რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ ტყიბულის №2 საჯარო სკოლა

იმერეთი · ტყიბული · ტყიბული, ნინოშვილის №2

რეესტრის კოდი#776
მოსწავლე135
მასწავლებელი22
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მეგი ქათამაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
11/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
11/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ტყიბული, ნინოშვილის №2

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
20
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სსიპ - ქალაქ ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მისიაა: მოსწავლეთა ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა და მათი განვითარების ხელშეწყობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების ფლობისა და გამოყენების უნარების ჩამოყალიბება, სამშობლოს მოყვარული, ჰუმანური, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა. ოჯახთან ერთად შეუქმნათ მათ საფუძველი ცხოვრებისეული გამოწვევების დასაძლევად და წარმატების მისაღწევად. შევიტანოთ წვლილი ღირსეული პიროვნების აღზრდაში. სკოლა, მისიის მისაღწევად : • ქმნის ეფექტურ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემოს; • უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის წარმართვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით; • ზრუნავს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფაზე, განვითარებასა და აღჭურვაზე; • ხელს უწყობს მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებას; • ზრუნავს პედაგოგების მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაზე; • მუდმივად ავითარებს და სრულყოფს სასწავლო რესურსებს; • ხელს უწყობს მშობლის აქტიურ ჩართულობას შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში; • მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა ინიციატივების წახალისებაზე და მათ ჩართვაზე სხვადასხვა პროექტერბში, კონკურსებში, ოლიმპიადებსა და საერთაშორისო პროგრამებში; • ხელს უწყობს სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას; • ქმნის კულტურულ ,შემოქმედებით,ეთიკურ-მორალურ ორიენტირებზე დაფუძნებულ სასკოლო სივრცეს დაწყებითი საფეხურის მისია დაწყებითი საფეხურის მისიაა: ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის მისია საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის. საშუალო საფეხურის მისია საშუალო საფეხურის მისიაა: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად, მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება. ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად); გ) შეიტანოს წვლილი მოსწავლეთა დამოკიდებულებათა და ღირებულებათა სისტემების ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით: ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვითი მიმართულებებით.

სტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სსიპ - ქალაქ ტყიბულის N2 სკოლის სტრუქტურა შედგება: სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექცისს, პედაგოგიურ საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და დისციპლინურ კომიტეტისაგანს. სკოლაში ფუნქციონირებს 7 საგნობრივი კათედრა. კერძოდ: სახელმწიფო ენის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებლები; მათემატიკისა და ისტ-ის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ორი სხვდასხვა მათემატიკისა და ისტ-ის მასწავლებლები; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ბუნებისმეტყველების, ბიოლოგიის, ქიმიისა, ფიზიკის მასწავლებლები. საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მე და საზოგადოების, ჩვენი საქართველოს, ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოების, , სამოქალაქო განათლები(მოქალაქეობისს) მასწავლებლები; უცხოური ენების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ინგლისური ენის, მეორე უცხოური ენის (რუსული) მასწავლებლები; ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლები და ჭადრაკის მასწავლებელი; დაწყებითი საფეხურის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან I-IV კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლები. ასევე კანონმდებლობის შესაბამისად სკოლაში შექმნილია სხვადასხვა კოლეგიალური ორგანო, რომლებიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს მაგ.: მრჩეველთა საბჭო, პროფესიული ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი. სკოლაში არსებული დემოკრატიული მართვის პრინციპი ისეა შექმნილი, რომ ახდენს ორგანიზაციულ სტრუქტურებში უფლებამოსილებების დელეგირებას, როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური პასუხისმგებლობის გადანაწილებას.

სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

2023-2030 წ.წ სტრატეგიული გეგმა

დოკუმენტები

სკოლის 7 წლიანი სტრატეგიული-განვითარების-გეგმა.pdf14/12/2023 15:57:10 · 0.41 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

2025-2026 საწავლო წლის სამოქმედო გეგმა

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა - 2025- 2026 სასწავლო წელი.pdf16/04/2026 06:19:22 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა
ფინანსები1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

C2. ბალანსი ქ. ტყიბულის N2 საჯარო სკოლა.xlsx19/12/2023 12:54:44 · 0.19 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე