების, რეგლამენტების და ინსტრუქციების შემუშავება. 1.2 თვითმმართველი ორგანოებისთვის ფუნქციების დელეგირება. 1.3 სკოლის მარეგულირებელ დოკუმენტთა შემუშავება და ზრუნვა მათ ფუნქციონირებაზე. მიზანი 2. ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა. ამოცანები 2.1. კვალიფიციური კადრების მოზიდვა შენარჩუნება; 2.2. ფუნქციების სწორი განაწილება; 2.3 ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება მართვის კუთხით; 2.4. ლიდერთა ჯგუფის რეზერვის მომზადება; 2.5. სკოლის დირექტორი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ და მინიტორინგს უწევენ სწავლებისა და შეფასების პროცესებს; 2.6. სკოლის დირექტორმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გაანალიზონ და გამოიყენეონ სხვადსხვა მონაცემები მნიშვნელოვანი სასწავლო და ოგანიზაციული გადაწყვეტილებების მისაღებად. პრიორიტეტი 2. მისიასა და ხედვაზე დაფუძნებით სკოლის უნიკალური კულტურის ჩამოყალიბება; მიზანი 1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექტი. ამოცანები 2.1. მასწავლებელთა ტრენინგ პროგრამებში მონაწილეობა; 2.2. მასწავლებელთა ურთიერთდასწრება და კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტის ხელშეწყობა; 2.3. ხარისხის მართვის ჯგუფის გაძლიერება და ხელშეწყობა. 2.4. ბიბლიოთეკის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის როლი სასკოლო ცხოვრებაში; 2.5. მასწავლებელთა სკოლის საჭიროებების და საგანმანათლებლო საჭიროებების კვლევების კუთხით მხარდაჭერა და ხელშეწყობა. 2.6. პარტნიორულ ურთიერთობათა ქსელში უფრო მეტი მასწავლებლის ჩართვა; 2.7.პედაგოგთა რეგულარული ინფორმირებულობა განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებისა და ცვლილებების შესახებ; მიზანი 2. სკოლის მატერიალურ - ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. ამოცანები 3.1. სკოლის ეზოში სპორტული დარბაზის მშენებლობა; 3.2. მატერიალურ პასუხისმგებელ პირებზე ფუნქციების განაწილება; 3.3. მატერიალური ფასეულობების დაცვა, განახლება, შეძენის პროგრამების შემუშავება; პრიორიტეტი 3. მოსწავლეთა მიღწევებსა და წინსვლაზე ორიენტირება და სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული პედაგოგიური მიდგომების დანერგვა; მიზანი 1. პოზიტიური ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა. ამოცანები 1.1. კვლევების ჩატარება მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად და ამ საჭიროებებზე აგებული სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენა. 1.2. ლექციების ჩატარება მე-2-3 საფეხურის მოსწავლეებთან მოსწავლეებისთვის აქტუალურ საკითხებზე. 1.3. საგნობრივმა კათედრებმა დასახონ ღონისძიებები, რომელიც სკოლაში ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას და სააღმზრდელო ღონისძიებების სრულყოფას; 1.4 მოსწავლეებისათვის არჩევით საგნად საგნის „მეწარმეობა“ შეთავაზება; მიზანი 2. დამატებითი განათლების უზრუნველყოფა. ამოცანები 2.1 პროფესიულ სასწავლებლებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელება; 2.2 სკოლაში ექსტრაკურიკულარული აქტივობების განხორციელება პროფესიული ორიენტაციის კუთხით; 2.3. ფასიანი მომსახურების დებულების განახლება; 2.4. შესაბამისი კადრების მოძიება, მოზიდვა და შენარჩუნება. მიზანი 3. სკოლის იმიჯის გაზრდა. ამოცანები 3.1. სკოლის იმიჯზე მომუშავე ლიდერთა ჯგუფის შექმნა; 3.2. ჯგუფის ტრენინგ-პროგრამებში ჩართვა პიარის კუთხით; 3.3. საზოგადოებასთან ურთიერთობის მრავალფეროვანი მიმართულებების დადგენა; 3.4. სოციალურ პარტნიორებთან სტაბილური ურთიერთობის მიღწევა; 3.5. ხარისხის მართვის ტექნოლოგიების აუცილებელი ელემენტების დანერგვა; 3.6. განათლების სფეროში მზარდი საერთაშორისო რესურსების მოზიდვა და გამოყენება; პრიორიტეტი 4. მიკუთვნებულობის განცდის კულტურის ჩამოყალიბება; მიზანი 1. მშობელთა ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში. ამოცანები 1.1. სკოლის ,,SWOT’’ ანალიზის განხორციელება და შედეგების შეფასება მშობლებთან ერთად; 1.2. მშობელთათვის პედაგოგიზაციის მიზნით სემინარების ჩატარება; 1.3. მოხალისეთა ჯგუფების შედგენა; 1.4. მშობელთათვის ინფორმაციის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილება.
წლიური სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2024 წლის -09 სექტემბრის N 1 სხდომაზე ________ხელმოწერილია____________________________ თავმჯდომარე: თ. სოფრომაძე სკოლის 2024-2025 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლამ 2024-2025 სასწავლო წლის სტრატეგიული გეგმის შედგენისას იხელმძღვანელა წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიით. გარდა ამისა, გაითვალისწინა ახალი გამოწვევები და მეტი განვითარებისათვის გამოყო 5 ძირითადი მიმართულება. ესენია: სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება; სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება და ორგანიზაციული განვითარება; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა; მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა. სკოლას გათვალისწინებული აქვს მთელი რიგი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების შესრულებას და საბოლოო ჯამში ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას. ამოცანები აქტივობები შესრულების ვადები პასუხისმგებელი პირი/პირები ახალი პროგრამების შემუშავება კურიკულუმების (მატრიცების/შემაჯამებელ-კომპლექსური დავალებების/) წლიური პროგრამების შემუშავება/განხორციელება 2024-2025 სასწავლო წელი მასწავლებლები, საგნობრივი კათედრები სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება 2024 წლის 9 სექტემბერი დირექტორი, დამრიგებელი სადამრიგებლო პროგრამების ეფექტურად შესრულების ხელშეწყობა 2024-2025 სასწავლო წელი დირექტორი სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება შიდა სასკოლო პროექტების დანერგვა და მართვა (პრეზენტაციები, კონკურსები, ოლიმპიადები, მიზნობრივი ექსკურსიები და სხვა); 2024-2025 სასწავლო წელი დირექტორი, დამრიგებლები, კათედრები, მასწავლებლები სხვადასხვა სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობა, მოსწავლეთა მომზადება ოლიმპიადებისთვის; 2024-2025 სასწავლო წელი დირექტორი, კათედრები, საგნის მასწავლებლები მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, სკოლის მიერ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო მომსახურებების შეთავაზება; 2024-2025 სასწავლო წელი დირექტორი სასწავლო პროცესის მონიტორინგი და მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლის შედეგად თანმდევი დამატებითი სამუშაოების განხორციელება (რემედიაცია, დიაგნოსტიკური წერები); 2024-2025 სასწავლო წელი დირექტორის მოადგილე, საგნობრივი კათედრები მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა გამოკითხვა, მისი ანალიზი და ანალიზის შედეგების გათვალისწინება, თანმდევი ღონისძიებების განხორციელება 2024-2025 სასწავლო წელი დირექტორი, დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული საგნობრივი ტრენინგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მონაწილეობის ხელშეწყობა 2023-2024 სასწავლო წელი დირექტორი, დირექტორის მოადგილე შიდა სასკოლო ტრენინგების ორგანიზება კურიკულუმისა და კომპლექსური დავალებების შექმნა/წარმოების თაობაზე (საჭიროების შემთხვევაში) 2024-2025 სასწავლო წელი დირექტორი, დირექტორის მოადგილე მაძიებლების არსებობის შემთხვევაში ტუტორების აქტიური მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში შიდა სასკოლო კონსულტაციების გამართვა მაძიებელ მასწავლებლებთან 2024-2025 სასწავლო წელი დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ტუტორები ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის მიერ გაკვეთილებზე დასწრება და მასწავლებლებისათვის უკუკავშირის გაზიარება 2024-2025 სასწავლო წელი ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი კოლეგების ურთიერთდასწრება და საუკეთესი პრაქტიკის ერთმანეთისათვის გაზიარება 2023-2024 სასწავლო წელი კათედრები კოლეგიური ორგანოების აქტიური მუშაობა საგნობრივი კათედრების მიერ შესაბამისი მიმართულებით სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა საკითხების განხილვა 2023-2024 სასწავლო წელი კათედრები კათედრების მიერ შემაჯამებელი და დიაგნოსტიკური წერების ანალიზი 2024-2025 სასწავლო წლის დეკემბერი, ივნისი კათედრები თანამედროვე მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება 2024-2025 სასწავლო წელი ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭრის ჯგუფი, კათედრები მოსწავლეთა თვითმართველობის მიერ მათთვის საინტერესო საკითხების, პროექტების, ღონისძიებების ინიცირება, კლუბების ჩამოყალიბება 2024-2025 სასწავლო წელი მოსწავლეთა თვითმმართველობა მოსწავლეთა თვითმართველობის მუშაობის ხელშეწყობა და იდეების განხორციელებაში დახმარების გაწევა 2024-2025 სასწავლო წელი სასკოლო საზოგადოება მრჩეველთა საბჭოსა და დიციპლინური კომიტეტის მუშაობის ხელშეწყობა 2024-2025 სასწავლო წელი დირექცია პედაგოგიური საბჭოს და სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირების ხელშეწყობა 2024-2025 სასწავლო წელი დირექცია ახალი სასწავლო წლისათვის დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება, შეთანხმება, განხილვა- დამტკიცება. მასში არასავალდებულო ხასიათის მომსახურების ჩამონათვალის აღწერილობის განრიგისა და პირობების დეტალური გაწერა. 2024 წლის სექტემბერი დირექტორი, სტრუქტურული ერთეულები: სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება/ცვლილების შეტანა 2024-2025 სასწავლო წელი დირექტორი, სამეურვეო საბჭო.
პროგრამები, მხარდაჭერის სერვისები დამტკიცებულია სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანებით სკოლის დირექტორის მ/შ : / ნ.სოფრომაძე / მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს 2. აღნიშნული მექანიზმი ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლეზე სასწავლო და სამუშაო პროცესში მუხლი 2. მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმის აღმწერები: 1. მოსწავლეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით ან/და ზეპირად გამოხატოს საკუთარი აზრი და გამოიჩინოს ინიციატივა 2. მოსწავლეს ან/და მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ინიციატივით მიმართოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას/კლასის დამრიგებელს/დირექციას და ჩაერთოს ინიციატივის განხილვის პროცესში 3. მოსწავლეთა თვითმმართველობა ან/და კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივას და მიმართოს სკოლის დირექციას 4. სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივების მხარდასაჭერად შესაძლებელია შეიქმნას: 4.1. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვისა და განხორციელების მხარდამჭერი ჯგუფი 4.2. მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელების პროცესისა და შედეგების მონტორინგის ჯგუფი 5. მოსწავლეთა ინიციატივების განსახორციელებლად სკოლას შეუძლია ფინანსური რესურსის მობილიზება 6. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით სკოლა უზრუნველყოფს სპეციალური სამუშაო სივრცის მოწყობასა და საინფორმაციო კამპანიას 7. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვა-განხორციელებისას დაუშვებელია რომელიმე მოსწავლის დისკრიმინაცია ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მოსწავლის უფლება-ვალდებულებების შეზღუდვას. 8. კანონმდებლობით დადგენილი წესით სკოლა უფლებამოსილია შეიძინოს და განკარგოს ნებისმიერი რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელებას 9. ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება ღიად ისაუბროს საკუთარი ინიციატივის შესახებ და აღნიშნული მექანიზმის საფუძველზე განსახილველად წარადგინოს საკუთარი სამომავლო ხედვა. 10. ნებისმიერი მოსწავლე უფლებამოსილია საკუთარი ინციატივის მხარდაჭერისა და განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრთან მუხლი 3. პასუხისმგებლობა 1. წინამდებარე მექანიზმის სრულად დაცვის მიზნით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ: 1.1. მოსწავლეებს 1.2. მოსწავლეთა თვითმმართველობას 1.3.სკოლის დირექციას 1.4. კლასის დამრიგებელს 2. აღნიშნულ დოკუმენტში შეტანილმა ნებიმიერმა ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის რაიმე სახით შეზღუდვა 3. ,,მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს“ ამტკიცებს სკოლის დირექტორი შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 4. აღნიშნულ დოკუმენტში ნებისმიერი ცვლილებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია ამავე მუხლის მე- 3 პუნქტის საფუძველზე
ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანებით სკოლის დირექტორის მ/შ : / ნ.სოფრომაძე / გასაჩივრების დეტალური პროცედურები სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლა სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უფლებას, გაასაჩივროს მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება. ამის მისაღწევად სკოლამ შეიმუშავა საჩივრების მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი განხილვის ეფექტიანი მექანიზმი. საჩივრების ეფექტური სისტემა დაემყარა შემდეგ ძირითად პრინციპებს ემყარებოდეს: • წამოჭრილი პრობლემის არაფორმალური მოგვარების მხარდაჭერა; • საჩივრების პროცედურების ხელმისაწვდომობა; • საჩივრების პროცედურების სიმარტივე; • გონივრული და მკაფიოდ განსაზღვრული დროის ფარგლები საჩივრის განხილვის/გამოძიებისა და გადაწყვეტისათვის; • საჩივრით წამოჭრილი საკითხების სამართლიანი, სრული და მიუკერძოებელი განხილვა/გამოძიება და გადაწყვეტა. ხელმისაწვდომობა და საჯაროობა. სსიპტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლაში მოქმედი საჩივრების პროცედურები საჯარო და ფართოდ ხელმისაწვდომია. თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს თავისი უფლებების, სკოლაში არსებული საჩივრების სისტემისა და პროცედურების შესახებ. ინფორმაცია საჩივრების პროცედურების შესახებ გამოქვეყნებულია • სკოლის სოციალურ გვერდზე; • სკოლის შენობაში თვალსაჩინო ადგილას. მნიშვნელოვანია, რომ პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში მოსწავლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს აქვთ დროული რჩევის მიღების შესაძლებლობა ამ პრობლემის მოგვარების საშუალებების შესახებ. ამისათვის საჯარო სკოლა უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირის შესაძლებლობას, გაიაროს კონსულტაცია სკოლის სადავო საკითხზე პასუხისმგებელი პირთან. ასეთი კონსულტაცია კონფიდენციალური ხასიათისაა და იგი არ ითვლება ფორმალური საქმისწარმოების დაწყების საფუძვლად. პრობლემის არაფორმალური მოგვარება. საჩივრების სისტემის არსებობა და მის საფუძველზე გარკვეული გამოძიების განხორციელება სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლის მიერ მისი საგანმანათლებლო ფუნქციის შესრულებას ემსახურება. გარდა ამისა, სკოლის ეფექტური ფუნქციონირების ძირითადი პირობა სკოლის თანამშრომლებსა და მოსწავლეებს შორის კეთილგანწყობისა და ნდობის მაღალი ხარისხია. შესაბამისად, ფორმალური საჩივრის წარდგენამდე ყველა დაინტერესებული პირი ვალდებულია, წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრას არაფორმალურად, სადავო საკითხზე პასუხისმგებელიპირისადმი მიმართვის გზით შეეცადოს. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევასთან, რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნით დევნასთან ან როდესაც ნებისმიერმა დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს პიროვნების კანონიერ ინტერესებს. ამ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, პირდაპირ წარადგინოს ფორმალური საჩივარი. საჩივრების განმხილველი ორგანო. სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლის წესდების მიხედვით, საჩივრებს განიხილავს დირექტორი, სამეურვეო საბჭო ან სააპელაციო კომიტეტი, რომელიც იქმნება სამეურვეო საბჭოს მიერ. დაუშვებელია, საქმის განხილვა/გამოძიებასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღოს პირმა, რომელსაც პირადი ინტერესი აქვს საქმის შედეგისადმი, საჩივრით ინიცირებული საქმის წარმოების მხარეა, საქმისწაროების ერთ-ერთ მხარესთან, თანამდებობრივი ურთიერთობის გარდა, აქვს ნათესაური, მეგობრული ან სხვა ახლობლური ურთიერთობა. ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში დირექტორი, სამეურვეო საბჭოს ან სააპელაციო კომიტეტის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. თუ ის არ განაცხადებს თვითაცილებას, მას აცილება შეიძლება მისცენ საქმისწარმოების მხარეებმა. განცხადება აცილების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს. პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს, მისცეს განმარტება. სააპელაციო კომიტეტის აცილებული წევრის ჩანაცვლება უნდა მოხდეს სამეურვეო საბჭოს მიერ შერჩეული პირით, ხოლო დირექტორის ნაცვლად საჩივარს განიხილავს სამეურვეო საბჭო ან სააპელაციო კომიტეტი. საჩივრის სუბიექტი. ფორმალური საჩივრის წარდგენის უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერ ინტერესზე გავლენას ახდენს სკოლის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ან სხვა ქმედება, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ან მასწავლებლის ქმედება. საჩივრის წარდგენა უნდა მოხდეს სადავო ქმედების განხორციელებიდან ან ადმინისტრაციული აქტის გამოცემიდან 30 დღის ვადაში. გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ 30-დღიანი ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, სკოლის ან სხვა საპატიო მიზეზით. სკოლის ადმინისტრაციის წევრს უფლება არ აქვს, წარადგინოს საჩივარი მის მიერ ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით.
ამჟამად სკოლა არის იჯარით კერძო პირის საცხოვრებელ სახლში. ასაშენებელია ახალი სკოლა 30 მოსწავლეზე გათვლილი
ფინანსები დამტკიცებულია სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2024 წლის 9 სექტემბრის N 1 სხდომაზე ________ხელმოწერილია___________ თავმჯდომარე: თ.სოფრომაძე 2024-2025 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისი ფინანსური გეგმა სკოლა მცირეკონტიგენტიანია და გადასულია იჯარით კერძო პირის საცხოვრებელ სახლში, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. ყოველთვიური გადასახადი საშემოსავლო გადასახადთან ერთად შეადგენს 625 ლარს. ძირითადი ამოცანაა ახალი სკოლის აშენება. ბიუჯეტის თანხა ძირითადად იხარჯება სამეურნეო, საკანცელარიო საქონლის შესაძენად. წლის განმავლობაში ხდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთების, სასკოლო -სასწავლო ლიტერატურისა და სპორტული განმავითარებელი ნივთების შეძენა. სკოლა ორიენტირებულია რაც შეიძლება მცირე ხარჯი გასწიოს ბიუჯეტიდან, რათა იჯარაში გადასახდელი თანხა დაზოგოს.