ტყიბული, სოფ. მუხურა
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 24
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · ტყიბული · ტყიბული, სოფელი მუხურა
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სოფელ მუხურის N 1 საჯარო სკოლა სკოლის მისია ჩვენი სკოლის მისიაა აღზარდოს თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. საგანმანათლებო საქმიანობა წარმართოს საქართველოს სახელმწიფოს და საგანმანათლებლო ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნის საფუძველზე და აღზარდოს მაღალი აკადემიური განათლების, ანალიტიკურად მოაზროვნე, მოტივირებული, ინფორმირებული, კანონმორჩილი, ტოლერანტი, მრავალმხრივად განვითარებული პიროვნება, რომელიც ორიენტირებულია ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებსა და ვალდებულებებზე. სკოლა ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმებიდან გამომდინარე ზრუნავს შეუქმნას მოსწავლეს, სწავლების ყველა საფეხურზე, წინაპირობები იმისათვის, რომ მან შეძლოს სწორად აირჩიოს თავისი მომავალი განვითარების გზა, მისცეს მას მაღალი ხარისხის პროფესიული საქმიანობის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, უნარები და ღირებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ პიროვნების დასაქმებას სხვადასხვა სფეროში და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. ამ მიზნების მისაღწევად სკოლა ქმნის მართვის, აღზრდის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, შეფასების თანამედროვე სისტემებს.
. სკოლის სტრუქტურა მოიცავს: სამეურვეო საბჭოს ,სკოლის დირექციას,სკოლის ადმინისტრაციას,პედაგოგიურ საბჭოს,მრჩეველთა საბჭოს,მოსწავლეთა თვითმმართველობას დისციპლინურ კომიტეტს,უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ პირს, საგნობრივ კათედრებს. მუხურის N1 საჯარო სკოლის მართვა ხორციელდება საჯაროობისა და გამჭირვალობის პრინციპის საფუძველზე.
სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N 1 საჯარო სკოლას აქვს ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცებულია სამეურვეო საბჭორს მიერ 2023 წლის 8 სექტემბრის N 1 სხდომაზე.
სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N 1 საჯარო სკოლა ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად,უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის ქცევის წესების გაცნობას და კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. ასევე მოსწავლეების, მშობლების და სკოლაში თითოეული დასაქმებულისათვის ცნობილია აპელაციის ყველა მექანიზმი.
საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სურათები
2023-2024 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისი ფინანსური გეგმა. სკოლა მცირეკონტიგენტიანია და სარეაბილიტაციოა, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. ძირითადი ამოცანაა სკოლის გარემონტება. ბიუჯეტის თანხა ძირითადად იხარჯეება სამეურნეო, საკანცელარიო საქონლის შესაძენად. წლის განმავლობაში ხდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთების , სასკოლო - გაზეთების, სასკოლო - სასწავლო ლიტერატურისა და სპორტული განმავითარებელი ნივთების შეძენა.