რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნის საჯარო სკოლა

იმერეთი · ტყიბული · ტყიბული, სოფელი გურნა

რეესტრის კოდი#787
მოსწავლე38
მასწავლებელი20
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
გიორგი ნანიკაშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
22/06/2026
ავტორიზაციის დასრულება
22/06/2035
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ტყიბული, სოფ. გურნა

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
23
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნის საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს მოსწავლე ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე დაფუძნებულ, განათლებულ, კრიტიკულად მოაზროვნე, ჯანსაღ, კანონმორჩილ და პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად, რომელსაც გააჩნია თვითდამკვიდრების, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ცვალებად გარემოში ადაპტაციის უნარი. სკოლა ზრუნავს განათლების ხარისხის მუდმივ ამაღლებასა და განახლებაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტების ეფექტიან განხორციელებაზე და ისეთი უსაფრთხო, პოზიტიური და განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენას, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების ფლობასა და პრაქტიკულ გამოყენებას. ჩვენი მისიაა, ოჯახთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით, შევუქმნათ მოსწავლეებს მყარი საფუძველი ცხოვრებისეული გამოწვევების დასაძლევად, პირადი წარმატებისა და ღირსეული მოქალაქეობრივი პოზიციის დასამკვიდრებლად. სკოლის ხედვა სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნის საჯარო სკოლის ხედვაა, იყოს მდგრადი, პროგრესული და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად უზრუნველყოფს თავისუფალი, კომპეტენტური და მიზანმიმართული პიროვნების ჩამოყალიბებას. სკოლა წარმართავს პიროვნებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესს, იყენებს პროგრესულ ფსიქო-პედაგოგიურ მიდგომებსა და განათლების თანამედროვე ტექნოლოგიებს, ქმნის გარემოს, სადაც მოსწავლეები ავითარებენ პოზიტიურ უნარ-ჩვევებს, სწავლობენ მიღებული ცოდნის სხვადასხვა სიტუაციებში გამოყენებას და ემზადებიან საზოგადოებაში წარმატებული თვითდამკვიდრებისთვის. გურნის საჯარო სკოლა მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში და აღზარდოს თავისუფალი, მოაზროვნე და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეები. სკოლის ძირითადი ღირებულებები სამართლიანობა და მიუკერძოებლობა პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა ურთიერთთანამშრომლობა ინოვაციური მიდგომები და შემოქმედებითი აზროვნება მოსწავლეთა და პედაგოგთა ინიციატივების მხარდაჭერა პროფესიული ზრდა და უწყვეტი განვითარება

სტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სკოლას ჰყავს დირექტორი, პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო, მოსწავლეთა თვითმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, მჩეველთა საბჭო. სკოლას ემსახურება: საქმის მწარმოებელი , სპეციალური პედაგოგი, ბუღალტერი, ტექნიკური პერსონალი, ბიბლიოთეკარი, კათედრის ხელმძღვანელები.

სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სსიპ ტყიბული მუნიციპალიტეტის სოფელ გურნის საჯარო სკოლის 7წლიანი სტრატეგიული გეგმა.pdf28/01/2026 23:06:16 · 0.47 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-2026.pdf25/03/2026 08:46:31 · 1.44 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები4 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

სასწავლო გეგმა.pdf28/01/2026 23:57:38 · 10.77 MB
მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი.pdf28/01/2026 23:57:39 · 0.3 MB
მოსწავლეთა ადაპტაციის მექანიზმი გურნის სკოლაში..pdf28/01/2026 23:57:39 · 0.11 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები3 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

შინაგანაწესი.pdf29/01/2026 00:07:13 · 10.49 MB
საჩივრის განხილვის წესი.pdf29/01/2026 00:07:14 · 0.12 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა
ფინანსები1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

2026წლის ბიუჯეტი.pdf26/03/2026 09:19:38 · 0.86 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე