ტყიბული, სოფ. ხრესილი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 25
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · ტყიბული · ტყიბული, სოფელი ხრესილი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სკოლის მისიაა მოსწავლეს შეუქმნას გონებრივი, ფიზიკური, აკადემიური განვითარებისათვის უსაფრთხო, პოზიტიური გარემო. ხელი შეუწყოს ეროვნულ ნიადაგზე აქტიური მოქალაქის ფორმირებას, რომელიც შეძლებს ცოდნის გამოყენებას საკუთარი, კულტრურული მემკვიდრეობის დაცვას, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი მიზნებისათვის. სკოლის ხედვა სკოლის ხედვა ეფუძნება სასკოლო პროცესების მოსწავლის ინტერესებზე ორიენტირებას. სკოლა 2031 წლისთვის იქნება მუნიციპალიტეტის მასშტაბით მაღალი ნდობისა და აღიარების მქონე ზოგადსაგანმნათლებლო დაწესებულება, რომელიც სასკოლო საზოგადოების კონსტრუქციული თანამშრომლობით, მაღალი პროფესიონალიზმით, მდგრდი განათლების მიზნების გაცნობიერებით, ხელს შეუწყობს თითოეული მოზარდის წარმატებას. გამოუმუშავებს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს ახალგაზრდებს. ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და მისიის განხორციელების მიზნით სკოლა იხელმძღვანელებს პრინციპებითა და მიდგომებით, რომლებიც დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს გახდნენ გლობალური სივრცის ღირსეული მოქალაქეები: • გუნდური მუშაობა; • სამართლიანობა; • ურთიერთპატივისცემა და ტოლერანტობა; • მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებზე ორიენტირება; • პროფესიული ზრდა და განვითარება; • წარსული გამოცდილების გათვალისწინება; • გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; • კულტურული მემკვიდრეობა და ეროვნული ფასეულობები;
სკოლას ჰყავს დირექტორი, პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო, მოსწავლეთა თვითმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, მჩეველთა საბჭო. სკოლას ემსახურება: საქმის მწარმოებელი , სპეციალური პედაგოგი, ბუღალტერი, ტექნიკური პერსონალი, ბიბლიოთეკარი, კათედრის ხელმძღვანელები.
სკოლას ყავს დირექცუია, სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმართველობა , სააპელაციო კომიტეტი.
სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა 2024 წლის სექტემბრის თვეში.