ქუთაისი, რ.თაბუკაშვილის გამზირი N175
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 19
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · ქუთაისი · ქუთაისი, რ. თაბუკაშვილის №175
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია - სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიების დანერგვით ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში შექმნას, ზრუნვასა და ხარისხიან განათლებასზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, რათა თითოეულმა მოსწავლემ უკეთ გააცნობიეროს სოციალურ-კულტურულ გარემოში საკუთარი უფლებები და მოვალეობები ოჯახის, ქვეყნის, საკაცობრიო იდეალეების მიმართ. განუვითარდეთ ღირებულებები, რომლებიცდაეხმარებათ პასუხისმგებლიანი არჩევანის გაკეთებასა და ქმედებაში. სკოლის ხედვა - უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა მხარდაჭერ, ეფექტურ და ინკლუზიურ სასწავლო გარემოზე. სწავლების პრაქტიკის იმგვარი ინტეგრირება, რომ ის დაეფუძნოს მოსწავლის ფიზიკური, ემოციური, ფსიქოლოგიური და სულიერი ასპექტების განვითარებას. იზრუნოს ჩამოუყალიბოს მოსწავლეს მოქალაქეობის გლობალური გაგება ეროვნული იდენტობის, კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემის, სამართლიანი ციფრული მოქალაქეობის უნარებისა და ეკოლოგიურ ცნობიერების განვითარების ხელშეწყობით. გახადოს მოსწავლე კონკურენტუნარიანი, მგრძნობიარე, გამძლე, ჰარმონიული ადამიანი, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს ჩვენს საზოგადოებასა და თემს. სკოლის ღირებულებები • ეროვნული იდენტობის პატივისცემა; • თანამშრომლობითი კულტურა (ყველა დაფასებულად გრძნობს თავს); • გაზიარებული პასუხისმგებლობა, ლიდერობა, ცოდნა და ერთობლივი მხარდაჭერა; • ფსიქოლოგიური უსაფრთხოება (გუნდურობის განცდა); • ტოლერანტობა; • მზადყოფნა ახალი იდეების მისაღებად; • პროფესიონალიზმი (აკადემიური ცოდნა, წიგნიერება)
სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის სტრუქტურა მოიცავს შემდეგ ერთეულებს: სამეურვეო საბჭოს, დირექციას, ადმინისტრაციას, პედაგოგიურ საბჭოს, დისციპლინურ კომიტეტს, საგნობრივი ჯგუფის კათედრებს, მოსწავლეთა თვითმმართველობას,მრჩეველთა საბჭოს და მანდატურის სამსახურს. სკოლის დირექცია შედგება დირექტორის , დირექტორის მოადგილის და ბუღალტერისგან. ადმინისტრაციაში შედის - საქმისმწარმოებელი, საინფორმაციო მენეჯერი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, ექიმი, ბიბლიოთეკარი, დამლაგებლები , ცეცხლფარეში, დარაჯი, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტი-ასისტენტი. სკოლაში ფუნქციონირებს საგობრივი კათედრები. სკოლის სტრუქტურა არის საქმიანობის დაგეგმვისა და პასუხისმგებლობის განაწილების ეფექტური საშუალება, სადაც თითოეულ თანამშრომელს გააზრებული აქვს საკუთარი საქმიანობა.
წარმოდგენილია : 1. სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის 2017-2023 წლის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2. სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის 2023-2030 წლის სტრატეგიული განვითარების გეგმა-{შვიდწლიანი)
სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის 2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების სამოქმედო გეგმები
სსიპ ქალაქ ქუთაისის №36 საჯარო სკოლაში მოქმედებს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მათ იდეების განხილვას, მხარდაჭერას და განხორციელებას. სკოლაში არსებობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა და სერვისი, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებით, აკადემიურ და სოციალურ განვითარებას. თითოეულ მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს მის ინტერესებზე მორგებულ პროექტებში და საკუთარი ინიციატივა განახორციელოს საჭირო რესურსებისა და მენტორული მხარდაჭერის მეშვეობით.
სსიპ ქალაქ ქუთაისის №36 საჯარო სკოლაში მოქმედებს ქცევის წესების დებულება, რომელიც განსაზღვრავს სასკოლო ცხოვრების ეთიკურ და სამართლებრივ ჩარჩოებს. მოსწავლეებს ასევე გააჩნიათ აპელაციის მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს მათი უფლებების დაცვას და სადავო საკითხების სამართლიან განხილვას. აღნიშნული პროცედურები ხელს უწყობს უსაფრთხო, თანასწორ და დემოკრატიულ სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას.
სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის შენობა რეაბილიტირებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მილენიუმის პროგრამის ფარგლებში, სკოლის შენობის ფართი გონივრულად გამოიყენება სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესისათვის. საკლასო ოთახები აღჭურვილია სათანადო ინვენტარით, მერხებით, სასკოლო დაფებითა და სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით. სკოლას აქვს საბუნებისმეტყველო, კომპიუტერული ლაბორატორია, ბიბლიოთეკა. უზრუნველყოფილია დენისა და წყლის უწყვეტი მიწოდებით, საკლასო ოთახებს აქვს ბუნებრივი განათება, დამონტაჟებულია გათბობის ცენტრალური სისტემა, სველი წერტილები განთავსებულია ყველა სართულზე, არის ადაპტირებული საფირფარეშოები. სკოლაში ფუნქციონირებს სპორტული დარბაზი, რომელიც აღჭურვილია სხვადასხვა სპორტული ინვენტარი, სააქტო დარბაზი ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, სადაც სისტემატიურად ტარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. სკოლაში მოქმედებს ბუფეტი, ჰიგიენური ნორმები დაცულია. დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის სასწავლო დროის ნებისმიერ მონაკვეთში, მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიით, (კომპიუტერულ ლაბორატორიაში გვაქვს 25 კომპიუტერი). საჭიროების შემთხვევაში მასწავლებლებს შუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი კათედრის კომპიუტერით, აგრეთვე დაწყებითი კლასების ყველა დამრიგებელს აქვს სამუშაოდ კომპიუტერები, რომელიც ჩართულია ინტერნეტ ქსელში, ოთახები აღჭურვილია მონიტორებით, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურის პედაგოგები სისტემატიურად იყენებენ პროექტორებს. კათედრებზე გადანაწილებულია პრინტერები, ხდება სათვალსაჩინო მასალებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენება. სასკოლო საზოგადოება სისტემატიურად იყენებს სამასწავლებლოს, ბიბლიოთეკას, სააქტო დარბაზს, კომპიუტერულ ლაბორატორიას, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიას, სპორტულ დარბაზს, გარე სპორტულ მოედანს, ბიბლიოთეკას და მის წიგნად ფონდს. სკოლას აქვს მშვენიერი რეკრეაციული სივრცე, ეზო . სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლა სწავლების პროცესის ეფექტიანად განხორციელებისათვის , მათი ინტეგრაციისს და ზოგადად სკოლაში ინკლუზიური გარემოს შექმნის ერთ-ერთი წინაპირობაა მოსწავლეზე მორგებული , ადაპტირებული გარემო. სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის სწავლის ინკლუზიურ გარემოს. სკოლას აქვს პანდუსი, რომელიც ხელს უწყობს ეტლით მოსარგებლე მოსწავლის შეუფერხებელ გადაადგილებას,სკოლის პირველ სართულზე და სპორტდარბაზის გვერდით განთავსებულია ადაპტირებული საფირფარეშოები. სასწავლო პროცესის წარმართვისათვის სკოლაში არსებობს მრავალფეროვანი რესურსით აღჭურვილი რესურს-ოთახი. რესურს ოთახში მუშაობა მაქსიმალურად უწყობს ხელს სსსმ მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობას და განვითარებას. რესურს-ოთახი აღჭურვილია ტექნიკით ( პერსონალური კომპიუტერით, პრინტერით ). ოთახში მრავლადაა განმავითარებელი რესურსები.
სკოლის ფინანსური რესურსი ქმნის საგანმანათლებლო საქმიანობის, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განხორციელების მყარ საფუძველს. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში. ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა ძირითადად იხარჯება შრომის ანაზღაურებაზე (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, დანამატები, პრემიები) და კომუნალურ გადასახადებზე. წლების განმავლობაში, ბიუჯეტში გათვალისწინებულია გარკვეული ფინანსური რესურსები საოფისე ხარჯებზე და მცირე სარემონტო სამუშაობის ჩატარებაზე. საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მიმართავს სამეურვეო საბჭოს კორექტირებისათვის. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა დამტკიცებულია სკოლის დირექტორის ბრძანებით. შესყიდვების გეგმა შედგენილია ბაზრის კვლევის საფუძველზე. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა მტკიცდება სკოლის დირექტორის ბრძანებით. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის რეგისტრაცია ხდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ePLAN მოდულის მეშვეობით. ქუთაისის #36 საჯარო სკოლა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სკოლას აქვს ფინასური რესურსების მართვის დაგეგმვის, განკარგვის, მონიტორინგის ეფექტიანი სისტემა. სკოლას აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში და ბეჭედი. სკოლის წლიური ბიუჯეტის დამტკიცება ხდება წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, რომელიც შესაბამისობაშია ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან. სკოლის დირექტორის მიერ სკოლის წლიური ბიუჯეტი დასამტკიცებლად წარედგინება სამეურვეო საბჭოს. ბიუჯეტის დაგეგმვა ხორციელდება რეალური გათვლებისა და გაანგარიშებების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე, ხარჯვით ნაწილში. ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებაა: • ვაუჩერული დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს მიერ მოსწავლის განათლების დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით. • სერთიფიცირებული მასწავლებლების დანამატი, • სსსმ მოსწავლეთა დაფინანსება. • დაფინანსება სკოლებში დასაქმებული ექიმების კუთვნილი თანამდებობრივი სარგო სკოლის ფინანსური რესურსის განკარგვა ხდება სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად.