რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ ქუთაისის №23 საჯარო სკოლა

იმერეთი · ქუთაისი · ქუთაისი, არაყიშვილის №15

რეესტრის კოდი#728
მოსწავლე1178
მასწავლებელი72
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნესტან სიხარულიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
22/09/2023
ავტორიზაციის დასრულება
22/09/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ქუთაისი, არაყიშვილის №15

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
125
თავისუფალი ადგილი
32
სსსმ ლიმიტი
13
სსსმ თავისუფალი ადგილი
7
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

სკოლის მისია სსიპ-ქალაქ ქუთაისის N23 საჯარო სკოლა ნერგავს ხარისხიან განათლებას, ქმნის ხელსაყრელ პირობებს, რათა აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე, თავისუფალი, თანასწორუფლებიანი, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული, აქტიური მოქალაქე. ხედვა სსიპ-ქალაქ ქუთაისის N23 საჯარო სკოლა გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავს კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის ინტეგრაციას მსოფლიო ბაზარზე, რასაც ისინი მოახერხებენ ევროპული ენების, STEM საგნების და ფორმალური და არაფორმალური განათლების წარმატებულად ინტეგრაციის ხარჯზე. ღირებულებები სსიპ ქალაქ ქუთაისის N23 საჯარო სკოლის ღირებულებებია:  თანასწორობა;  სამართლიანობა;  სიახლეების მიმართ ღიაობა  ზრუნვა;  გამჭვირვალობა.  გუნდურობა; სკოლა, უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სწავლის პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: თანასწორუფლებიანობა: გულისხმობს საკოლო საზოგადოების ყველა წევრისათვის შესაძლებლობების თანაბრად ხელმისაწვდომობას. სკოლის საზოგადოების ყველა წევრს აქვს თანაბარი უფლებები. ეს უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა დეკლარაციით. სამართლიანობა: გულისხმობს შედეგების, შეფასების შესაბამისობას სწავლასა და შრომასთან. ჩვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემყარება სამართლიანობის პრინციპებს. განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. სიახლეების მიმართ ღიაობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. ზრუნვა: ჩვენთვის მთავარია ადამიანი. ვქმნით მზრუნველ გარემოს, რისთვისაც ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ მხოლოდ მხარდამჭერის პოზიციიდან. გამჭვირვალობა: ჩვენს საქმიანობაში მოქმედი სტანდარტები და პროცედურები, ჩვენი ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა მხარისათვის. უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. გუნდურობა: ჩვენს სკოლაში აღიარებული და გაზიარებული ფენომენია გუნდურობა. გადაწყვეტილებებს ვიღებთ გუნდურად, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით. ჩვენს სკოლის სასწავლო გარემო ხელს უწყობს განათლების გუნდური მუშაობისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ყველა ზემოთ დასახელებული ღირებულება საბოლოო ჯამში აყალიბებს პასუხისმგებლიან მოქალაქეს, პასუხისმგებლიანობა კი არის ადამიანის ფსიქოლოგიურ-ნებლობითი პიროვნული თვისება. იგი არის უნარი და გააზრება იმისა, რომ ადამიანმა აგოს პასუხი საკუთარ მოქმედებაზე და ამ მოქმედების შედეგად დამდგარ შედეგზე. სასკოლო საზოგადოება აცნობიერებს, რომ ამ ღირებულებეის გარეშე წარმოუდგენელია წარმატება. იგი საფუძველია ზოგადად კეთილგანწყობისა, რაც ასე მნიშვნელოვანია სოციუმში ინტეგრაციისათვის. პირადი, გუნდური, სოციალური, სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულება, სწორედ სკოლის კედლებში იწყებს ჩამოყალიბებას. გაცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით:  ჩვენთის უნიშვნელოვანესია ფიზიკურად და ფსიქო-ემოციურად დაცული გარემო;  ჩვენთვის უპირველესია ბავშვის სიყვარული;  ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე;  ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება;  ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა;  ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება;  ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიღწევების აღიარება და აზრის პატივისცემა;  ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას;  ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს;  ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას;  ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას;  ჩვენ ვართ პროცესებზე ორიენტირებული და ვითვალისწინებთ გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს.

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

დირექტორი, დირექტორის მოადგილე/მოადგილეები, ბუღალტერი პერსონალურ მონაცემთა დაცვლის ოფიცერი: ნათია ბენდელიანი ტელ:591700793; ელ-ფოსტა: nbendeliani@mes.gov.ge

სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ ქალაქ ქუთაისის N23 საჯარო სკოლის სტრატეგიული გეგმა. (იხილეთ მიბმული ფაილი)

დოკუმენტები

1.-სტრატეგიული-გეგმა.-სსიპ-ქალაქ-ქუთაისის-N23საჯარო-სკოლა.pdf27/07/2023 13:42:46 · 0.19 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ ქალაქ ქუთაისის N23 საჯარო სკოლის წლიური სამოქმედო გეგმა. (იხილეთ მიბმული ფაილი)

დოკუმენტები

ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-2023-2024სასწ.წ..pdf27/07/2023 13:42:42 · 0.17 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

შესრულების ანგარიში

დირექტორის ანგარიში (იხილეთ მიბმული ფაილი)

დოკუმენტები

სამეურვეო-საბჭოს-ოქმიN15-220.06.2023.ანგარიში.pdf27/07/2023 14:04:45 · 0.19 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე