ქუთაისი, წმიდა ნინოს 2
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 150
- თავისუფალი ადგილი
- 43
- სსსმ ლიმიტი
- 16
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 15
იმერეთი · ქუთაისი · ქუთაისი, წმიდა ნინოს №2
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია უსაფრთხო, კეთილგანწყობილ და პოზიტიურ გარემოში სკოლა მოსწავლეებს აძლევს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ცოდნას, ზრუნავს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე, უქმნის პირობებს, რომ მათ აღმოაჩინონ და განავითარონ შესაძლებლობები, იყვნენ წარმატებული, დამოუკიდებელი, კონკურენტუნარიანი, აქტიური მოქალაქეები და სარგებელი მოუტანონ საკუთარ თავსა და ქვეყანას. სკოლის ხედვა სსიპ წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლა არის მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სკოლა, რომლის მთავარი მიზანია აღზარდოს ეროვნული ღირებულებების მატარებელი, წიგნიერი, მიზანდასახული, კანონმორჩილი მოქალაქე. ასევე გამოუმუშავოს პრაქტიკული მოღვაწეობისათვის საჭირო ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ ლიდერებად ჩამოყალიბებასა და კონკურენტუნარიან გარემოში ინტეგრირებას. ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებით სკოლა ხელს შეუწყობს მოსწავლეების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას, სხვადასხვა ენობრივ კულტურულ გარემოში თანამშრომლობას, უზრუნველყოფს მათი შესაძლებლობების რეალიზებასა და უწყვეტ განვითარებას. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას. • სკოლის ისტორია და ტრადიცია ( სკოლა დაარსდა 1847 წლის 14 მაისს).გამოცდილება (სკოლას გააჩნია მდიდარი და მრავალფეროვანი ტრადიცია. 1961 წლიდან 40 წლის განმავლობაში გაღრმავებულად ისწავლებოდა ინგლისური ენა. ტრადიციულად სკოლის მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ტიპის კონკურსებსა და გაცვლით პროგრამებში) • სკოლის აკადემიური მაჩვენებელი ( სკოლის მოსწავლეები მაღალ შედეგებს აჩვენებენ ეროვნულ ოლიმპიადებზე, გაცვლითი პროგრამა FLEX-ის შესარჩევ კონკურსებში, კონფერენციებსა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სწავლას აგრძელებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლებში); • სკოლის მასწავლებელთა მაღალი კვალიფიკაცია; • სკოლის კულტურა (თანამშრომლობა სკოლის საზოგადოებასთან, სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, შემოქმედებით ორგანიზაციებთან).
მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი დამტკიცებულია დირექტორის 2024 წლის 7 ოქტომბრის 2-559 ბრძანებით
სკოლის შინაგანაწესი „დამტკიცებულია” სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2022 წლის 08 ნოემბრის N9 სხდომაზე სკოლაში გასაჩივრების დეტალური პროცედურების შესახებ დოკუმენტი „დამტკიცებულია” დირექტორის 2024 წლის 7 ოქტომბრის N2-557 ბრძანებით
მოგახსენებთ, რომ სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე დაიგეგმა სკოლის ეზოში სკვერის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოების ხარჯი შეადგენს 17795ლარს. საჭიროებიდან გამომდინარე დამტკიცებულ გეგმებში 2.2.3 ოფისის ხარჯიდან გთხოვთ გადამიტანოთ ზემოდ აღნიშნული თანხა 3.1 არაფინანსური აქტივების ზრდაზე.