რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ ქუთაისის №45 საჯარო სკოლა

იმერეთი · ქუთაისი · ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზ. III შესახ. №4

რეესტრის კოდი#746
მოსწავლე14
მასწავლებელი20
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნინო ჩიხლაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზ.III შესახ. №4

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
125
თავისუფალი ადგილი
122
სსსმ ლიმიტი
103
სსსმ თავისუფალი ადგილი
101
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის მისია ა) სსიპ ქუთაისის №45 საჯარო სკოლის მისიაა გაუწიოს საგანმანათლებლო და პანსიონური მომსახურება ზოგადი განათლების დაწყებით და საბაზო საფეხურზე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ სენსორული ( სმენითი ) დარღვევის მქონე ბავშვებს. ბ) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით, ქართული ჟესტური ენის ან/და ბილინგვური სწავლების პრინციპების გამოყენებით, ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და ინტერესებზე დაყრდნობით მოსწავლის აკადემიური, ფუნქციური, წინაპროფესიული და სოციალური უნარების განვითარება, ჰოლისტური განვითარების ხელშეწყობა, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება; გ) არაფორმალური განათლების მრავალფეროვანი და ადაპტირებული პროგრამების/პროექტების/აქტივობების შეთავაზება-განხორციელებით ღირსეული ცხოვრების, აქტიური/დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქის ფორმირების, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სსსმ მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა. დ) საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობისათვის მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლების, ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალის, ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლების და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების კონსულტირება და გადამზადება. სკოლის ხედვა: • სკოლაში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები სრულად სენსორული ( სმენის) დარღვევის მქონე მოსწავლის განათლებაზე, პიროვნულ და ფსიქოემოციურ განვითარებაზეა ორიენტირებული. გათვალისწინებულია მათი ინდივიდუალური საჭიროებები, შესაძლებლობები და ინტერესები ; • სკოლას აქვს გამართული ინფრასტრუქტურა. არის ფიზიკურად/ემოციურად უსაფრთხო და დაცული ადგილი; • სკოლა მრავალფეროვანი პროგრამების (ფორმალური, არაფორმალური, წინაპროფესიული ) შეთავაზების გზით, აძლევს მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას დაწყებით-საბაზო საფეხურზე; • სკოლა სწავლა-სწავლების პროცესში იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს; • სკოლა აძლევს მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებულ დემოკრატიულ განათლებას და ხელს უწყობს აქტიური მოქალაქის ფორმირებას; • სკოლა საფუძველს უქმნის მოსწავლეებს განათლების საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის, პროფესიული განათლების მიღებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის; • სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს აქვთ ექსპერტული ცოდნა ინკლუზიურ განათლებაში; • უწყვეტად მიმდინარეობს თანამშრომელთა პროფესიული განვითარება; • რესურს სკოლა არის დასავლეთ საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშემწყობი საკონსულტაციო ცენტრი სენსორული ( სმენის ) დარღვევის მიმართულებით; • მშობელი ჩართულობა გაზრდილია სკოლის მუშაობაში ყველა მიმართულებით. ღირებულებები: • დემოკრატიულობა; • გუნდურობა; • ურთიერთპატივისცემა; • პასუხისმგებლობა; • სამართლიანობა; • ტოლერანტობა; სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას ასევე წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას. სკოლის მიზნები

სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ -ქალაქ ქუთაისის #45 საჯარო სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წლები

დოკუმენტები

სტრატეგიული გეგმა.pdf01/04/2024 11:25:56 · 0.17 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ -ქალაქ ქუთაისის #45 საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 წ.

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024.pdf01/04/2024 11:24:36 · 0.32 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

ინფრასტრუქტურა.pdf12/04/2024 14:06:43 · 4.54 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

საჯარო სკოლა დაფინანსებას ღებულობს საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტროდან და სახელმწიფო სახაზინო პროგრამიდან