რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძვლის საჯარო სკოლა

იმერეთი · ტყიბული · ტყიბული, სოფელი დაბაძველი

რეესტრის კოდი#785
მოსწავლე13
მასწავლებელი15
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მარიამი ქარქაშაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ტყიბული, სოფ. დაბაძველი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
25
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძვლის საჯარო სკოლის მისია ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლისთვის უსაფრთხო, ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთანამშრომლობასა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული პოზიტიური გარემოს შექმნას. აღზარდოს ეროვნული ინტერესების დამცველი , ტოლერანტი, მულტიკულტურული და კანონმორჩილი მოქალაქე. განუვითაროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება. მოსწავლეს დაანახოს მისი როლი გარემოს დაცვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. მისცეს შესაბამისი განათლება, რათა მომავალში შეძლოს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა , პროფესიის სწორად არჩევა და გახადოს საზოგადოების ღირსეული წევრი.

სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძვლის საჯარო სკოლის შვიდწლიანიწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2023-2024/ 2028 – 2029 სასწავლო წლამდე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მისია და მიზნები სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძვლის საჯარო სკოლის მისია ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლისთვის უსაფრთხო, ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთანამშრომლობასა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული პოზიტიური გარემოს შექმნას. აღზარდოს ეროვნული ინტერესების დამცველი , ტოლერანტი, მულტიკულტურული და კანონმორჩილი მოქალაქე. განუვითაროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება. მოსწავლეს დაანახოს მისი როლი გარემოს დაცვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. მისცეს შესაბამისი განათლება, რათა მომავალში შეძლოს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა , პროფესიის სწორად არჩევა და გახადოს საზოგადოების ღირსეული წევრი. სკოლის ხედვა ჩვენი სკოლა იქნება ადგილი, სადაც ურთიერთშეთანხმებისა და თანასწორობის საფუძველზე გამოვავლენთ ჩვენს უნარებს, ვისწავლით დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, რათა შევქმნათ ტოლერანტული გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სამომავლოს მიზნებისკენ სწრაფვას და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიზ გაზრდას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები განსხვავებული აზრის პატივისცემა, ტოლერანტობა, მოსწავლეთათვის თანასწორობის განცდის ჩამოყალიბება, დემოკრატიული ფასეულობებისადმი პატივისცემა, ინიციატივების სწორი შეფასება თანასწორობის პრინციპების გააზრება – რომელიც გულისხმობს, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილების მიუხედავად თანასწორუფლებიანობის უნარის განვითარებას სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის დაცულობა – რომელიც გულისხმობს მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; გამჭირვალობა, საჯაროობა , მიუკერძოებლობა და სამართლიანობა ყველა წევრის მიმართ ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბება – რომელიც გულისხმობს, ინდივიდუალური მიდგომების გამოყენებას ნებისმიერი ტიპის მოსწავლისთვის, მათი საჭიროებების, შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით პროფესიული ზრდა და განვითარება – რომელიც გულისხმობს, თანამედროვე ლიტერატურის, კვლევების, ინოვაციური მიდგომების გაცნობას და დანერგვას სასწავლო პროცესში, არსებული ცოდნის გამოყენებას საკუთარი პროფესიული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. პროფესიონალიზმს, საქმის სიყვარულს და ერთგულებას თანშმრომლობითი გარემოს ჩამოყალიბება – რომელიც გულისხმობს, კოლეგების მხარდაჭერას პროფესიულ განვითარებაში, კოლეგიალობის ფორმის გაღრმავებას ფორმალური და არაფორმალური განათლების ურთიერთკავშირი – რომელიც გულისხმობს, ეროვნული მიზნების მისაღწევად, გარდა კურიკულუმით დაგეგმილი პროცესებისა სხვა აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას