რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთის საჯარო სკოლა

იმერეთი · ტყიბული · ტყიბული, სოფელი სოჩხეთი

რეესტრის კოდი#796
მოსწავლე39
მასწავლებელი16
შენობა2
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ეთერი კაშია
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ტყიბული, სოფელი სოჩხეთი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
22
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები2 დამატებითი მასალა

სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთის საჯარო სკოლის მისიაა: განათლების ხარისხის ამაღლება და მუდმივი განახლება; ესგ-ის საგნობრივი სტანდარტების განხორციელების მექანიზმების დანერგვა. ჯანსაღი,კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების სწავლისა და კვლევისათვის აუცილებელი გარემოსა და პირობების შექმნა. მოსწავლეთა ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა და მათი განვითარების ხელშეწყობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების ფლობისა და გამოყენების უნარების ჩამოყალიბება, სამშობლოს მოყვარული, ჰუმანური, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა. ოჯახთან ერთად შევუქმნათ მათ საფუძველი ცხოვრებისეული გამოწვევების დასაძლევად და წარმატების მისაღწევად. შევიტანოთ წვლილი ღირსეული პიროვნების აღზრდაში. სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთის საჯარო სკოლა, მისიის მისაღწევად : • ქმნის ეფექტურ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემოს; • ზრუნავს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფაზე, განვითარებასა და აღჭურვაზე; • უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის წარმართვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით; • ხელს უწყობს მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებას; • ზრუნავს პედაგოგების მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაზე; • მუდმივად ავითარებს და სრულყოფს სასწავლო რესურსებს; • ხელს უწყობს მშობლის აქტიურ ჩართულობას შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში; • ქმნის კულტურულ, შემოქმედებით, ეთიკურ და მორალურ ორიენტირებზე დაფუძნებულ სასკოლო სივრცეს; • მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა ინიციატივების წახალისებაზე და მათ ჩართვაზე სხვადასხვა პროექტებში, კონკურსებში, ოლიმპიადებსა და საერთაშორისო პროგრამებში; • ხელს უწყობს სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას; დაწყებითი საფეხურის მისიაა: ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნის მოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის მისია: საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძვლების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის. საშუალო საფეხურის მისიაა: ა) საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება; ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად. ხედვა სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთის საჯარო სკოლას აქვს განვითარების ამბიციური ხედვა. სკოლის საზოგადოების მიზანია სკოლა იქცეს კონკურენტულ საგანმანათლებლო ორგანიზაციად არა მარტო მუნიციპალიტეტის, არამედ რეგიონის მასშტაბით. მიზნის მისაღწევად სკოლა განავითარებს განათლების ხარისხს როგორც ჰუმანიტარული, ასევე ტექნიკური მიმართულებით: მაქსიმალურად გამოიყენებს თანამედროვე საინფორმაციო-ტექნიკურ საშუალებებს სწავლების პროცესში, სასკოლო ცხოვრებაში მხარდაჭერილი იქნება არაფორმალური განათლება. მოსწავლეებს შეექმნებათ ისეთი გარემო, რომელიც მიმართული იქნება მათში თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებების ჩამოყალიბებაზე. თავისუფალი და კრიტიკული აზროვნება, საჭირო უნარების ჩამოყალიბება, შესაძლებლობების რეალიზების პირობები სკოლაში და სკოლის გარეთ, ეროვნული და კაცობრიობის ღირებულებების ზიარება და დაფასება იყო და იქნება სოჩხეთის საჯარო სკოლის ხედვა. სკოლის ძირითადი ღირებულებები: 1. გუნდურობა და თანამშრომლობა; 2. სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; 3. აღიარება და პატივისცემა; 4. პროფესიული განვითარება და დაფასება; 5. თანამონაწილეობა და საჯაროობა; 6. პატრიოტიზმი და ეროვნული ფასეულობების დაცვა; 7. უსაფრთხოება და უკონფლიქტო გარემო;

სტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სკოლის სტრუქტურა მოიცავს: სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგიურ საბჭოს, მრჩეველთა საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს; უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ პირს; საგნობრივ კათედრებს; საჯარო სკოლის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. საჯარო სკოლის მართვა ხორციელდება საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის საფუძველზე.

სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ -ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთის საჯარო სკოლის სტრატეგიული გეგმა (მოკლე აღწერა) სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთის საჯარო სკოლის სტრატეგიული გეგმა წარმოადგენს გრძელვადიან სკოლის სამოქმედო, განვითარების მნიშვნელოვან დოკუმენტს. იგი შედგება: ექვსწლიანი სტრატეგიული გეგმისაგან და ერთწლიანი სამოქმედო გეგმისაგან. ექვსწლიანი სტრატეგიული გეგმა შედგება ძირითადი მიმართულებებისა და ორიენტირებისაგან. სამოქმედო გეგმა წარმოადგენს მოკლევადიანი მიზნების მისაღწევად დაგეგმილი მოქმედებების გეგმას, რომელიც სკოლის მისიიდან და სკოლის ექვსწლიანი სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. გეგმა ითვალისწინებს აქტივობების აღწერას, ახდენს ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის იდენტიფიკაციას და ადგენს მონიტორინგის განხორციელების მექანიზმებს. სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი მოხდება სასწავლო წლის ბოლოს, რის საფუძველზეც ცვლილებები და დამატებები შევა საკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმაში. სტრატეგიული გეგმის ძირითადი მიმართულებები და ორიენტირები ძირითადი მიმართულებებია: მართვისა და გადაწყვეტილებების სისტემატიზაციის მიზნით დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: სკოლის ადმინისტრაციული დოკუმენტაციის შემუშავება და დამტკიცება, აუმჯობესებს სკოლის ფორმალურ კულტურას, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზაციული განვითარებისათვის. სკოლის ავტორიზაციის მოპოვება და მისი შენარჩუნება, ორგანიზაციის ფიზიკური არსებობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. საქმიანობის მონიტორინგისა და სკოლის თვითშეფასების მუდმივმოქმედი ციკლის დანერგვა: სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდება შუალედური და წლიური თვითშეფასება, რომლისთვისაც გამოყენებული იქნება ინტერვიუები, კითხვარები, ფოკუს-ჯგუფები და დოკუმენტაციის ანალიზი. აღნიშნული საქმიანობები ხელს შეუწყობს ობიექტური თვითშეფასების სისტემის დანერგვას, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და სკოლის, როგორც თვითგანვითარებადი ორგანიზაციად ჩამოყალიბებას. ხარისხის მართვის ჯგუფის ჩამოყალიბება და ამოქმედება ხელს შეუწყობს მიზნობრივი სასწავლო -აღმზრდელობითი პროგრამებისა და შესაბამისი მასალების შემუშავებასა და დანერგვას; მასწავლებელთა საჭიროებაზე ორიენტირებული საქმიანობების ორგანიზებას. სარეკლამო საქმიანობის წარმართვა უზრუნველყოფს: სკოლის ვებ გვერდზე და სოციალურ ქსელებში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგება: სასწავლო წლის განმავლობაში შუალედური და წლიური მონიტორინგის/შეფასების შედეგებისა და რეკომენდაციების საფუძველზე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზი/აუზი აღიჭურვება სასწავლო ინვენტარითა და საჭირო სასწავლო თვალსაჩინო მასალით, რათა სწავლება/სწავლის პროცესი გახდეს მიზნობრივი და კრეატიული, როგორც მოსწავლეებისათვის ასევე მასწავლებლებისთვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის განხორციელებისათვის დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შეფასებისა და წახალისების რეიტინგულ-დაგროვებითი სისტემის დანერგვა, რომელიც სავალდებულო იქნება ყველა მასწავლებლისათვის. აღნიშნული მოდელი ხელს შეუწყობს მასწავლებლებს საკუთარი შესაძლებლობების თვითრეალიზებასა და კარიერულ ზრდას. ბიბლიოთეკის გამდიდრება (გაკვეთილის მოდელები, სილაბუსები, მეთოდური სახელმძღვანელოები) ხელს შეუწყობს მოქმედ მასწავლებლებს კარიერულ წინსვლაში,დაგროვილი გამოცდილების გაზიარებაში,ხოლო დამწყებ მასწავლებელს დაეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტურ წარმართვაში. სკოლის მასწავლებლების საჭიროებების დადგენა და კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა აქტივობების შეთავაზება, ხელს შეუწყობს მაწავლებელთა საქმიანობის დაგეგმვასა და წარმართვას. საგნობრივი კათედრების ეფექტური ფუნქციონერება განმსაზღვრელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტურობისა. სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება და მათი შესაძლებლობების თვითრეალიზაციის ხელშეწყობა,რომლის ძირითადი ორიენტირებია: მოსწავლეთა შესაძლებლობების და ინტერესების კვლევა, ინდივიდუალური განვითარების რუქების შემუშავება, რომლის მიხედვით დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები. სკოლის ბიბლიოთეკის ეფექტურად ფუნქციონერების ხელშეწყობის მიზნით აღიჭურვება ბიბლიოთეკა სათანადო ლიტერატურით, ინტერნეტით. მოეწყობა სამკითხველო სივრცე, ჩატარდება კითხვისა და რიტორიკის გაკვეთილები, ლიტერატურული წრეები, სხვადასხვა წრეები, რაც ხელს შეუწყობს მოზარდებში კითხვის უნარების გაუმჯობესებას. მოსწავლეთა მიღწევების კვლევა და მათი მონაცემთა ბაზის შექმნა: სასწავლო წლის განმავლობაში საგნის მასწავლებლებს, კლასის დამრიგებელს შეაქვს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მოსწრების დისციპლინის და სხვა აქტივობების შესახებ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში (კომპიუტერში). აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე წლის ბოლოს ტარდება მოსწავლეთა მიღწევების კვლევა, მზადდება ანგარიში და რეკომენდაციები სასწავლო პროგრამებისა და სასკოლო სასწავლო გეგმის სრულყოფისათვის, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. სკოლის კულტურის გაუმჯობესებაზე ზრუნვის მიზნით დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: შიდა სასკოლო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა მიმართულია: სკოლის ყველა წარმომადგენელმა გააცნობიეროს და გაიაზროს საკუთარი უფლება მოვალეობები; დაუახლოვდეს ერთმანეთს ფორ

წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 სასწ.წელი..pdf23/04/2024 11:29:50 · 0.13 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები2 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

საჩივრის განხილვის წესი.pdf23/04/2024 13:08:38 · 0.11 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე