რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ ქუთაისის №40 საჯარო სკოლა

იმერეთი · ქუთაისი · ქუთაისი, ნიკეას II №22

რეესტრის კოდი#745
მოსწავლე682
მასწავლებელი55
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნინო ვარდოსანიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ქ.ქუთაისი ნიკეას ქუჩა მე-2 შესახვევი N22

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
125
თავისუფალი ადგილი
79
სსსმ ლიმიტი
13
სსსმ თავისუფალი ადგილი
11
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ ქუთაისის №40 საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლეებმა მიიღონ მაღალი აკადემიური განათლება. ჩამოვუყალიბოთ და განვუვითაროთ მათ დამოუკიდებელი, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარი, რათა მოვამზადოთ ისინი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის. ეროვნულ ფასეულობებზე დაყრდნობით აღვზარდოთ პატრიოტი თაობა, დავამკვიდროთ მოსწავლეებზე ორიენტირებული სწავლება. ხელი შევუწყოთ მათ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. შევძინოთ მათ თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება, განვუვითაროთ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ჩავუნერგოთ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და კანონის მიმართ პატივისცემის ვალდებულება. სკოლის სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, მისიის შესასრულებლად და პრობლემების დასაძლევად სკოლაში შექმნილია შრომისა და სწავლის მაღალი მოტივაცია, მეგობრობის, თანამშრომლობისა და პატივისცემის ატმოსფერო, შემუშავებულია სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს რამდენიმე სასკოლო პრაქტიკისთვის არსებით, კონკრეტულ ქმედებათა გააზრებას და რეალიზებას, სკოლის მართვის სისტემის, მატერიალურ–ტექნიკური ბაზის, სასკოლო გარემოს გაუმჯობესებას. ჩვენ გვჯერა, რომ მშობლები გულწრფელად დაგვეხმარებიან ჩვენი მოსწავლეების შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში. სსიპ ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლის ღირებულებებია: • თანასწორობა; • სამართლიანობა; • ზრუნვა; • გამჭვირვალობა; • გუნდურობა. თანასწორობა:სკოლის საზოგადოების ყველა წევრს აქვს თანაბარი უფლებები. ეს უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა დეკლარაციით. სამართლიანობა:სკოლის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემყარება სამართლიანობის პრინციპებს. განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება, ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. ზრუნვა:სკოლა ქმნის მზრუნველ გარემოს, რისთვისაც ყველა გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მხარდამჭერის პოზიციიდან. გამჭვირვალობა:სკოლის საქმიანობაში მოქმედი სტანდარტები და პროცედურები, ხედვები და ღირებულებები, მარეგულირებელი დოკუმენტები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული მხარისათვის. გუნდურობა:სკოლაში გადაწყვეტილებები მიიღება გუნდურად, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით, მათი კომპეტენციის ფარგლებში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიზნები და ამოცანები საფეხურების მიხედვით 2023-2024სასწავლოწლისსკოლისსასკოლო სასწავლოგეგმაშედგენილიასაქართველოსგანათლებისადამეცნიერებისმინისტრის 2011 წლის 11 მარტის #36/ნბრძანებით და საქართველოსგანათლებისადამეცნიერებისმინისტრის 2016 წლის 18 მაისის N 40/ნ და 2018 წლის 3 მაისის №63/ნ - ბრძანებებით დამტკიცებულიეროვნულისასწავლოგეგმისსაფუძველზე. სკოლაშიმიმდინარეობს 12 წლიანიზოგადსაგანმანათლებლოსწავლება ქართულ ენაზე. სკოლა,სრული ზოგადიგანათლებისმიხედვით, არისსამსაფეხურიანი: დაწყებითი (I-VI კლასები), საბაზო (VII-IX კლასები) (დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.),საშუალო (X-XII კლასები). სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევების დონის დაძლევას, სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და შესაბამისი დოკუმენტით სახელმწიფოს მიერ ამის დადასტურებას. დაწყებითი საფეხურის მისიაა ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის. საშუალო საფეხურის მისია ა) საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება; ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალიმატერიალური, ინტელექტუალურითუსულიერიღირებულებებისშესაქმნელად.

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

ქალაქ ქუთაისის N40 საჯარო სკოლის შინაგანაწესი.2024-2025სასწ.წელი ...40 (1).doc20/05/2025 15:22:31 · 0.21 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

სართულებრივი გეგმები_#40 საჯარო სკოლა.pdf20/05/2025 13:51:02 · 1.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე